imedi /  12 ივლისი 2021, 15:50 / სანდო წყარო

მეუფე შიო: ყოველ ჩვენგანშია მიუწვდომელი, თვალით უხილავი, ადამიანებისთვის ამოუცნობი სიღრმე, რომელსაც ჩვენც ვერ ვხედავთ, მხოლოდ ღმერთი განსჭვრეტს ამას

მეუფე შიო

მეუფე შიო

ყოველ ჩვენგანშია მიუწვდომელი, თვალით უხილავი, ადამიანებისთვის ამოუცნობი სიღრმე, რომელსაც ჩვენც ვერ ვხედავთ, მხოლოდ ღმერთი განსჭვრეტს ამას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) პეტრეპავლობის დღესასწაულზე იქადაგა.

მისი თქმით, ამ დღესასწაულს წინ უძღვის ხანგრძლივი მარხვა, იმის ნიშნად, რომ დღეს ჩვენ მიერ აღნიშნული მოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არის მოციქულთა ღვაწლი, სამოციქულო ღვაწლი.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ხსენება თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა.

ამ დღესასწაულს წინ უძღვის ხანგრძლივი მარხვა, როგორც იცით, იმის ნიშნად, რომ დღეს ჩვენ მიერ აღნიშნული მოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არის მოციქულთა ღვაწლი, სამოციქულო ღვაწლი.

დღევანდელ სახარებაში არის მოყვანილი ეპიზოდი პეტრე მოციქულის ცხოვრებიდან, როდესაც უფალი იესო ქრისტე ეკითხება მოციქულებს, რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მეო? მოციქულები პასუხობენ, რომ ზოგს ჰგონიხარ იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია წინასწარმეტყველი, ზოგს კი - სხვა წინასწარმეტყველი. მაშინ უფალი იკითხავს, თქვენ ვინ გგონივართო? პეტრე პასუხობს სხვების მაგივრად: ,,შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე". შემდეგ უფალი ეტყვის: ,,ნეტარი ხარ შენ, სიმონ იონას ძეო, რამეთუ ხორცთა და სისხლთა კი არ გაგიცხადეს, ანუ შენმა კაცობრივმა ბუნებამ კი არ გაგიცხადა, შენით, შენი გონიერებით კი არ მიხვდი ამას, არამედ ,,მამამან ჩემმან შენმან ზეცათამან" გამოგიცხადა შენ ეს". ე.ი. უფალი ამბობს, რომ პეტრე ნეტარი არის იმით, რომ უფალმა დაინახა მისი სულის სიღრმე, ჩაწვდა, როგორც გულთამხილავი და მხოლოდ მას აცნობა ეს ჭეშმარიტება, რომ იესო არის ღმერთის ძე, თორემ პეტრე არ იყო სრულყოფილი თავისი ადამიანური ბუნებით. ეს ჩანს სულ ცოტა ხანში იმავე დიალოგის შემდეგ. იგივე პეტრე ეურჩება იესო ქრისტეს, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა შევიდე იერუსალიმში, უნდა მომკლას სინედრიონმა და მესამე დღეს აღვდგეო. პეტრე ეტყვის, რომ ,,ნუ იქნება ეგრე, მოძღვარო!" მაცხოვარი კი პასუხობს, რომ ,,განვედ ჩემგან, სატანავ", - გახსოვთ ალბათ ეს ეპიზოდი. ანუ როგორ ეურჩება, აქ ჩანს მისი უძლურება. ამრიგად, სხვა მოციქულები შეიძლება უფრო ძლიერებიც კი იყვნენ იმ მომენტში ჯერ. შემდეგ პეტრე სამგზის უარყოფს ქრისტეს. იქაც ჩანს მისი ეს სისუსტე, მაგრამ როდესაც უფალი მკვდრეთით აღდგება და ეკითხება მას: ,,სიმონ იოანასო, გიყვარ მე შენ?" - ეს სუსტი, დაცემული პეტრე პასუხობს, რომ ,,შენ ყოველივე იცი, უფალო, რომ მე შენ მიყვარხარ" და ამიტომ აი, ეს განჭვრიტა უფალმა მასში. ამიტომ იმ აღთქმას, რომელსაც უფალი აძლევს პეტრეს, აღარ გააუქმებს. რომელია ეს აღთქმა? ის, რომელიც ამავე სახარებაშია ნათქვამი: უფალი ეუბნება პეტრეს: ,,შენ ხარ კლდე და აი, ამ კლდეზე დავაფუძნებ მე ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას!" აი, ასეთი საოცარი პიროვნებაა პეტრე მოციქული.

ასევეა პავლე მოციქულიც. პავლესაც განჭვრეტს უფალი ამ გულის სიღრმეში. პავლე ხომ სასტიკი მდევნელი იყო და როგორ უეცრად ხდება მისი მოქცევაც, ერთი სიტყვით, უფალი ეტყვის მას: ,,სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?!" ეს საკმარისი აღმოჩნდა. თქცენ გახსოვთ, თვალთ დაუბნელდა მას და აი, ამ ორი სიტყვით მოაქცია უფალმა სიციცხლისაკენ, ღმერთისაკენ და პეტრეც და პავლეც შემდგომში სიცოცხლეს სწირავენ ქრისტესთვის.

