მომავალი წლიდან, დიაბეტიანი ბავშვების დაავადების მართვაში უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი
ფოტო: shutterstock.com
მომავალი წლიდან, დიაბეტიანი ბავშვების დაავადების მართვაში უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი. საკითხი დღეს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართული შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, დღეს ქვეყანაში დიაბეტით დაავადებული 1200-მდე ბავშვია. დიაბეტიან ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობს საქართველოში და 25 წელზე მეტია დიაბეტით ბავშვთა ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების განმარტებით, დაავადების ადვილად მართვისთვის მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა - გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ საკითხის გადაწყვეტაზე სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და მომავალი წლის ბიუჯეტში ამისათვის თანხებიც გამოინახება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკითხს კონტროლზე აიყვანს და ზედამხედველობას გაუწევს მის აღსრულებას.
„მხარდასაჭერი პროექტია დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის, 0-18 წლის ჩათვლით, უწყვეტი მონიტორინგის სისტემები, რომელიც არის ახალი ნაბიჯი მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა, რომელიც დიაბეტის მართვაში ერთ-ერთი მოწინავე იყო, არ უნდა ჩამორჩეს ამ ტემპს და ბავშვებისათვის მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მონიტორინგი, დაკვირვება და დროული ჩარევა. ამისათვის საჭირო იყო შეგვეჯერებინა პოზიციები პროფესიონალებს დაავადებული ბავშვების მშობლებთან ერთად, ამასთანავე საჭირო იყო კანონმდებლისა და აღმასრულებლის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. ეს საკითხი სესიაზე დავისვი მინისტრს და მაშინ მან გამოთქვა თანხმობა პრობლემის განხილვის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მინისტრის მოადგილემ ჩვენთან ერთად მიიღო გადაწყვეტილებაც და დავალებაც, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მატერიალური ნაწილის ასახვას ითვალისწინებს“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, კომიტეტის წევრები, დიაბეტის ასოციაციების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიაბეტის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია, დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლები.
ყველა სიახლე
13 მარტი 2026, 10:27
პოლიტიკა
გორდულაძე: ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას - უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი?
ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, სოციალურ ქსელში.
13 მარტი 2026, 10:23
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ისინი 47 წლის განმავლობაში უდანაშაულო ადამიანების კლავდნენ, ხოლო ახლა მე, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ვკლავ მათ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს თავის სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 47 წლის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი უდანაშაულო ხალხს კლავდა, ხოლო ახლა ის ამერიკის 47-ე პრეზიდენტის რანგში კლავს რეჟიმის წარმომადგენლებს.
13 მარტი 2026, 10:18
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1979 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1977 წელს დაბადებული მ.ბ. სხვადასხვა დროს, ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13 მარტი 2026, 10:17
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13 მარტი 2026, 10:06
რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს სიმონ გულედანსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს სიმონ გულედანსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
13 მარტი 2026, 09:45
კულტურა
ფოლკლორის ცენტრის გუნდის რეგიონული ტურნე დაიწყო
ფოლკლორის ცენტრის გუნდის რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი კონცერტი გორში გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
13 მარტი 2026, 09:43
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ერაყში თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ერაყის ერბილის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
13 მარტი 2026, 09:24
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა
აშშ-ის მთავრობამ 11 აპრილამდე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
13 მარტი 2026, 09:11
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება - მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული „მასიური სამხედრო დარტყმები“, ასევე ირანის შემდგომი თავდასხმები, სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა.
13 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
ერაყში ამერიკული თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა.
13 მარტი 2026, 08:50
მსოფლიო
ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დაწყებიდან ისრაელისა და შტატების სამხედრო ძალებმა 6 000 სამიზნეს დაარტყეს - ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ისრაელის თავდაცვის სისტემამ ღამით ირანული რაკეტების კასკადი მოიგერია. განგაში იყო გამოცხადებული თელ-ავივში იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში.
13 მარტი 2026, 08:41
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული. ბოკუჩავა იქნება თავმჯდომარე, თუ სანიკიძე, ეს არაფერს შეცვლის
მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
13 მარტი 2026, 08:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ასეთი ტიპის ანგარიშების ფასი ნულია
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ამ დოკუმენტს ფასი არ აქვს.
13 მარტი 2026, 08:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების სია
ეს დოკუმენტი არის ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების და ზღაპრების სია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
13 მარტი 2026, 08:12
რეგიონი
ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ
ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. მეწყრული პროცესების შესწავლას, დღეიდან დამატებითი სპეციალისტებიც შეუერთდებიან.
13 მარტი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
13 მარტი 2026, 02:25
მსოფლიო
ერაყის ჩრდილოეთში დრონებით თავდასხმის შედეგად ექვსი ფრანგი ჯარისკაცი დაიჭრა
ერაყის ჩრდილოეთში, ერბილის რეგიონში განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Le Figaro საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მარტი 2026, 00:20
პოლიტიკა
გოგა გულორდავა: მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს
„ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, და აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა, სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
13 მარტი 2026, 00:17
პოლიტიკა
გოგა გულორდავა: მედიის შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით არის დასაშვები, რაც ქართული არხების მიმართ დაცული არ ყოფილა
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები ბევრია და ეს კითხვები საჭიროებს გამჭვირვალე პასუხებს. ასევე აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი, ან პრეტენზია არავის შეუტანია და შესაბამისად, ორი ქართული არხის მიმართ მტკიცებულების მაღალი სტანდარტი დაცული არ ყოფილა.
13 მარტი 2026, 00:15
მსოფლიო
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ იცის, დაამხობს თუ არა ირანელი ხალხი რეჟიმს - „თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ, დალიოს“
არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის რეჟიმის დასამხობად პირობებს შექმნის, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.


