Imedi /  04 ივლისი 2021, 23:20 / სანდო წყარო

ირაკლი ქადაგიშვილი პრაიდზე: დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის აქციები უფრო ემსახურება ვითარების დაძაბვას და არა აღნიშნული ადამიანების უფლებების დაცვას. ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება კონსტიტუციით და კანონით დაცულია.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს. მეორე, რასაც ყოველთვის ვამბობდი, რომ ასეთი ტიპის აქცია, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა ძალიან დიდ ვნებათაღელვას საზოგადოებაში. ზოგადად, მაინც მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის აქციები გარკვეულწილად, უფრო ემსახურება სიტუაციის დაძაბვას და, მე თუ მკითხავთ, რეალურად არ არის დაკავშირებული არც იმ ადამიანების უფლებების დაცვასთან, ვისთვისაც თითქოს, ეს ყველაფერი ტარდება. ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით, კანონით დაცულია ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების უფლებაზე სპეციალური კანონია მიღებული. ამით მათი უფლებები დაცულია. პირადად ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრია, დემონსტრირება იმისა, რომ მე ვარ ამა თუ იმ სექსუალური მიმდინარეობის ადამიანი, რომელიც იწვევს საზოგადოებაში ასეთ ვნებათაღელვას, არ უნდა იყოს პრიორიტეტული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ხვალ, თბილისში, „თბილისი პრაიდი“ მარშს გამართავს. ამავე დღეს, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება.

„5 ივლისს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქო მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი და „არ აჰყვნენ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 20:59

საზოგადოება

თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

24 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

„პარტია, რომელიც თავმოყვარეა, არ უნდა წარმოადგენდეს იმ კოალიციას, სადაც მის ლიდერს დედას აგინებენ“ - სააკაშვილის პარტიაში შიდა დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება

მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი - ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიაში ოფიციალურად გაწევრებამდე, ნაცმოძრაობას ღიად აკრიტიკებს და თავმოყვარეობასაც უწუნებს. ჟორჟოლიანის რიტორიკას პარტიის ძველი სახეები უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ბევრი არაფერი იცის. სააკაშვილის პარტიაში მორიგი შიდა დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება.

24 ივნისი 2026, 20:29

მსოფლიო

შედგება თუ არა რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანება? - რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის გადაწყვეტილება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტს რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა აქვს. ეს შუალედური გადაწყვეტილებაა. ინიციატივა რომ აღსრულდეს, მას სენატის მხარდაჭერა სჭირდება.

24 ივნისი 2026, 20:28

პოლიტიკა

მსჯელობა გაფართოების საკითხზე საქართველოს გარეშე - მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკავშირის მიდგომა და ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროსაბჭოს რეზოლუციაც და დისკუსია გაფართოების შესახებ საქართველოს გარეშე მმართველი გუნდისთვის შანტაჟის და წნეხის მორიგი მაგალითია. ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

24 ივნისი 2026, 20:20

სამართალი

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე გახსნილია - კვალი ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მიდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფსიქოტროპული წამლებით უკანონოდ ვაჭრობა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და ამავე უწყების თანამდებობის პირის მონაწილეობით - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმე გახსნა.

24 ივნისი 2026, 20:18

სამართალი

გამამტყუნებელი განაჩენი, ფინანსური სანქცია და საპროცესო შეთანხმება - მორიგი სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. საპროცესო შეთანხმება კიდევ 12 ბრალდებულთან გაფორმდა.

24 ივნისი 2026, 20:12

საზოგადოება

„საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა” – გიორგი გვარაკიძის ანგარიში პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირველად პარლამენტში - გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კანონმდებლებთან მოხსენებით მივიდა. გვარაკიძემ გასული წელი შეაჯამა. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ ნარკოტიკულ დანაშაულზე დაიწყო.

24 ივნისი 2026, 20:10

საზოგადოება

13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი - დღეიდან მომხმარებელი სპეციალურ ფასებს ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი. დღეიდან მომხმარებელი ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა სპეციალური ფასებს. საოჯახო კალათი ყოველ კვირას განახლდება.

პეტერ მადიარი

24 ივნისი 2026, 19:50

მსოფლიო

Euronews: უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს

უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს, - წერს Euronews-ი.

24 ივნისი 2026, 19:40

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა, ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

24 ივნისი 2026, 19:17

მსოფლიო

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარტია SOS რუმინეთის პარლამენტარებმა წარადგინეს, ოთხშაბათს დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება, რომელიც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 19:14

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

24 ივნისი 2026, 18:52

მსოფლიო

EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს

ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს, - წერს გამოცემა EUobserver-ი.

24 ივნისი 2026, 18:46

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო.

24 ივნისი 2026, 18:36

პოლიტიკა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

24 ივნისი 2026, 18:34

ეკონომიკა

IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:33

რეგიონი

დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

24 ივნისი 2026, 18:29

ეკონომიკა

IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:28

პოლიტიკა

ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის

კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.

24 ივნისი 2026, 18:27

მსოფლიო

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.