საზოგადოება
27 ივლისი 2026, 21:36
ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.
27 ივლისი 2026, 16:33
დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების აგროსაწარმოები დაათვალიერა.
27 ივლისი 2026, 15:16
გივი მიქანაძემ თურქ კოლეგასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა უმასპინძლა.
27 ივლისი 2026, 13:53
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე ,,ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან, მებაჟე ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
27 ივლისი 2026, 12:30
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 40-მდე მსმენელმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 12:14
საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს
საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია.
27 ივლისი 2026, 11:33
ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზეც, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.
27 ივლისი 2026, 09:02
სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარი იყო
სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში გუშინ საღამოს ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთების სასაწყობე ფართს ეკიდა, რომელიც დაახლოებით 4 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


