გამოცდების დაწყებამდე, ნუნუ მიცკევიჩმა საგამოცდო ჯგუფის წევრებთან ერთად ყველა საორგანიზაციო დეტალი განიხილა
ფოტო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქვეყანაში ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების დაწყებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ყველა ის საორგანიზაციო დეტალი განიხილა, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ და პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარებას უზრუნველყოფს.
„აღსანიშნავია, რომ საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფს მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც საგამოცდო პროცესში ჩართულ ყველა უწყების წარმომადგენელს შეხვდა და გამოცდების სამზადისზე ინფორმაცია მოისმინა. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად შექმნილ საორგანიზაციო ჯგუფში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გარდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ამასთანავე თელასის, ენერგო-პრო ჯორჯიას, მაგთიკომისა და სქაიტელის წარმომადგენლები შედიან, რომლებიც გამოცდების მიმდინარეობის პროცესს გაუწევენ ზედამხედველობას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა უწყებამ სრული მზადყოფნა დაადასტურა, რომ გამოცდები მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული.
მინისტრის მოადგილე, ჯგუფის წევრებთან ერთად, მუშაობს საკითხზე, თუ როგორ მოხდება კოვიდ-დადებითი აბიტურიენტების საგამოცდო პროცესში მონაწილეობა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველა საგამოცდო ცენტრის აღჭურვა თითქმის დასრულებულია. წელს ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელთაგან 11 თბილისში, 3 ქუთაისში, 3 ბათუმში, დანარჩენი კი ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოშია განთავსებული“, - აცხადებენ სამინისტროში.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
ევროკომისია: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება
ევროკომისიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება - მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.
22 ივლისი 2026, 21:32
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი
ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.
22 ივლისი 2026, 21:26
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 21:22
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
ევროკავშირის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ტანკერი, რომელსაც ბრალი ედება ცრუ დროშით ნაოსნობასა და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსებაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
22 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ახალი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს
საქართველოს როგორც რეგიონში მშვიდობის კუნძულს, დიდი პოტენციალი აქვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აცხადებს, რომ ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს.
22 ივლისი 2026, 21:15
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს
„ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.
22 ივლისი 2026, 21:12
მსოფლიო
The Washington Post: ტრამპის ადმინისტრაცია მალიში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს
საკითხში ჩახედული მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია დასავლეთ აფრიკაში, მალიში, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება JNIM-ის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.
22 ივლისი 2026, 20:54
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 20:46
მსოფლიო
ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთში დაღუპული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საპატიო ცერემონიაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთში დაღუპული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საპატიო ცერემონიაში.
22 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
სპეციალური საინფორმაციო ბანერები ტურისტებისთვის - სად და როგორ არის შესაძლებელი კოცონის უსაფრთხოდ დანთება და რა აკრძალვები მოქმედებს ტყეში დასვენებისას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად და როგორ არის შესაძლებელი კოცონის უსაფრთხოდ დანთება და რა აკრძალვები მოქმედებს ტყეში დასვენებისას.
22 ივლისი 2026, 20:36
პოლიტიკა
ლაშა გეგეჭკორი: დაკისრებული ჯარიმის არგადახდის მიზეზით დააპატიმრეს სანაია, ხოშტარიაც ამის გამო ზის, არც მან გადაიხადა კანონით დაკისრებული ჯარიმა - მაგარი რეჟიმია, ვერაფერს ვერ იტყვი, გაღიმებული შედიან და პატიმრებს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ სანაია დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააკავეს.
22 ივლისი 2026, 20:35
საზოგადოება
ქართველი მოსწავლეების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება, რომელიც ქართველი მოსწავლეების ანგარიშზეა. შანხაიში გამართული მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში სამი მედლით დაბრუნდნენ.
22 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა
მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
22 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოში და მოგზაურთა მზარდი სტატისტიკა ჩინეთიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შანხაი-თბილისის პირველი პირდაპირი ავიარეისით ჩამოფრენილი ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. სტუმრებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ახალი მარშრუტების შესახებ, რომელთაც ჩინელ მოგზაურებს შესთავაზებენ.
22 ივლისი 2026, 20:25
პოლიტიკა
გამოხატვის თავისუფლება თუ ადამიანის ღირსების შელახვა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები და საერთაშორისო პრაქტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოხატვის თავისუფლება თუ ადამიანის ღირსების შელახვა - სადამდე ვრცელდება სიტყვის თავისუფლების ფარგლები.
22 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლოს გადაწყვეტილებები და „ქრონიკის“ წინააღმდეგ სამართალდამრღვევის წარუმატებელი პროვოკაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სასამართლოებმა სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილებები გამოაცხადეს.
22 ივლისი 2026, 20:18
პოლიტიკა
ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა -7 თვიანი ლოდინის შემდეგ, გერმანიაში საქართველოს ელჩი ოფიციალურად საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პეტერ ფიშერის მიერ დიპლომატიური მისიის დასრულებიდან სამი კვირის თავზე, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრები შეინიშნება.
22 ივლისი 2026, 20:15
რეგიონი
ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე, მათ შორის ამავე გზის 98-ე კმ-ზე საყდრის ხიდთან და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
22 ივლისი 2026, 20:12
მსოფლიო
Deutsche Welle: გერმანიის ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო სადავო ფრანგულ-რუსულ ბირთვულ პროექტს ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე
გერმანიის ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო სადავო ფრანგულ-რუსულ ბირთვულ პროექტს ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
22 ივლისი 2026, 20:08
პოლიტიკა
ვიზიტი აზიის ეკონომიკურ დედაქალაქში - ირაკლი კობახიძეს სინგაპურის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვიზიტი აზიის ეკონომიკურ დედაქალაქში - ირაკლი კობახიძეს სინგაპურის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს. აღინიშნა ორმხრივი დიალოგის გააქტიურების მნიშვნელობა და საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი სტრატეგიული კვანძის, მზარდი ფუნქცია.


