imedi.ge /  27 ივლისი 2021, 16:07 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემის მოწყობაზე ისაუბრეს. განიხილეს სხვა ქვეყნების გამოცდილება, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ვინაიდან, დღეს არსებული სოციალური სისტემა ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს სათანადო მხარდაჭერას, მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება.

სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.

სოციალური კოდექსი გააუმჯობესებს დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემას, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, მოწყობის, ორგანიზებისა და რეგულირების მექანიზმებს, გაზრდის მედიკამენტების ხარისხსა და მათზე ხელმისაწვდომობას, შექმნის სავალდებულო სამედიცინო, სოციალურ, უმუშევრობის, უბედური შემთხვევებისა და დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევას.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალური კოდექსი გახდება იმის გარანტი, რომ ყველა მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, შენარჩუნდება ფინანსური მდგრადობა და გაუმჯობესდება ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობა.

სოციალური კოდექსის შემუშავება პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით თანმიმდევრულად განხორციელდება.

„სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

22 სექტემბერი 2021, 13:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მელიაზე: დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას

ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, რაც თქვა, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება, ადამიანი, რომლის პარტიამ არა თუ ძალადობა, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას, საქართველოს უახლესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვება.

მეწყერი

22 სექტემბერი 2021, 13:33

რეგიონი

ხელვაჩაურის რაიონში მეწყრის შედეგად 37 წლის ქალი დაშავდა

სოფელ ფერიაში ერთი ადამიანი დაშავდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად იგი სახლის ნანგრევებში მოყვა. დაშავებული ფეხის მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. 37 წლის ქალს ქირურგიული ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. ამავე სოფელში მეწყერმა ასევე ანთაძეების სახლი წაიღო. ოჯახი სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა. ანთაძეები დილით ხმაურმა გააღვიძა, რის შემდეგაც მათ სახლის უვნებლად დატოვება შეძლეს.

22 სექტემბერი 2021, 13:32

მსოფლიო

კიევთან ვოლოდიმირ ზელენსკის პირველ თანაშემწეს ესროლეს

კიევის მახლობლად უცნობმა პირებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იენს შპანი

22 სექტემბერი 2021, 13:28

COVID19

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ქვეყანა პანდემიას გადალახავს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი მიიჩნევს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გერმანიის მოსახლეობა კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევას შეძლებს და ქვეყანა ეპიდემიიდან გამოვა.

22 სექტემბერი 2021, 13:23

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილობის კლების ტენდენცია დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილობის კლება დაფიქსირდა. ამის შესახებ Deutsche Welle ჯანმო-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 13:16

პოლიტიკა

კახა კალაძე მელიას მიერ დებატების დატოვებაზე: გაიქცა, როგორც მას სჩვევია

„ეს არის ის „ნათელი სახე“ იმ პოლიტიკური პარტიის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და წარმოადგენს იმ დესტრუქციულ ძალას, რომელიც ყოველთვის მოტივირებულია იმისთვის, რომ გარკვეული არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. არ გამიხარდება თუნდაც ის, რომ არჩევნებზე, როდესაც ის დამარცხდება, გაიქცეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცეს, მე მისი მერიც ვიქნები. ყველა იმ ადამიანის მერი ვიქნები, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს და პირობას ვაძლევ მათ, რომ ისინი იამაყებენ იმ განხორციელებული პროექტებით, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთებთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 13:15

პოლიტიკა

კახა კალაძე დმანისის ინციდენტზე: ყველა ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება

„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს იყო ძალიან მძიმე ინციდენტი. ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები, მათ შორის ფსიქოლოგიურს. მათ შორის იმ ძალადობას, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ახორციელებენ კონკრეტულ ადამიანების მიმართ. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება“, - აღნიშნა კალაძემ.

22 სექტემბერი 2021, 13:12

ტაბლოიდი

კანიე უესტმა კიმ კარდაშიანის მახლობლად 57,3 მილიონ დოლარად სახლი იყიდა. ფოტო

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა კალიფორნიის ქალაქ მალიბუში 57,3 მილიონ დოლარად სახლი იყიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

22 სექტემბერი 2021, 12:57

რეგიონი

გუდაურის წყალმომარაგება - წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

„პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება წყალარინების მოძველებული სისტემა. შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს“.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2021, 12:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნარკოტესტთან დაკავშირებით კითხვები გიორგი გახარიამ თავისივე ქცევით გააჩინა

ყველა საჯარო მოხელე გადის ამ ინიციატივას, მათ შორის მეც. როგორც პარლამენტის წევრმა გავიარე ნარკოტესტი და ამაში უცნაური არაფერია. მასაც ექნება ეს პროცედურა გავლილი სხვა დროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კარლ ჰარცელი

22 სექტემბერი 2021, 12:51

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენ წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული

„უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია, რომ ჩვენ ამ საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს. საბოლოოდ ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენ წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული. ამ მიზნით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში, სადაც მას განუცხადეს ევროკავშირის პოზიციისა და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ“, - განაცხადა ჰარცელმა.

ირაკლი ხმალაძე

22 სექტემბერი 2021, 12:45

საზოგადოება

დედაქალაქს თბილისის ზღვაზე ახალი თანამედროვე უბანი შეემატება

ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს პროექტები წარმოადგენს თბილისის ურბანული განვითარებისთვის ახალ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. როგორც ვიცე-მერმა განმარტა, ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამას მუნიციპალიტეტი სამშენებლო დეველოპერებთან ერთად განახორციელებს და ამისთვის მათთან გამარტივებულ ბიუროკრატიულ რეჟიმში ითანამშრომლებს.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2021, 12:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დმანისის ინციდენტზე: ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება მიზანმიმართულად მიმდინარეობს

მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლას. სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 12:27

საზოგადოება

კახა კალაძე: საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები, ეს არის კონკრეტული პროექტები

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები. ეს არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული ხედვა და რაც მთავარია, ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, ვინც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. ამის თქმით უფლებას მაძლევს განვლილი ოთხი წელი და ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. თუმცა, ცხადია, არსებობს გამოწვევები. ღირსეულად რომ ვუპასუხოთ მათ. სწორედ ამიტომ, ის პროექტები უნდა განვახორციელოთ, რაზეც ვსაუბრობთ ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დმიტრო კულება

22 სექტემბერი 2021, 12:26

მსოფლიო

დმიტრო კულება: შესაქებია, რომ აშშ-ს ახალი ცივი ომი არ სურს, თუმცა ისეთი სახელმწიფოები არსებობენ, მათ შორის რუსეთი, რომლებიც ომს ეძებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი ცივი ომი არ სურს.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

როგორ ავრცელებს ოპოზიციური სოცმედია ზიზღის ენის გამოყენებით დეზინფორმაციას - „ქართული ოცნების“ ანგარიში

„ქართული ოცნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს. მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტური რესურსები. ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

22 სექტემბერი 2021, 12:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან

აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით. მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

დავით ზალკალიანი
დევიდ ჯონ ფრანცი

22 სექტემბერი 2021, 12:12

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სხვდასხვა სფეროში გაღრმავების პერსპექტივებზე.

ეკატერინე ტიკარაძე

22 სექტემბერი 2021, 12:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს

„არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, - განაცხადა მინისტრმა.

22 სექტემბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში.