შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდალს შეხვდა
ფოტო: შს სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.
ვიზიტის მიზანია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.
შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
ყველა სიახლე
02 მაისი 2026, 17:20
სამართალი
საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გამოკითხეს
ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გამოკითხეს.
02 მაისი 2026, 17:14
ეკონომიკა
„დეილი გრუპი“: ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას
„საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას“.
02 მაისი 2026, 17:12
მსოფლიო
ტრამპი ნატოს: თქვენ გათავისუფლებული ხართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დროს დაკავებული პოზიციის გამო ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
02 მაისი 2026, 17:11
ეკონომიკა
„გუდვილი“: ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს
ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს, - წერს სოციალურ ქსელში „გუდვილი“.
02 მაისი 2026, 16:57
მსოფლიო
ტრამპი ირანული გემების დაკავებაზე: დავაკავეთ გემი, დავაკავეთ ტვირთი, ნავთობი, ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია - ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც მეკობრეები
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები ირანული პორტების ბლოკადის დროს ისლამური რესპუბლიკის კუთვნილი გემების დაკავებისას „მეკობრეებივით“ იქცეოდნენ.
02 მაისი 2026, 16:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.
02 მაისი 2026, 16:38
მსოფლიო
დონალდ ტუსკი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ: ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის უდიდეს საფრთხეს არა გარე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის დაშლა წარმოადგენს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ აკრიტიკებს.
02 მაისი 2026, 16:36
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება
„კრებასთან დაკავშირებით ძირითადი სამზადისი ხდება აქ, საპატრიარქოში, ამიტომ ვადევნებთ თვალს. ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, ტექნიკური ნაწილია ძალიან დაწვრილებით გასავლელი, რომ ყველაფერი იყოს წინასწარ განსაზღვრული. რაც შეეხება თარიღს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება“.
02 მაისი 2026, 16:27
საზოგადოება
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ახმეტელის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
02 მაისი 2026, 16:19
მსოფლიო
ნატოს პრესსპიკერი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ: აღნიშნული ქმედება ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ თავად გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში
ნატოს პრესსპიკერი, ელისონ ჰართი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გერმანიაში განლაგებული 5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ქმედება ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ თავად უნდა გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში და საერთო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
02 მაისი 2026, 16:09
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ზუგდიდში შეხვდა
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.
02 მაისი 2026, 16:05
რეგიონი
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
„მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით“.
02 მაისი 2026, 15:23
ეკონომიკა
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები
„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, - ნათქვამია „რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
02 მაისი 2026, 15:20
კულტურა
ჯაზფესტივალის მეორე საფესტივალო დღე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მარკ რიბოს კვარტეტს დაეთმო
მეორე საფესტივალო დღეს მარჯანიშვილის თეატრის სცენა მარკ რიბოს კვარტეტს დაეთმო. ექსპერიმენტული ჯაზითა და ავანგარდული მუსიკით ცნობილი ნიუ-იორკელი გიტარისტის კვარტეტი, მსმენელის წინაშე სხვადასხვა სტილის სინთეზით საათნახევრის განმავლობაში წარდგა.
02 მაისი 2026, 15:18
სპორტი
საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ალაფისთვის ემზადება, პირველი მოსამზადებელი ტურნირი მონაკოში გამართა და სამი თამაშიდან ერთი გამარჯვებით დაასრულა
გიორგი მაისურაძის გუნდმა ბოლო შეხვედრაში იტალიის ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულ: პრეტორიასთან“ 22-12 მოიგო. ამ შეხვედრაში ლელოები მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა, ლიკა ხუფენიამ და ანა ხაბულიანმა მიითვალეს.
02 მაისი 2026, 15:15
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ტრადიციული ფესტივალებისა და ღონისძიებების სეზონი გაიხსნა
დღის განმავლობაში პარკში არაერთი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
02 მაისი 2026, 15:00
რეგიონი
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - „იუნივერსითი“ გაიხსნა
პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მერიის თანამშრომლობით შემუშავდა. ის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო მიმართულებებს აერთიანებს.
02 მაისი 2026, 14:59
რეგიონი
ქუთაისში „გვირილობა“ გრძელდება
ცენტრალურ ბულვარში, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს სახალხო დღესასწაულზე, გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და დააჯილდოებენ საპატიო ქუთაისელებს.
02 მაისი 2026, 14:56
მსოფლიო
ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 14:44
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას
არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ დოროთე ყურაშვილის განცხადების კომენტირებისას.


