27 აპრილი 2021, 14:31 / სანდო წყარო

თბილისში 3 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

სოფელ დიღომში, ერთ-ერთი კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, გაზმომარაგება 3 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა, - ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

გაზსადენის დაზიანების გამო, ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება დიდ დიღომში – სოფ. დიღომის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების ნაწილს, კერძოდ: დანიბეგაშვილის, ტარიელის, უსენის, რამაზის, დავარის, არქანჯელო ლამბერტის, ფატმანის, ავთანდილის, უსენის, თინათინის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯანის, იაკობ რაინეგსის, მაქს ტალკეს, ბერტა ფონ ზუტნერის, იან ჰომერის, კრისტიან სტივენის, ხატაეთის, ასმათის, ფრედერიკ მონპერის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ჰუბერტის, კასტელისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 001-ში - ამხანაგობა ,,გეოთური”-ს, ნაკვ. 034/140, სოფ. დიღმის მიმდ. ნაკვ. 225-ში , სოფ. დიღომი, ნაკვ. 035/753 , სოფ. დიღომი ნაკვ. 458-ში , სოფ. დიღომი ნაკვ. 038/938 – შპს ,,ქართულ-უკრაინული ჯგუფი”-ს , სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/341 და ნაკვ. 038/340 , სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/465, სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 22 – შპს ,,მარდიელი ჯგუფი”-ს , სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 34-ში შპს ,,დიღომი დეველოპმენტი”-ს , სოფ. დიღომი - სტრაბონის ქ. 16 , ნაკვ. 465, სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672 – შპს ,,ჯეოტერა -1” , სოფ. დიღომი, ნაკვ. 037/543 , დიდ დიღომი, ნაკვ. 345, დიდი დიღომი - მირიან მეფის ქ. 10კ, ნაკვ. 345, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 27, 28, 64 , ვაფხისტყაოსნის ქ. 88-ში - შპს ,,საქართველოს ბიზნეს ჯგუფი”-ს, დიდი დიღომი – დავარის ქ. 1, დავარის ქ. 20, 27, 36, 46, სოფ. დიღომი – ხატაეთის ქ. 39, 41, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 54 -შპს ,,დიღომი ჰაუსი”-ს , დიდი დიღომი - მირიან მეფის ქ. 8კ, 50, 80, 80ა , მირიან მეფის ქ. 96ა , 100, 106ა, სოფ. დიღომი, ნაკვ. 036/665 (იგივე ვეფხისტყაოსნის ქ. 40) – ამხანაგობა ,,დიდი დიღომი 32” , სოფ. დიღომი – არქანჯელო ლამბერტის ქ. 33 , სოფ. დიღომი – დავარის ქ. 29 - შპს ,,სოლიდ ბილდინგი”-ს , სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 26 , სტრაბონის ქ. 32-ში მდებარე შპს ,,სანთომი”-ს , სოფ. დიღომი – ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74 (იგივე უსენის ქ. 74) , სოფ. დიღომი – ფატმანის ქ. 83, სოფ. დიღომი, ნაკვ. 035/753-ში შპს „ახალი თბილისი”-ს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს ,,დიდებული 2018”, შპს ,,შვიდი”, შპს ,,სანნი”, შპს ,,იმედის კლინიკა”, შპს ,,გალტამი”, შპს ,,გუდფუდი”, შპს ,,გ. თ. სერვისი”, შპს ,,ლატეკი”, შპს ,,Aძ-GEOღGIA”-ს - ,,აზატო”, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარედ – შპს ,,L.N.D. Gროუპ” ,ფ/პ ნონა ჟამუტაშვილი და სხვა.

„ადგილზე ქსელის ინტენსიური აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს. გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე აღდგება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2021, 21:18

მსოფლიო

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ალიანსის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ალიანსის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იგი იმ საკანში იმყოფება, სადაც დაწესებულებაში შესახლებისას მოთავსდა

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

21 ოქტომბერი 2021, 20:58

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - რას და როგორ გეგმავდა ყოფილი პრეზიდენტი სატვირთოს მისაბმელში, რომლითაც საქართველოში შემოიპარა

„ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟისურით არის გადაღებული, რამდენიმე რამ იკვეთება. ერთი მხრივ, ის ბოლომდე არ ენდობა მის მასპინძელს, ელგუჯა ცომაიას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ალიბისთვის ვიდეო-მასალა სააკაშვილმა თავადვე გადაიღო.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 20:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მნიშვნელოვანია, როდესაც ევროპის საბჭოს სპიკერების კონფერენციაზე საქართველოზე საუბრობენ როგორც ერთ-ერთ მაგალითზე, რომელიც გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებაზე ზრუნავს

„ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ კუთხით გავაჩინეთ კონსტიტუციაში და ორი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც თავმჯდომარეობის დროს ჩავატარეთ. დიდი პატივი იყო ჩემთვის სპიკერების წინაშე ერთ-ერთ მთავარ გამომსვლელად წარდგომა და ინიციატივის გაჟღერება, რაც მოიაზრებს ყველა ქვეყნების პარლამენტების გარემოს დაცვითი კომიტეტების ერთიან დიდ კონფერენციას და პლატფორმის შექმნას, რომელიც უფრო ეფექტიანად ითანამშრომლებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი 2021, 20:38

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

შავი ზღვის რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

21 ოქტომბერი 2021, 20:32

პოლიტიკა

საგარეო უწყება: სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ იბომბებოდა და საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 20:28

პოლიტიკა

კახა კუჭავა: აგვისტოს ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად

„ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად. რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირი მინიშნება არის და აღიარება იმ უფლებების დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ნებისმიერი კონტრსარჩელი, რომელიც შეიძლება მეორე მხარის მიერ იყოს წარმოჩენილი და შეტანილი, არ იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ლევან ქარუმიძე

21 ოქტომბერი 2021, 20:10

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

21 ოქტომბერი 2021, 20:01

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ნატოს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია უნდა ჰქონდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

21 ოქტომბერი 2021, 19:35

COVID19

ჯანმო G20-ის ქვეყნებს მოუწოდებს, განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდება გააძლიერონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „დიდი ოცეულის“ (G20) ქვეყნებს მოუწოდებს, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება გააძლიერონ.

სალომე ზურაბიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 19:00

პოლიტიკა

პრეზიდენტი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მატეუშ მორავეცკი

21 ოქტომბერი 2021, 18:50

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი: პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს

პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს, თუმცა არსებული დავების მოგვარებას შეეცდება, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

21 ოქტომბერი 2021, 18:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მერობის კანდიდატს, შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას, შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

21 ოქტომბერი 2021, 18:33

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე კირკიტაძეს: 2 მლნ ლარი იმ წართმეული ბიზნესების შემდეგ შესაძლოა არაფერია, ავტოფარეხების გარდა თქვენ კომპეტენცია არ გყოფნით

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის განაცხადებით, მისი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ლიფტების მომსახურებისთვის მოსახლეობის მიერ გადახდილი დაახლოებით, 2 მლნ ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. ლაცაბიძე მისი მერად არჩევის შემთხვევაში, რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

21 ოქტომბერი 2021, 18:26

COVID19

1-ლი ნოემბრიდან ისრაელში ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ

1-ლი ნოემბრიდან ისრაელში ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

კახა კუჭვა

21 ოქტომბერი 2021, 18:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო მხარს უჭერს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომლის მიზანია ჯანსაღი გარემოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების აღიარება

საქართველო ამაყობს, რომ არის ევროპის საბჭოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის კავშირი ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

21 ოქტომბერი 2021, 18:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

„მინისტრმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ხაზი გაუსვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, თვითნებური დაკავებების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებს“.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს სააკაშვილი 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული

მინდა ერთი რამ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

21 ოქტომბერი 2021, 18:07

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მოსახლეობა აირჩევს განვითარებას, წინსვლას და მშვიდ მომავალს - გარწმუნებთ, რომ ამ ქალაქს არავის დავუთმობთ

ჩვენ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდით რუსთავის სწორ განვითარებაზე - იმ გამოწვევებზე, რაც აწუხებს მოსახლეობას. დღესაც ამ გზიდან ჩვენ ვერავინ გადაგვიყვანს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ეს პროექტები ჩვენს ქალაქს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2021, 18:03

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27 პირის ახლობლები სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ. ისინი ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სწორედ, ამის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.