imedi /  14 აპრილი 2021, 17:51 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ერთად ვითარდება

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

დედაენის დღის აღნიშვნისას, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელია იმ დროიდან თუნდაც, როცა გიორგი მერჩულემ დაგვიტოვა ცნობილი სიტყვები: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, - ამის შესახებ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დედაენის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაშია ნათქვამი.

„ქართულმა ენამ საუკუნეების განმავლობაში ეს დანიშნულება არ დაკარგა, რომ არა თუ იყოს ჩვენი სახელმწიფოს განმსაზღვრელი, არამედ მისი დამცველი და მასთან გაიგივებული. ამიტომაც ქართულმა ენამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის, დევნა და აკრძალვები, თუმცა მას არ დაუკარგავს მისი ძალა იმდენად რომ, ეროვნული მოძრაობა სწორედ ამ ძალის შთაგონებით იწყება და გაიგივებულია ენის გადარჩენასთან.

ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ერთად ვითარდება! ასე მოვედით დღემდე, 21-ე საუკუნემდე, პატარა ქვეყანა საკუთარი უნიკალური ენით, სამი სახეობის უნიკალური ანბანით, მსოფლიოს მიერ აწ უკვე აღიარებული და სწორედ დაფასებული ფენომენით.

ისე მოვედით, რომ არცერთი ურთულესი განსაცდელის დროსაც კი, როცა ქვეყნის ტერიტორიებს და მოქალაქეებს უმძიმესი საფრთხეები ემუქრებოდათ, ქართული ენა მჩაგვრელი თუ შემავიწროებელი არასოდეს ყოფილა, თუნდაც თავისი ყოფილი დამპყრობლების ენის. ეს შემწყნარებლობა დღემდე მოგვყვება და ქმნის საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულობას.

ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებს ისეთი პირობები შევუქმენით საკუთარი წარმოშობის ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, რომ მეორე უკიდურესობაში გადავედით და ამით ჩვენვე ვქმნით პრობლემას მათი სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე, რამეთუ სრულყოფილ ინტეგრაციას სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნაც სჭირდება. ამაზე ერთად კიდევ უნდა ვიმუშაოთ. ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!

ახალი ეპოქა ენის განვითარებას ახალ გამოწვევებს უყენებს. ჩვენი უძველესი ენისთვის უნდა შევძლოთ ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი ტექნოლოგიების დაუფლება და ახალი სივრცეების გახსნა. მსოფლიოში ამ ენაზე ცოტა ადამიანი საუბრობს, თუმცა ამ ენას მსოფლიოსთვის ბევრი საიდუმლო და ბევრი სიმდიდრე აქვს გასაზიარებელი, რაც დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ეს უძველესი ენა ყველაზე თანამედროვე საშუალებებით აღვჭურვოთ. პირველ რიგში, გვჭირდება ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა ქართული ენის კომპიუტერული მოდელი და მანქანური თარგმნის პროგრამები, რათა ქართულმა ენამ ციფრულ სივრცეში ახალი სიცოცხლე შეიძინოს.

დედაენის დღე შევარჩიე, რათა ღირსების მედლით დამეჯილდოებინა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას.

- ამის ერთ-ერთი მაგალითია ვახტანგ ელერდაშვილი, რომელმაც მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად სწორედ ციფრული ინსტრუმენტები შექმნა და ქართული ენა ციფრულ სივრცეში შეიყვანა.
- ზაქარია ფურძელაძემ კი, გერმანულ სამეცნიერო სივრცეში ქართული ენის კვლევითი მიმართულება გააცოცხლა და ქართული ენა გააჟღერა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
- მაია დარჩია და ლელა ჟორჟოლიანი წლების განმავლობაში ასწავლიან ქართულ ენას პრაღის კარლის უნივერსიტეტში, თარგმნიან და აცოცხლებენ მას.
- თანამედროვე მოთხოვნებმა არ უნდა დაგვავიწყოს ძველი ქართული ენის და მწერლობის კვლევები, რომლებიც გვიხსნიან იმ მდიდარ საფუძველს, რასაც ქართული ენა ეყრდნობა. ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის ვაჯილდოებ პროფესორ ენრიკო გაბიძაშვილს.

ყველას გილოცავთ ამ დღეს საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, რამეთუ ქართული ენა გვაერთიანებს, გვაძლიერებს და ქმნის ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების მყარ საფუძველს. უცხოეთში გაზრდილ ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ ისწავლოს, დაიცვას და გაითავისოს ქართული ენა! ეს არის ყველაზე დიდი მომავლის იმედის ნიშანი - სახელმწიფო გაძლიერების, გაერთიანების და ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების! გილოცავთ დღევანდელ დღეს!“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 22:01

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე, მართებს თუ არა რომის პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა: ბოდიშის მოსახდელი არაფერია - ის ცდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.

13 აპრილი 2026, 21:43

მსოფლიო

„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“ - დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“, - ბუკინჰემის სასახლის მეფის გალერეა დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.

13 აპრილი 2026, 21:24

მსოფლიო

ისტორიული მისიის შედეგები - „არტემისი 2“-ის დაბრუნება დედამიწაზე და „ნასა“-ს მომდევნო გაჩერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმატებული მისიის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების ახალ გუნდს ორ წელიწადში ისევ გაუშვებს და ამჯერად ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.

13 აპრილი 2026, 21:11

რეგიონი

უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები კახეთში - სტიქია რეგიონში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შედეგებს ექვსს მუნიციპალიტეტში ითვლიან, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

13 აპრილი 2026, 20:59

მსოფლიო

მოუწევს თუ არა ერევანს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამართლებრივად დაცვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი სომხეთს ყოვლისმომცველი, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 20:45

მსოფლიო

კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

13 აპრილი 2026, 20:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი

აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აპრილი 2026, 20:28

მსოფლიო

ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:18

მსოფლიო

პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:07

მსოფლიო

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:42

მსოფლიო

პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:22

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

13 აპრილი 2026, 18:27

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.