მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება
ილია მეორე და მეუფე შიო
ფოტოები: საპატრიარქო / Imedi.ge
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, სამონაზვნო დასი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიაობა მიულოცა და სიტყვით მიმართა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება“, - აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.
მეუფე შიომ ხაზი გაუსვა, რომ ილია მეორეს ურთულეს დროს მოუწია საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტვირთის საკუთარ თავზე აღება.
„იმ სათნოებათა წყალობით, რომლებიც თქვენ უხვად გაქვთ, არაერთხელ გადაგირჩენიათ მძიმე განსაცდელის ჟამს ჩვენი ქვეყანა და მრავალი ჩვენგანი. საყოველთაოდ ცნობილია, პატრიარქობის თუ რა მძიმე ჯვარი გარგუნათ უფალმა. ამ ჯვარს თქვენ უკვე 44 წელია მოწამეობრივი მსახურებით, უფლისადმი მორჩილებითა და თქვენი სამწყსოსადმი დიდი სიყვარულით ატარებთ. კერპთა დამამხობელისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი ილია თეზბიტელის მსგავსად, თქვენი ლოცვითა და ბრძნული მამამთავრობით მრავალი სულიერი კერპი და ცრუ იდეოლოგია დაემხო, რომელიც ადამიანსა და ღმერთს ერთმანეთს აშორებდა“, - აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.
მისივე თქმით, უმძიმესი იყო მემკვიდრეობა, რომელიც მას დახვდა საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის პირობებში.
„სწორედ თქვენი დიდი ძალისხმევით დაიწყო საეკლესიო ცხოვრების აღორძინების, ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნებისა და სულიერი აღმავლობის პროცესი. მიუხედავად იმჟამინდელი ათეისტური ხელისუფლების წინააღმდეგობისა, თქვენი მზრუნველობის და დიდი ძალისხმევის შედეგად, გამრავლდა და აღორძინდა ეპარქიები, იკურთხა ახალი მღვდელმთავრები, გაიხსნა ეკლესია-მონასტრები, აშენდა საკათედრო ტაძრები, საეპარქიო სახლები. თქვენი დიდი ღვაწლის შედეგად, შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, წმინდანად შეირაცხა მრავალი საეკლესიო მოღვაწე, სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა და მრავალი სხვა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, განსაკუთრებულია ილია მეორის ღვაწლი საგანმანათლებლო და მისიონერულ სფეროებში.
„საბჭოთა ათეისტურ ხანაში, რომ არა თქვენი შორსმჭვრეტელური მიზნები და საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ეკლესიასთან დაახლოების დიდი ძალისხმევა, დღეს არ გვექნებოდა ასეთი მაღალი დონის საგანმანათლებლო კერები. თქვენ ბრძანებთ: „ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს. განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე – სულიერს?! ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია, იგი ადამიანის ინტელექტის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა“. დღეისთვის, თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ გვაქვს 4 უნივერსიტეტი, 8 სასულიერო სემინარია, 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 12 გიმნაზია, 8 პანსიონი, 3 სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა,13 საგანმანათლებლო კვლევითი და ახალგაზრდული ცენტრი. წლების განმავლობაში გამოიცა არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი, ჟურნალ-გაზეთი, თეოლოგიური, ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის კვლევა, თუ თარგმანი. ვრცლად შეიძლება საუბარი თქვენს მამობრივ მზრუნველობაზე სხვადასხვა სფეროს მიმართ, მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ქართული გალობის აღორძინებაზე, საგამომცემლო საქმეზე, სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებზე, შვილგარდაცვლილ დედებსა თუ სოციალურ მსახურებაზე, გაჭირვებულთა, უსახლკაროთა და უპატრონო ბავშვთა დახმარებაზე, ახალგაზრდებსა და დემოგრაფიულ საკითხებზე“, - განაცხადა მეორე შიომ.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ 25 ივლისს, რიგით 64-ე ნათლობაზე, ილია მეორის ნათლულებს კიდევ 1600 ბავშვი შეემატა და მთლიანობაში უკვე 43 000 გახდა.
„ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი მიღწევებისა, რომელთა შესახებ ორმოცდაოთხი წლის წინ ფიქრიც კი შეუძლებელი იყო. თქვენი მუდმივი საზრუნავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის ძალისხმევა, რომელსაც თქვენ მიმართავთ დროებით დაკარგული და დაპყრობილი ტერიტორიების დასაბნრუნებლად, გვწამს, საბოლოოდ, დიდი სიხარულით დაგვირგვინდება. თქვენი აღსაყდრებიდან დაწყებული ჩვენი სამშობლო და ეკლესია არაერთი დიდი გამოწვევის წინაშე მდგარა, მაგრამ თქვენმა სიბრძნემ და მამობრივი ზრუნვით გამსჭვალულმა სიყვარულმა დაგვაძლევინა ეს სირთულეები. თქვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება. თანამედროვე ეპოქამ ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე ახალი პრობლემები და გამოწვევები მოიტანა. დღეს, როდესაც ვხედავთ დიდ ზეწოლასა და მცდელობას, რომ ახალი სახის კერპთმსახურება დაინერგოს, როდესაც ძლიერნი ამა სოფლისანი თავისუფლების იდეის სარჩულით ხორციელ ცოდვებს, ცილისწამებას, სიწმინდის შეურაცხყოფას და ა.შ. ნორმალურ მოვლენებად აცხადებენ, როდესაც ანტიეკლესიური ძალების მიერ ხდება მართლმადიდებლური და ეროვნული სულისკვეთების დევნა, გაყალბება და ცრუ სწავლებებით ჩანაცვლება, გვახსენდება თქვენი სიტყვები: „ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ... ორი ძალა – სულიერი და ეროვნული – გადაარჩენს ქართველ ერს, ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც...“ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ვუერთდებით რა მილიონობით ადამიანის მილოცვას, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მოგილოცოთ თქვენი ანგელოზის დღე. მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი ზრუნვისათვის. თქვენი განვლილი ცხოვრების გზა დიდი სულიერი შთაგონების წყაროა ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისა და მრევლისათვის. გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საცხოვნებელად თქვენდამი მინდობილი სამწყსოსი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.
31 აგვისტო 2026, 21:50
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.
31 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
31 აგვისტო 2026, 21:00
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.
31 აგვისტო 2026, 20:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე
ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
31 აგვისტო 2026, 20:50
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ
ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არიან და ვინ გვესუაბრება დღეს დომოკრატიის და ევროპული ღირებულებების საფარ ქვეშ და ვინ არის ის დაფინანსებული აგენტურა, რომელიც ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დარბოდნენ.
31 აგვისტო 2026, 20:30
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
31 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რევოლუციებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი, გარედან მიღებული დირექტივების და მითითებების ფონზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეტალურად აღწერს ბოლო რამდენიმე წლის ვითარებას.
31 აგვისტო 2026, 20:05
საზოგადოება
1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
1 800-მდე აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.
31 აგვისტო 2026, 19:57
მსოფლიო
The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში
რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ აშვილში მიმდინარე G20-ის მინისტერიალს ესწრება, - წერს გამოცემა The New York Times-ი.


