თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - „ნიკოს“ და RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება
ფოტო: ევროპაბეთი
მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა „ნიკო“ კალათბურთის სტადიონების მოხატვას შეუდგა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში უბნის სპორტული მოედნები „ნიკოს“ ორგანიზებით გიგანტური ნახატებით დაიფარა. კალათბურთის სტადიონები ცნობილმა არტისტებმა მოხატეს.
ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 მოედანი გახდება. პროექტის ფარგლებში უკვე მოიხატა 3 სხვადასხვა მოედანი 3 სხვადასხვა ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.
თბილისი
პირველი სტადიონი თბილისში, ვაზისუბანში, სანდრო ციცქიშვილმა (ციცქო) მოხატა. საკალათბურთო მოედნის 198-კვადრატულმეტრიანი ფართობი 145 ლიტრი საღებავით დაიფარა. სტადიონზე გამოსახულია პორტრეტი, რომელიც სანდროს და დანტეს კოლაბორაციული ხატვის დროს შეიქმნა. ხატვის პროცესი დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა, რადგან ესკიზი სტადიონზე ტექნიკურად საკმაოდ რთული გადმოსატანი იყო.

სტადიონი ვაზისუბანში - მხატვარი: სანდრო ციცქიშვილი (ციცქო)
"სტადიონის მოხატვა ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან მუშაობა გვიწევდა ზედაპირზე, რომელზეც ჩვენთვითონ ვიდექით. ვერტიკალური კედლებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში საერთო სურათის დანახვა რთული იყო. დროდადრო საჭირო იყო დრონის გამოყენება, რათა დაგვენახა, თუ რა ეტაპზე იყო ნამუშევარი და ხომ არ იყო რაიმე შეცდომა დაშვებული. საბოლოო ჯამში მიღებულმა სურათმა გვიჩვენა, რომ რაც უფრო რთულია გამოწვევა, მით უფრო ეფექტურია შედეგი. მთავარი სათქმელი მოწოდებაა, კოლაბორაციისკენ და ერთობისკენ, ამას კალათბურთის სტადიონიც კარგად უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც მასზე სხვადასხვა ადამიანები იკრიბებიან და კალათბურთს თამაშობენ", - ამბობს ციცქო.
ციცქო, იგივე სანდრო ციცქიშვილი - 30 წლის, არტ დირექტორი. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა ბოლომდე არ მიუყვანია. შემდეგ მოხვდა ლონდონში, Central st.Martins College -ში, სადაც გრაფიკული დიზაინის ბნელ კუთხეებში საფუძვლიანად შეიჭყიტა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში უმუშავია ასობით სარეკლამო პროექტზე, მოუგია ბევრი პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული ჯილდო. დღეს ფიქრობს, რომ გააფართოოს ვიზუალური დისციპლინების დიაპაზონი და ამჯერად თავი ქუჩის მხატვრობაში გამოცადოს.
ქუთაისი
ქუთაისის მოედანზე ავსტრიელმა მხატვარმა მანუელ სკირლმა იმუშავა. არტისტს მოედანზე სამუშაოების შესასრულებლად 3 დღე დასჭირდა. საერთო ჯამში, ქუთაისში 220 ლიტრი საღებავი გამოიყენეს. მხატვარმა ესკიზის შესრულებისას თავისი კლასიკური სტილი გამოიყენა.

სტადიონი ქუთაისში - მხატვარი: მანუელ სკრილი
"ჩემი ინსპირაცია, რა თქმა უნდა, ესკიზი იყო. ვცდილობდი, გეგმას მივყოლოდი, თუმცა იმპულსურიც ვარ. ამინდის გათვალისწინებით ნახატის დასრულებას 3 დღე დასჭირდა. ეს შეუძლებელი იქნებოდა კარგი ორგანიზებისა და საოცარი დახმარების გარეშე. ეს ჩემთვის მოედნის ზედაპირის მოხატვის პირველი შემთხვევა იყო და უნიკალური გამოცდილება მივიღე," - განაცხადა ავსტრიელმა მხატვარმა.
მანუელ სკრილი დაიბადა ავსტრიაში, ვენაში. მუშაობდა გრავიურებზე და საბავშვო ბაღში. გრაფიტებს თინეიჯერობის ასაკიდან ხატავს.
