საზოგადოება
30 აპრილი 2026, 19:17
სტუდფესტი 2026 - სტუდენტური ფესტივალი 2026 სტარტს 1 მაისს რუსთავში აიღებს
18:00 საათიდან დაიწყება უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.
30 აპრილი 2026, 15:19
გივი მიქანაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
30 აპრილი 2026, 15:02
წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე ორი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, ამილახვრის ქ. N23-ში, დაახლოებით, ჰექტარ ფართობზე კომბინირებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით,იმავე ქუჩაზე მიმდინარეობს 1კმ სიგრძეზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებაც.
30 აპრილი 2026, 14:38
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
30 აპრილი 2026, 12:20
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პრევენციული ღონისძიებები გაატარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.
30 აპრილი 2026, 11:39
პრემიერი: 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა
პრემიერი - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. „ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ. დღეს ჩვენ გულის ტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია,“ - აღნიშნა პრემიერმა.
30 აპრილი 2026, 11:25
ზესტაფონში სკოლის მოსწავლეებთან ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა.
30 აპრილი 2026, 10:25
WOAH-ის გენერალური მდივანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივან ემანუელ სუბეირანს და ორგანიზაციის დელეგატებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობა გააცნო.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


