სახალხო დამცველის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს
ნინო ლომჯარია
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩინებას ეხმაურება, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოიცა და აცხადებს, რომ განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელზე ა(ა)იპ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანასთან დაკავშირებით და აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას. სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით.
არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე.
აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდისციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერესებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება“, – ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
PHR-მა 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყოვნებლივ ყველა ბავშვის გამოყვანა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 4 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამავე განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა. 4 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 14:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით - მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ასევე, შემოსავლების სამსახური, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და მისი პოზიცია გავიზიარეთ
ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 14:17
მსოფლიო
კაია კალასი: უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას
„კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? მიმაჩნია, რომ ჩვენ საპირისპიროდ უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას. და, როგორც უკვე არაერთხელ აღმინიშნავს, ეს არ არის მათი საბოლოო მიზანი, ამიტომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე“, - განაცხადა კალაძემ.
14 სექტემბერი 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს შსს-ს გუნდს, გეკა გელაძეს მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ
გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს
გეკა გელაძემ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დღეს დატოვა. აღნიშნულ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
14 სექტემბერი 2026, 14:10
მსოფლიო
სიკორსკიმ ზელენსკი უკრაინის ჯარის ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭების გამო გააკრიტიკა
„პირადად მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, სამხედრო ნაწილისთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის პატივსაცემად სახელის მინიჭება, წარუმატებელი გადაწყვეტილებაა. „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ იდეოლოგია ეფუძნებოდა „ერთი ერის“ კონცეფციას - სახელმწიფოს ეროვნული უმცირესობების გარეშე“, - განაცხადა სიკორსკიმ.
14 სექტემბერი 2026, 14:04
სამართალი
პრემიერმა სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა
თამაზ ბორაშვილის ბიოგრაფია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდროდაა დაკავშირებული. წლების განმავლობაში ის სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2025 წლის 4 სექტემბრიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
14 სექტემბერი 2026, 14:02
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
14 სექტემბერი 2026, 13:47
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ
„14 სექტემბერს, დილის 9 საათზე Coreper-ი ბრიუსელში შეიკრიბა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწია და შეთანხმდა, რომ კიდევ ერთ სხდომას მოგვიანებით ჩაატარებს. სხდომის დრო ჯერ არ განსაზღვრულა“, - წერს უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.
14 სექტემბერი 2026, 13:26
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
14 სექტემბერი 2026, 13:21
საზოგადოება
ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
14 სექტემბერი 2026, 12:49
მსოფლიო
მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება
საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.
14 სექტემბერი 2026, 12:40
ეკონომიკა
2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერი 2026, 12:39
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.
14 სექტემბერი 2026, 12:31
ეკონომიკა
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება
„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.
14 სექტემბერი 2026, 12:07
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
14 სექტემბერი 2026, 11:59
მსოფლიო
კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა
„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.
14 სექტემბერი 2026, 11:55
პოლიტიკა
გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს
გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.
14 სექტემბერი 2026, 11:47
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს
ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.