ბათუმი
კრისტიან ჰინცმა, იგივე "კერამ", პროექტის ფარგლებში მესამე სტადიონი ქალაქ ბათუმში მოხატა. გერმანელი მხატვრის ნამუშევარი არის აბსტრაქტული და გეომეტრიული. იგი თამაშობს ფორმებით და დინამიკით, რათა მიიღოს ძლიერი და ჰარმონიული სურათი, რომლის მთლიანი დინამიკა მიმართულია კალათისკენ. "კერამ" ბათუმის მოედნის მოხატვისას 208 კვადრატულ მეტრზე 165 ლიტრი საღებავი გამოიყენა.

სტადიონი ბათუმში - მხატვარი: კრისტიან ჰინცი
"ნამუშევრის დასასრულებლად 6 დღე დამჭირდა, თუმცა პირველი დღეები წვიმიანი იყო და ხშირად მიწევდა შეჩერება. ჩემი ინსპირაცია მოთამაშეთა დინამიკა იყო. ბევრი სხვადასხვა მოთამაშე, რომლებსაც ერთიდაიგივე სურთ. იმისთვის, რომ ბურთი კალათში ჩააგდონ ისინი თამაშობენ ერთად და ამავდროულად მარტო. ამიტომ, ჩემი გამოსახული ფორმები ცდილობენ, იგივე გააკეთონ. კიდევ ერთი ინსპირაციის წყარო კი მიმდებარე შენობები და ლანდშაფტი გახლდათ, საიდანაც ფერები ავიღე, რათა ნაცნობი განცდა მქონოდა. ეს ახალი და ფანტასტიკური გამოცდილება იყო - კედლის მხატვრობისგან განსხვავებული. კალათბურთის მოედნებზე თამაშის დროს შეგიძლია, დაუკავშირდე ნამუშევრებს. ეს ახალი სასიამოვნო გრძნობაა ჩემთვის", - ამბობს კრისტიან ჰინცი.
კრისტიან ჰინცი, იგივე "კერა", 1985 წელს, ბერლინში დაიბადა. უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს ფერების, ბეჭდვის ტექნიკასა და ფასადების დიზაინზე და ფერწერაზე. მისი ნამუშევრები გეომეტრიული და აბსტრაქტულია, მაგრამ ამავე დროს სივრცული. "კერას" ნამუშევრებზე დიდ გავლენას ახდენს თავისი გრაფიკული დიზაინის კვლევები, სწორი ხაზების სტრუქტურისა და ზედაპირის გატაცება. 2012 წლიდან კრისტიანი მუშაობს როგორც თავისუფალი მხატვარი და კითხულობს ლექციებს ბერლინის ხელოვნების სკოლაში.
პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 4 სტადიონის მოხატვის გეგმაა გაწერილი. მეხუთე სტადიონის ლოკაციის წარდგენის და არჩევის შესაძლებლობა კი საზოგადოებას ექნება. მოძრაობა "ნიკოსა" და responsible.ge-ს გადაწყვეტილებით, ზაფხულში პროექტის ბოლო სტადიონი ფეისბუქ გვერდზე ხმის მიცემით გამოვლინდება.
სანდრო კვანტალიანი („ნიკოს“ დამფუძნებელი): მოედნების მოხატვის დროს სახალისო სტატისტიკას ვაწარმოებდით. სამივე მოედნის გაწმენდას 154 საათი მოვანდომეთ. დაახლოებით 11 საათი დაიხარჯა გამვლელების ხუმრობების მოსმენაში. 25 წუთი მოვანდომეთ იმის მტკიცებას ვაზისუბანში, რომ კობი ბრაიანტს არ ვხატავთ. ჯამში 11-ჯერ გაგვიწვიმდა და მოგვიწია სამუშაოების შეწყვეტა. ხატვების მიმდინარეობისას ვითამაშეთ 25 პარტია „მინუს-ხუთი“, 3 ხელი კალათბურთი და 1 ფეხბურთიც ქუთაისში, სადაც ჩვენმა მხატვარმა დუბლით დააწინაურა ჩვენი გუნდი. დაგვპატიჟეს 52 ფინჯან ყავაზე...
„ნიკოს“ სპეციფიკიდან გამომდინარე დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ."
Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს
ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მიგრაციული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მისი ნაბიჯები ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოებას აზიანებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 15:38
პოლიტიკა
სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - "როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები"
მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.
01 აგვისტო 2026, 15:27
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა
ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
01 აგვისტო 2026, 15:24
საზოგადოება
მერაბ ხოხობაია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას - სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ხოლო სტუდენტებს, ბუნებრივია, მოეთხოვებათ, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ სასწავლო პროცესში
მთლიანობაში აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, - განაცხადა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მერაბ ხოხობაიამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მოდელთან დაკავშირებით.