აი, ასე ნელ-ნელა აღამაღლებს უფალი თავის რჩეულებს, იქამდე, რომ დღეს იყო კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან ადგილი, როცა პავლე მოციქული თავის თავზე ამბობს, რომ მესამე ზეცამდე აღამაღლა და იქ ღმერთმა დაანახა, აზიარა მას ენით გამოუთქმელ საიდუმლოებებს, ამის ხილვის ღირსი გახადა. ესეც არ იკმარა უფალმა, დღევანდელ სახარებაში ასევეა სიტყვები პეტრესადმი, არათუ მესამე ზეცამდე აიყვანა თავისი რჩეული, არამედ დღევანდელ სახარებაში პეტრეს ეუბნება: ,,შენ მოგცემ ცათა სასუფევლის გასაღებს, რასაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაში, რასაც გახსნით დედამიწაზე, ხსნილ იქნება ზეცაში". ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უფალმა განჭვრიტა პეტრესა და პავლეში, ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანში, ასევე ყოველ ჩვენგანში არის ეს სიღრმე, მიუწვდომელი, თვალით უხილავი, ადამიანებისთვის ამოუცნობი სიღრმე, რომელსაც ჩვენც კი ვერ ვიცნობთ და ვერ ვხედავთ, მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ ვართ ჩვენ და რისთვის შეიძლება ვიყოთ განმზადებულნი, ღმერთი განსჭვრეტს ამას.

და აი, სწორედ გულისა და სულის ამ სიღრმიდან დაიწყო უფალმა იესო ქრისტემ თავისი ეკლესიის აშენება და დაარსება. ასე გამოირჩია და აღამაღლა თავისი მოწაფეები და განსჭვრიტა სიმონში ეს კლდე - პეტრე, განსჭვრიტა მდევნელ სასტიკ სავლეში პავლე, რომელსაც შემდეგ უწოდა რჩეული ჭურჭელი და სწორედ ამიტომ არის, რომ ღმერთის ნამდვილი მსახურნი, ნამდვილი მონანი უფლისანი ყოველთვის მტკიცედ დგანან სულიერებაში, სარწმუნოებაში. რატომ? იმიტომ, რომ მართალია, ისინი აღამაღლა უფალმა ერისაგან თვისისა, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი, მაგრამ აი, ამ ამაღლებულებს აქვთ გულის შემუსვრილება და ყოველთვის ახსოვთ ის სიმდაბლე და დაცემულობა, საიდანაც აღამაღლა ისინი ღმერთმა. ამიტომაც მტკიცედ დგანან.

იოანეს გამიცხადებაშია ასეთი სიტყვები, რომ: ,,გახსოვდეს, საიდან დაეცი!" - ასე ეუბნება დამდაბლებულებს. ასევე ამაღლებულებსა და გამორჩეულებსაც უნდა ახსოვდეთ, საიდან ამაღლდნენ, რომელი სიმდაბლიდან და ცოდვიდან ამაღლდნენ. სხვათა შორის, ეს მუდმივად ახსოვდა პავლეს, იგი ყოველთვის ამბობდა, რომ მე არ ვარ ღირსი, მერქვას მოციქული, იმიტომ რომ მე ვიყავი ეკლესიის მდევნელი, ხოლო პეტრე მოციქული მთელი თავისი ცხოვრების განმავლოვაში, სიკვდილამდე, ტიროდა, როდესაც მამლის ყივილი ესმოდა. მას ეს ახსოვდა.

ასე რომ, როგორც ამბობს პავლე მოციქული, როგორც დაცემულს უნდა ახსოვდეს, საიდან დაეცა, რა სიმაღლიდან და ამაღლებულს და აღმატებულს უნდა ახსოვდეს, საიდან აღამაღლა იგი უფალმა იმისთვის, რომ ისევ პავლე მოციქულის სიტყვებით, ,, ვერცა სიღრმემ, ვერცა სიმაღლემ, ვერცა სხვა რაიმემ ვერ განმაშორებს მე ღმერთის სიყვარულს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში", რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივულოცოთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს იმიტომ, რომ როგორც პეტრესა და პავლეში განჭვრიტა უფალმა მომავალი დიდი მოღვაწეები და მოციქულთა თავნი, ასევე განჭვრიტა ჩვენს უწმინდესში უფალმა თავის დროზე ის ადამიანი, რომელსაც უნდა აღეშენებინა, გაეძლიერებინა და აეყვავებინა ჩვენი ეკლესია ამ ურთულესი დევნისა და დევნის შემდგომ პერიოდებშიც. ამ ნაყოფს ჩვენ ვხედავთ დღეს, მისი ღვაწლის ამ საოცარ ნაყოფს და მადლობას ვუხდით მას. ის არის ჭეშმარიტად დიდი სამოციქულო ღვაწლის გამგრძელებელი და მაგალითი ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, ძლიერება და მისი წინამძღოლობით მრავალი სიხარული ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და დაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

თეა ბარბაქაძე ნინო თანდილაშვილი

28 მაისი 2026, 10:44

საზოგადოება

სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

28 მაისი 2026, 10:31

კულტურა

EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲

ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

28 მაისი 2026, 09:51

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

28 მაისი 2026, 09:48

საზოგადოება

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 მაისი 2026, 09:42

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი

შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

28 მაისი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.

არჩილ გორდულაძე

28 მაისი 2026, 09:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.

28 მაისი 2026, 09:22

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

28 მაისი 2026, 09:08

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.

28 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში

28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ნანა კაკაბაძე

28 მაისი 2026, 08:38

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად

საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

28 მაისი 2026, 08:19

საზოგადოება

სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა

ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.

28 მაისი 2026, 08:16

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.

შიო მესამე

28 მაისი 2026, 08:08

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს

მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.

28 მაისი 2026, 08:05

პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.

28 მაისი 2026, 08:03

პოლიტიკა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.

28 მაისი 2026, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან

გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.

28 მაისი 2026, 08:00

სამართალი

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 03:18

მსოფლიო

ტრამპი: მალე აშშ და სომხეთი საფუძველს ჩაუყრიან „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.