imedi /  05 აგვისტო 2021, 16:39 / სანდო წყარო

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრე შეიცვალა

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრის ცვლილებაა. როგორც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ოჯახმა „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზის“ კონტროლირებად კომპანიას.

„გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ოჯახმა ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზ“-ის (Hunnewell Partners) კონტროლირებად კომპანიას. ტრანზაქცია დასრულდა 2021 წლის აგვისტოში, რასაც წინ უძღოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან თანხმობის მიღება. გარიგების პირობებით, მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის“ (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ს (Media Finance Group B.V.), რომელიც შედის „ჰანიველ პარტნერზის“ კომპანიათა ჯგუფში.

ჩვენი ოჯახისათვის განვლილი რამოდენიმე წლის განმავლობაში „იმედის“ ფლობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. 2008 წელს ბადრის ტრაგიკული გარდაცვალებისა და ტელეკომპანიის უკანონო ჩამორთმევის შემდგომ, იძულებული გავხდით მრავალწლიან სასამართლო დავებში ჩავრთულიყავით, ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად. „იმედის“ დაბრუნებიდან თითქმის 10 წლის განმავლობაში პატივი გვერგო, გვემუშავა ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ დარგის საუკეთესო პროფესიონალებთან, და ძალისხმევა არ დავაკელით რათა საზოგადოებისათვის შეგვეთავაზებინა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მაუწყებლობა. ტელეკომპანია თანდათანობით ძლიერდებოდა და იმსახურებდა მაყურებლის ნდობას. ჩვენი ოჯახი ამაყობს, რომ იმედის ობიექტურმა სამაუწყებლო პოლიტიკამ ფართო აღიარება ჰპოვა ქართულ აუდიტორიაში. ჩვენთვის ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბადრისთვის იყო თავის დროზე.

მაგრამ, რადგან ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვცხოვრობთ, არხის მართვაში გვეხმარებოდა „ჰანიველ პარტნერზის“ ხელმძღვანელი, ირაკლი რუხაძე, რომელიც ადრე პირადად ბადრისთან და ხოლო მოგვიანებით ჩვენს ოჯახთანაც თანამშრომლობდა. „ჰანიველ პარტნერზი“ იზიარებს ჩვენს რწმენას, რომ „იმედი“ უნდა იყოს ობიექტური მაუწყებელი, რომელიც არსებით წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში და მან აიღო ვალდებულება შეინარჩუნოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტები.

გვჯერა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სწორი როგორც იმედის მაყურებლისთვის, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ოჯახისთვის“, - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

18 სექტემბერი 2026, 19:22

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძველი არსებობს, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყანაშია და შესაძლოა, უცხო ძალებმა ის საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ

„ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანად თუ ინდივიდუალური სახით, არის ისტორიის ის ბნელი ფურცელი, რომელიც უნდა გადაიშალოს და დავიწყებას მიეცეს. ამავდროულად, იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ხელისუფალი და როგორი ხელისუფლება არ უნდა აირჩიოს ხალხმა“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბრისას.

ემანუელ მაკრონი

18 სექტემბერი 2026, 19:14

მსოფლიო

მაკრონი: რუსეთის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის პროცესის ჩაშლაა, თუმცა შედეგი საპირისპირო იქნება - ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, რადგან ვიცით, რომ უკრაინაში წყდება ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოების ბედი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპაში რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე შექმნილი ვითარება „სერიოზულია“ და მოითხოვს განსაკუთრებულ „სიფხიზლეს“.

ზურაბ პატარაძე

18 სექტემბერი 2026, 19:09

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა

მათივე განცხადებით, ახალი №21 საჯარო სკოლა გახსნა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მიულოცეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 19:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 18:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის, იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ

ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის, იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით - „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“ განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

18 სექტემბერი 2026, 18:50

მსოფლიო

რუსული საფრთხის გაძლიერების ფონზე მაკრონმა მთავრობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმის შემუშავება დაავალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარასკევს გამოაცხადა, რომ მთავრობას „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმის“ შემუშავება დაავალა.

ეკა სეფაშვილი

18 სექტემბერი 2026, 18:48

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ბახმაროს სემინარზე: ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის - ჩვენ ვიხილავთ რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას

ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შეფასებისას.

ზურაბ ქადაგიძე

18 სექტემბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ

ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებულობას ემსახურება და თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ. მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.

ალუდა ღუდუშაური

18 სექტემბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

18 სექტემბერი 2026, 18:22

მსოფლიო

Euronews: ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების უმეტესობას კვლავ სურს უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა, თუმცა ამის მიღწევადობაში ეჭვი ეპარება - გამოკითხულთა დაახლოებით 68% განახლების ნაცვლად რეგრესის ნიშნებს ხედავს

ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების უმეტესობას კვლავ სურს უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა, თუმცა ამის მიღწევადობაში ეჭვი ეპარება - გამოკითხულთა დაახლოებით 68% განახლების ნაცვლად რეგრესის ნიშნებს ხედავს, - წერს Euronews-ი.

ალუდა ღუდუშაური

18 სექტემბერი 2026, 18:10

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, გააძლიეროს, გააფართოოს და ა.შ. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ - პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო და როგორ ახერხებ ამის დაცვას, პრევენციას და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ამის საპასუხოდ

მისი თქმით, გარე ჩარევების მაქსიმალური შეზღუდვისთვის, როგორც აშშ, ასევე, ევროპის წამყვანი ქვეყნები ამ მიმართულებით კანონებს ამკაცრებენ.

შალვა პერანიძე

18 სექტემბერი 2026, 18:09

საზოგადოება

შალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს

მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა პერანიძემ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაური

18 სექტემბერი 2026, 18:06

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფოსთან და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული. თუ ეს არ იყო გრანტი, მაშინ რა იყო?!

თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 18:05

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მიღწევის მოლოდინსა და რთველის შედარებით გვიან დაწყების მიზეზებზე ისაუბრა.

18 სექტემბერი 2026, 18:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გარე ძალებისთვის საქართველო ისევ აქტუალურია, არაფერი შეცვლილა გლობალური ინტერესის თვალსაზრისით, მათ საქართველოში არეულობა ისევ და ისევ აწყობთ

„ევროპის ინტერესში შედის, რომ საქართველოზე იყოს შუა დერეფანი, თუმცა ევროპის შიგნით ჩვენ ვხედავთ ასევე გარკვეულ დაჯგუფებას, რომელთაც ეს შუა დერეფანი ნაკლებად აღელვებს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან ორმაგი მიდგომა უკვე ვნახეთ. ერთი მხრივ აკეთებენ რაღაც შეხვედრებს, სადაც საქართველოს არ ეპატიჟებიან, რომელიც დაკავშირუბლობას ეხება, მეორე მხრივ იმ პროექტს, რომელიც საქართველოს ინიციატივით ხორციელდება {შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი} განსაკუთრებულ სტატუს ანიჭებენ, საუბრობენ საქართველოში გადატრიალების აუცილებლობაზე, ღიად თუ ფარულად აფინანსებენ საქართველოში გადატრიალებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის შიგნითაც ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

მარიამ ქვრივიშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:56

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს

მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:52

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.

მეთიუ უიტაკერი

18 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

აშშ-ის ელჩი ნატოში ჩეხეთს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს

ჩეხეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რათა ნატოს მიერ განსაზღვრულ მიზნებს მიაღწიოს, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა.

18 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.

ნიკოლას სტინბერგენი

18 სექტემბერი 2026, 17:42

ეკონომიკა

J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით

მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად, - განაცხადა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.