31 მაისი თამბაქოს საწინააღმდეგო დღეა
ფოტო: თამბაქოს კონტროლის ალიანსი
31 მაისს, მსოფლიო უკვე 34-ედ აღნიშნავს თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს. „მსოფლიო თამბაქოს გარეშე” ასე ჰქვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ დღეს, რომელსაც საქართველო მეოთხე წელია განსაკუთრებულად ხვდება. სწორედ ამდენი დრო გავიდა თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან, რომლის აღსრულებაც 2018 წლის პირველ მაისს, კანონის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლების, დახურულ სივრცეში მოწევის და ქუჩებში, თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვით დაიწყო.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ გამართლდა ჩვენი პროგნოზი და ამაო აღმოჩნდა თამბაქოს ინდუსტრიის წაქეზებით, კანონის მიღებამდე და აღსრულების დაწყებამდე ბიზნესის წარმომადგენლების ვნებათაღელვა, თითქოს დახურულ სივრცეში, კერძოდ, ბარ-რესტორნებში, კაფეებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მოწევის აკრძალვა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესს დააქცევდა. საერთაშორისო გამოცდილების და ლოგიკური გათვლების საფუძველზე, გამორიცხული იყო დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. მეტიც, სამასპინძლო ბიზნესის მოცულობა და ბრუნვა უნდა გაზრდილიყო. ასეც მოხდა.
როდესაც კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სასტუმროებში თამბაქოს კონტროლის კანონის ეკონომიკურ შედეგებზე ვმსჯელობთ, აუცილებლად მხოლოდ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის ბოლომდე პერიოდი უნდა განვიხილოთ, რადგან შემდგომ დაიწყო ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები და პრაქტიკულად ყველაფერი გააჩერა.
სტატისტიკის ოფიციალური ორგანოს მონაცემებით, მოკლე, წელიწადნახევრიან პერიოდში გაიზარდა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის დაწესებულებების რაოდენობა. შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და ბრუნვა.
თამბქოს ინდუსტრია და მისი ლობები ცდილობდნენ, მთავრობა დაერწმუნებინათ, რომ თამბაქოს ნაწარმის ქუჩის რეკლამის (ბილბორდების და სხვა) აკრძალვა დააზარალებდა სარეკლამო ბიზნესს. კვლავ ოფიციალური სტატისტიკით, 2018 -2019 წლის ბოლომდე ამ ბიზნესში უფრო მეტი კომპანია გაჩნდა, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და ბრუნვა.
ასევე ავრცელებდნენ პანიკას სავაჭრო ობიექრტებთან დაკავშირებით, რომ თამბაქოს გარე და შიდა ხილვადობის აკრძალვა ამ ბინზესს დააქცევდა. ფაქტია, პირიქით აღმოჩნდა, სავაჭრო ობიექტების რაოდენობა გამუდმებით მატულობს.
ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი ჯანმრთელობის სფეროში. 7-დან 12-13%-მდე შემცირდა ინფარქტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და ასთამის მწვავე შემთხვევები. შესაბამისად შემცირდა სახელმწიფოს და მოსახლეობის დანახარჯები აღნიშნული მიმართულებებით მკურნალობაზე და რაც მთავარია, გადარჩა უამრავი სიცოცხლე.
რა ხდება თამბაქოს ნაწარმის გავრცელება და მოხმარების მხრივ? თუ 2018 წელს მწეველი დღეში 21 ღერს ეწეოდა, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, ერთი მწეველი მოიხმარს 17 ღერს, 15%-ით შემცირდა მთლიანად მოხმარებული სიგარეტების მოცულობა. ხოლო მწეველთა რაოდენობა შემცირდა 8%-ით. ეს არის მოკლე დროში კოლოსალური შედეგი. ამან, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია თამბაქოს მოცულობის შემცირებაზე.
ჩვენ გვაწუხებს კონტრაბანდული თამბაქოს საკითხი, რასაც უკვე კარგად ამოცნობილი და დადასტურებული გამომწვევი მიზეზი აქვს - ადმინისტრაციული საზღვრის უკონტროლობა და კორუფცია, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ რეგიონულ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების ჩინოსნებიც.
უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არც უკანონო ვაჭრობის და კონტრაბანდის ქსელური სისტემის განადგურებას არ ექცევა შესაბამისი ყურადღება და ქვეყანა არც უკანონო ვაჭრობის საერთაშორისო ოქმს არ უერთდება. ეკონომიკის სამინისტრო ბლოკავს ამ საკითხს, რადგან მათ უკან დგას თამბაქოს ინდუსტრია.
როდესაც თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებზე ვლაპარაკობთ და განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციას, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ მათი მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შეუმცირდეთ ან საერთოდ გაუქრეთ თამბაქოს მოხმარების სურვილი. თუმცა, ამკრძალავ რეგულაციებთან ერთად მნიშვნელოვანია არსებობდეს თამბაქოზე თავის დანებების ხელშემწყობი პროგრამები. ამას აკეთებენ არასამთავრობო, ან სარეაბილიტაციო ორგანიზაციები და ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფოც, რომელიც არის თამბაქოს კონტროლის კანონის მიღების და აღმასრულებელი. ამასთან, სახელმწიფო სწორედ კანონის დონეზე უნდა კრძალავდეს იმ თავაშვებულობას, რასაც თამბაქოს ინდუსტრია ინტერნეტ სივრცეში ეწევა. როგორც მოწევაზე თავის დანებების საშუალებებს ფართო პოპულარიზაციას უწევს ელექტრონულ და გახურებად თამბაქოს. სიცრუეა, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები მწეველს მოწევაზე თავის დანებებაში ეხმარება, ამას ადასტურებს ჯანმო და ამერიკის წამლის და საკვების სააგენტო. თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტი ისეთივე და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მავნეა, ვიდრე კლასიკური სიგარეტი. აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ჯანმომ თამბაქოზე თავის დანებების წლად გამოაცხადა.
ჩვენ ვთქვით, რომ ყოველი რეგულაცია, რაც თამბაქოს კონტროლთან არის დაკავშირებული, ემსახურება მწეველობაზე უარის თქმისკენ ბიძგს, ან უბრალოდ ცოტა რომ მოწიონ. ამ მიზნით კანონს კიდევ ერთი სიახლე დაემატება, პარლამენტში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით მოწევა აიკრძალება ტაქსებში და სავარაუდოდ კერძო ავტომობილებში, თუ მასში მოზარდი, მცირეწლოვანი ზის. ვიმედოვნებთ, ამ მოწვევის პარლამენტი შეძლებს კიდევ უფრო დახვეწოს არსებული კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ და ხელი შეუწყოს ადამიანებისთვის საარსებო ჯანსაღი გარემოს შექმნას და მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის ზრუნვას“, - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 01:20
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ
რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 01:16
მსოფლიო
პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ
რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 01:08
მსოფლიო
პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა
რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
01 სექტემბერი 2026, 23:54
მსოფლიო
ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ
აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
01 სექტემბერი 2026, 23:39
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.
01 სექტემბერი 2026, 23:01
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.
01 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.
01 სექტემბერი 2026, 22:07
სამართალი
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
01 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.
01 სექტემბერი 2026, 21:58
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში
ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:50
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად
სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:34
კულტურა
თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.
01 სექტემბერი 2026, 21:24
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:21
მსოფლიო
აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა
აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.
01 სექტემბერი 2026, 21:16
მსოფლიო
მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.
01 სექტემბერი 2026, 20:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.
01 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:47
საზოგადოება
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.
01 სექტემბერი 2026, 20:42
საზოგადოება
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:38
საზოგადოება
საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.


