03 აპრილი 2021, 10:55 / სანდო წყარო

გურამ დოჩანაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 82 წლის მწერალი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ დეტალებზე ამჟამად ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მწერალი კლინიკაში ორი კვირაა მკურნალობს.

გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი'', „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'', „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'', „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე'', „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები'' და სხვა.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 10:57

სპორტი

თორმეტმა საფეხბურთო კლუბმა ევროპული სუპერ ლიგის შექმნის შესახებ განაცხადა

მათ შორის არიან: 6 ინგლისური კლუბი: „არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“; 3 ესპანური გუნდი: მადრიდის „ატლეტიკო“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“; 3 იტალიური კლუბი: „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“.

კორონავირუსი

19 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში - 57, იმერეთში - 35, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 7, გურიაში - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 80, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

19 აპრილი 2021, 10:51

მსოფლიო

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

კორონავირუსი

19 აპრილი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 281 574, გარდაიცვალა 3 949 პაციენტი.

19 აპრილი 2021, 10:48

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქე სამტრედიაში, კოპიტნარის დასახლების მიმდებარე არხში თევზჭერას თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდა.

19 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

19 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:42

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია - ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“ საუბრისას, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მეტმა ადამიანმა გამოთქვას იმუნიზაციის სურვილი.

19 აპრილი 2021, 10:40

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 553 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 41 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 553 ადამიანი კი გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 10:37

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 273 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 273 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 619 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო

დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო - ვერც ჯანმომ და ვერც „კოვაქსმა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

19 აპრილი 2021, 10:22

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პირველად Airbus A321neo ავიახომალდი მიიღო

პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

19 აპრილი 2021, 10:16

რეგიონი

რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა.

19 აპრილი 2021, 10:07

პოლიტიკა

19-20 აპრილს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია გაიმართება

19-20 აპრილს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია, საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით.

19 აპრილი 2021, 09:53

მსოფლიო

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა კალიუბიის პროვინციის ქალაქ ბანჰაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მატარებლის სულ მცირე 4 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

19 აპრილი 2021, 09:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 აპრილს ქუთაისში წვიმა და +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +28 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

19 აპრილი 2021, 09:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

19 აპრილი 2021, 08:58

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამართლო სხდომაა დანიშნული

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამათლო სხდომაა დანიშნული. როგორც ბასილაშვილის ადვოკატები აცხადებენ, დღევანდელი პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება, ვინაიდან სხდომა ორ საათზეა დანიშნული, ბასილაშვილს კი პირველ საათზე მატჩი აქვს.

19 აპრილი 2021, 08:42

საზოგადოება

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდება

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

19 აპრილი 2021, 08:30

რეგიონი

დღეიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან

დღეიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმდებიან.