„იმედის“ ჟურნალისტის ექსპერიმენტი - გახარიას მიერ დასახელებულ ვენის კლინიკაში ნარკოლოგიურ შემოწმებას საერთოდ არ აკეთებენ

ფოტო: IMEDI
იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ვენაში ჩავიდა და შეეცადა გაერკვია, ჩაიტარა თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტი, რომლის შედეგები მან სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას ისიც კი არ დაუდასტურეს, იყო თუ არა გიორგი გახარია ავსტრიაში ჩასული.
„პირველ რიგში მე დავრეკე საავადმყოფოში, რომელიც მითითებულია დასკვნაზე და პირველად მათ წარვუდექი, როგორც ჟურნალისტი, შემდეგ კი როგორც პაციენტი, რომელსაც ნარკოტესტის ჩატარება სურდა. მათ მითხრეს, რომ ნარკოლოგიური განყოფილება ამ საავადმყოფოში არ არის. ადამიანმა, რომელმაც მიმღებში მიპასუხა, ეს ინფორმაცია რამდენიმე კოლეგასთანაც გადაამოწმა და მითხრა, რომ 20 წელია, ამ საავადმყოფოში ნარკოლოგიური ტესტი არ ჩატარებულა. ამის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ მაქვს დასკვნა, რომელზეც სწორედ ეს საავადმყოფოა მითითებული და ასევე მათი ექიმი, მუჰამედ ბაღეი. მან მითხრა, რომ ძალიან უცნაურია და სურდათ ეს ინფორმაცია თავად ექიმთან გადაემოწმებინათ. ცოტა ხანში ამ ადამიანმა მითხრა, რომ ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური და ამ თემაზე ის საუბარს არ აპირებს. შემდეგ მე მათ ვუთხარი, რომ მინდა ნარკოტესტის ჩაბარება, რაზეც მიპასუხეს, რომ სხვა კლინიკა უნდა შევარჩიო“, - ამბობს ქეთევან ქარდავა.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა ექიმ ბაღეის ძებნა დაიწყო, რომელიც ვენაში მდებარე კიდევ ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს. ის ექიმს დაელოდა, რომელიც მის გამოჩენაზე და კითხვებზე აფორიაქდა.
„თითქოს ძალიან მარტივი კითხვაა, იყო თუ არა გიორგი გახარია მის კლინიკაში ან იცნობს, თუ არა ამ პაციენტს. მე ვაჩვენე მას დოკუმენტი, რომელიც საჯაროა. ის იმდენად აფორიაქდა, რომ უმისამართოდ დაიწყო ვენის ცენტრში სიარული. ჩვენ გავეკიდეთ მას, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი. ბაღეი ამბობდა მხოლოდ ერთს, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და დამემუქრა იმითაც, რომ გამოიძახებდა პოლიციას. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, მან არ იცოდა გიორგი გახარიას შესახებ არაფერი“, - ამბობს ქეთევან ქარდავა.
ყველა სიახლე

06 ივნისი 2023, 13:06
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეტაპობრივად ვუვლით ქალაქებს, ვალამაზებთ და გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი
მე ვიცი ძალიან მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც არსებობს ამ ქალაქში. ფეხბურთი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის გაახლებულ სტადიონზე განაცხადა.

06 ივნისი 2023, 13:04
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები
მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 ივნისი 2023, 13:02
პოლიტიკა
პრემიერი: ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, 21 წლამდე, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის; 10 ობიექტს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, 115 მლნ ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორციელებისთვის
„მინდა მოგილოცოთ, მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, ირაკლის, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანია „დაგის“ და ფეხბურთის ფედერაციას. გილოცავთ, საქართველო არის მზად, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში,“- განაცხადა პრემიერმა.

06 ივნისი 2023, 13:01
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. სწორედ შლეგი სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და მოხდა ის, რაც მოხდა
„კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“ - მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის განცხადების შესახებ.

06 ივნისი 2023, 12:54
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ელენე ხოშტარიაზე: პროტესტი არ უჩნდება და დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან რუსული ფული მიიღოს, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას
ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი - არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:50
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა გვარამიას საქმეზე ჩემგან კომენტარს ნუ ელოდებით. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე
ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. ვფიქრობ, საზოგადოებამ, კარგად იცის, რომ გვარამიამ, 6 მლნ-ით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:48
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ჩვენი ქვეყნის მტერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 ივნისი 2023, 12:44
პოლიტიკა
პრემიერი: სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის სააკაშვილს ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი დაეზიანებინათ.

06 ივნისი 2023, 12:39
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას
მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:37
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის ჩაუდენია, დადასტურებულია, რომ 1 მილიარდი ევროა მოპარული „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილის მიერ
გავიხსენოთ, რომ რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის არ ჩაუდენია, დადასტურებულია რომ 1 მილიარდი ევრო არის მოპარული ტელეკომპანია ფორმულას მფლობელი, ბატონი დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

06 ივნისი 2023, 12:32
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, შოლცის მიწვევით
გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:30
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქუთაისის განახლებულ სტადიონზე პირველი სატესტო მატჩი წარმატებით ჩატარდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისის განახლებულ სტადიონზე ჩატარებული სამუშაოები გააცნო. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ 21 წლამდე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ განახლებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იძლევა ამის შესაძლებლობას.

06 ივნისი 2023, 12:28
სამართალი
ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

06 ივნისი 2023, 12:22
პოლიტიკა
კახა კალაძე: მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდა. სტადიონი საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

06 ივნისი 2023, 12:21
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: კახოვკაში კაშხლის განადგურება ადასტურებს, რომ რუსი ტერორისტები უნდა იყვნენ გაძევებული უკრაინული მიწიდან
ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით, ვერც რაკეტებითა ან სხვა რამით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას.

06 ივნისი 2023, 12:14
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა მზადაა ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე, ღირსეულად ჩაატაროს
თქვენ ნახეთ, რომ სრულად განვაახლეთ 10 ობიექტი და თქვენ ახლა უყურებთ ქუთაისის განახლებულ სტადიონს. ეს შენობა პრაქტიკულად ნულიდან ავაშენეთ, ის ძველი შენობა რაც იყო დავანგრიეთ და ახალი აშენდა, 35 მლნ ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქუთაისს ქონდეს ასეთი, უეფას უმაღლესი სტანდარტის, ანუ მე-4 კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, შესაბამისი საფარით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

06 ივნისი 2023, 12:07
მსოფლიო
რობერტ კენედი უმცროსის განცხადებით, უკრაინამ ომში 350 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საომარ მოქმედებებში დაახლოებით 350 000 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

06 ივნისი 2023, 11:54
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას, კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

06 ივნისი 2023, 11:51
რეგიონი
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ეკო აქცია გაიმართა
,,გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავშიც აღვნიშნეთ. რუსთავის მერიის გუნდი, მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, შევუერთდით ეკო აქციას, რომელიც ჩვენი ქალაქის გამწვანებას ემსახურება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ,,აზოტის“ საწარმოს, რომელსაც დღეს ,,ინდორამა ჯგუფი“ ხელმძღვანელობს, ჩართულობისთვის და იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რასაც რუსთავის მიმართ იჩენენ. მე გამიხარდება თუ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთვება, რათა ყველამ ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

06 ივნისი 2023, 11:45
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას თითოეულ ამ სახელმწიფოსთან, ასევე საქართველოს პროგრესს ევროკავშირში წევრობაზე
ევროკავშირის სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას თითოეულ ამ სახელმწიფოსთან და ასევე საქართველოს პროგრესს ევროკავშირში წევრობაზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ზე საუბრისას განაცხადა.