01 აგვისტო 2026, 15:04
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი, ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, ეს კარგი სწავლისკენ სტუდენტის წახალისებაა, ანუ ისწავლი კარგად - შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსებას
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აფასებს.
01 აგვისტო 2026, 14:57
მსოფლიო
The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამ თვის დასაწყისში გაკეთებულ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების უფლება უნდა მიეღო. ეს შეიარაღება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, იუწყება The New York Times-ი.
01 აგვისტო 2026, 14:38
პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები
საზღვაო ტრანსპოტრის სააგენტო „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს.
01 აგვისტო 2026, 14:33
პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სამსახურის დაარსების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ უწყებას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.
01 აგვისტო 2026, 14:30
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრები რეგიონებში დააანონსა, 50 ცნობილ ქალს რესტორან „ნინიას ბაღში“ ხვდება - სტუმრებს აკრძალული აქვთ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ კომენტარის გაკეთება
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრები რეგიონებში დააანონსა, პრესრელიზის მიხედვით, 50 ცნობილ ქალს რესტორან „ნინიას ბაღში“ ხვდება. შეხვედრის გასაშუქებლად მისული მედიის ნაწილს კი ადგილზე არ უშვებს. სტუმრებს აკრძალული აქვთ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ კომენტარის გაკეთება.
01 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
ნეაპოლის მახლობლად 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იტალიის ქალაქ ნეაპოლის მახლობლად, კამპი ფლეგრეის რაიონში, 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ელექტროენერგიის გათიშვა, მატარებლებისა და მეტროს მოძრაობის შეფერხება და რამდენიმე შენობის დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 14:15
სამართალი
2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის 72.86% გაიხსნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-იანი ზრდაა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკა შეაჯამა
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აჯამებს. უწყების ცნობით, რეგისტრირებული დანაშაულის 72.86% გაიხსნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-იანი ზრდაა.
01 აგვისტო 2026, 13:47
მსოფლიო
რუბიომ უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების განახლება დააანონსა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოება იხილავს გარკვეულ ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლების თვალსაზრისით.
01 აგვისტო 2026, 13:47
თავდაცვა
„ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა
როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, მათ ახალგაზრდების პროექტში ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებს როტაციის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებს „ჯარის ბანაკში“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
01 აგვისტო 2026, 13:44
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: მალე ლაკა რუბლოვნა გამოვა ინიციატივით, რომ ყველა „ქოცი“ შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნას დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს „ქოცის“ მშივრად დატოვება
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, მოწოდებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებმა „ქოცებს“ ხინკალი არ უნდა აჭამონ, სანამ მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
01 აგვისტო 2026, 13:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით არ განისაზღვრება - ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ყველა ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა, ხოლო ამ საქმეში სუს-ს განსაკუთრებული მისია აკისრია
2015 წლის 1 აგვისტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით საქართველომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. შეიქმნა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მორგებული სამსახური, რომელმაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი, მკაფიოდ განსაზღვრული ადგილი დაიკავა,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 აგვისტო 2026, 13:38
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
1 აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
01 აგვისტო 2026, 13:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 აგვისტო 2026, 13:27
პოლიტიკა
პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა
11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 აგვისტო 2026, 13:11
მსოფლიო
The Telegraph: მაროკომ შესაძლოა ესპანეთში მიგრანტების მასობრივ გადასვლას ხელი შეუწყო
დასავლური სადაზვერვო წყაროები ვარაუდობენ, რომ მაროკომ ესპანეთის ექსკლავ სეუტაში დაახლოებით 60 ათასი მიგრანტის მოულოდნელ ნაკადს ხელი შეუწყო. ინფორმაცია The Telegraph-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საინტერესოა, გოგი და ელენე ხოშტარიები ქართულ სამასპინძლო სექტორში თანხას როგორ იხდიან - გადახურდავებული რუბლებით თუ რუსული საბანკო ბარათებით?
თუ ადამიანს პოლიტიკური შეხედულების გამო ეუბნები „ხინკალს ვერ შეჭამ“, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, დამამცირებელი დამოკიდებულება ან პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციის მცდელობა, რაშიც გაწაფულია ნაცსექტა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებაზე.


