07 აგვისტო 2021, 08:49 / სანდო წყარო

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ გენო პეტრიაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლისა და ქართველი ხალხის გულის მოგებას

გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გენო პეტრიაშვილს ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.

„ვულოცავთ გენო პეტრიაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლისა და ქართველი ხალხის გულის მოგებას. პეტრიაშვილი საოცარი წარმატებების მქონე მოჭიდავეა, ამასთანავე, უყვარდე მთელ ერს, მხოლოდ რჩეულების ხვედრია“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ქართველი მოჭიდავე გადამწყვეტ თამაშში ამერიკელ გეიბლ დენ სტივსონთან დამარცხდა.

ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 15:52

მსოფლიო

ევროკავშირში თავშესაფრის ევროპული სააგენტო შეიქმნება

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას თავშესაფრის ევროპული სააგენტოს შექმნის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

09 დეკემბერი 2021, 15:37

ტაბლოიდი

საუდის არაბეთში 40 აქლემი ბოტოქსის გამოყენების გამო სილამაზის კონკურსიდან მოხსნეს 🐪

საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, მეფე აბდულაზიზის სახელობის კონკურსიდან 40 აქლემია დისკვალიფიცირებული. მათ ბოტოქსის გამოყენებასა და რეგლამენტის სხვა დარღვევებში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Al Jazeera იტყობინება.

მაია ბითაძე

09 დეკემბერი 2021, 15:37

პოლიტიკა

მაია ბითაძე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში გამართულ ვებინარს ონლაინ ფორმატში დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ონლაინ ფორმატში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში გამართულ ვებინარს „პარლამენტის როლის გაძლიერება საგანგებო სიტუაციების დროს: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“დაესწრო.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 15:36

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია და ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ, პირველ რიგში, პატიება უნდა ითხოვოს. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის წინაშე კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი.

09 დეკემბერი 2021, 15:34

რეგიონი

ქვორუმის არარსებობის გამო, ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე და მოადგილეები ვერ აირჩიეს, სხდომა ერთი კვირით გადაიდო

ქვორუმის არარსებობის გამო, ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო. შესაბამისად, ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები. დღევანდელ სხდომაზე, თავმჯდომარეობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ჯუმბერ იზორია დაასახელა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელომ“ კი - ერთობლივი კანდიდატი გახარიას პარტიიდან, შოთა წურწუმია.

ლევან იოსელიანი

09 დეკემბერი 2021, 15:29

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: რაც დრო გადის, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას აზრი ეკარგება, რომც დაინიშნოს, პარლამენტი ორწლიანი იქნება

შერიგებას წინ უნდა უძღვოდეს გარკვეული წინაპირობები, რომელიც მხარეებს ნაბიჯებს გადაადევინებს, რასაც ვერ ვხედავ - შერიგებას პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

09 დეკემბერი 2021, 15:18

მსოფლიო

საფრანგეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს არ გამოუცხადებს

საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს არ გამოუცხადებს.

ბორის და კერი ჯონსონები

09 დეკემბერი 2021, 15:14

ტაბლოიდი

ბორის და კერი ჯონსონები მეორე შვილის მშობლები გახდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე მეორე შვილის - გოგოს მშობლები გახდნენ. კერი ჯონსონმა ლონდონში მდებარე საავადმყოფოში იმშობიარა. მეორე ბავშვზე ორსულობის შესახებ მათ ინფორმაცია ზაფხულში გაავრცელეს.

09 დეკემბერი 2021, 15:06

საზოგადოება

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობის 1 წელი შეაჯამა

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობის 1 წელი შეაჯამა. ანგარიში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა წარადგინა. თამარ მელიქიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ახლად შექმნილი სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობასა და ეფექტიან მუშაობაზე გაამახვილა. სააგენტოს დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრამებიც გააცნო.

09 დეკემბერი 2021, 14:59

რეგიონი

აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოსაჩენად საიმიჯო ფოტობაზის განახლება მიმდინარეობს

რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საიმიჯო ფოტობაზას აახლებს. ფოტოგადაღებებში ორი ცნობილი ფოტოგრაფია ჩართული, რაც ერთის მხრივ აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების წარმოჩენას, მეორეს მხრივ კი აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციას ემსახურება.

ნათია თურნავა

09 დეკემბერი 2021, 14:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს და გვაქვს ბიზნესთან უკუკავშირი

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს. ბიზნესთან უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ მოქალაქეებს განსაკუთრებით არაევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დროულად ვერ რეგისტრირდებიან ჩვენს პლატფორმაზე, ტურისტულ ობიექტებში სტუმრობისას სირთულე ექმნებათ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

09 დეკემბერი 2021, 14:33

რეგიონი

დიდთოვლობის გამო, ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის გამო, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

09 დეკემბერი 2021, 14:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: როგორც ჩანს, ურჩიეს ან თავად მიხვდა, რომ სასამართლოში მისი „ისტორიული გამოსვლები“ პროკურატურას მტკიცებულებების გამყარებაში ეხმარებოდა და საზოგადოებაში ყველა კითხვას აქარწყლებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

09 დეკემბერი 2021, 14:25

რეგიონი

ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. ქართული ოცნების კანდიდატს ჯუმბერ იზორიას 13 ხმა აქვს, გიორგი გახარიას პარტიიდან წარდგენილმა შოთა წურწუმიამ კი 12 ხმა მიიღო. მისთვის საკმარისი ნაციონალური მოძრაობის ხმები არ აღმოჩნდა. ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

09 დეკემბერი 2021, 14:21

მსოფლიო

Associated Press: სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მომდევნო ათწლეულში დამტკიცდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მომდევნო ათწლეულში დამტკიცდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

09 დეკემბერი 2021, 14:18

ეკონომიკა

ალან რასმუსენი: დღეს ძალიან გვჭირდება ციფრული ტრანსფორმაცია, ამ პროცესში MVNO განვითარება მნიშვნელოვანია

ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმზე, პანელზე - „ვირტუალური მობილური ოპერატორების დაბრკოლებები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ ევროკომისიის დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალან რასმუსენმა ქართული სატელეკომუნიკაციოს სფეროს წარმომადგენლებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა. ალან რასმუსენი ამავდროულად ტექნოლოგიური მედია და საკომუნიკაციო მომსახურებების საკონსულტაციო კომპანია YOZZO- ს დირექტორია, რომელიც MVNO ბაზრის და ეკოსისტემის განვითარებაზე ფოკუსირდება და მჭიდროდ თანამშრომლობს ტელეკომ სექტორთან.

09 დეკემბერი 2021, 14:13

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

თეა ახვლედიანი

09 დეკემბერი 2021, 14:06

საზოგადოება

შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხი მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხი მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალება.

ნათია თურნავა

09 დეკემბერი 2021, 14:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 3.2%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

09 დეკემბერი 2021, 14:00

კულტურა

თეა წულუკიანი რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსთავს ეწვია და სამუშაო შეხვედრა გამართა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ხელმძღვანელობასა და დასთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ვიცე-მერი კახა გურული და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი.