გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის თაობაზე თემატურ მოკვლევას იწყებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს ის პრაქტიკული, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია, ერთი მხრივ, ჰაერის დაბინძურებასთან, ასევე ნიადაგის დაბინძურებასთან და სამშენებლო სექტორის საქმიანობისას ინერტული ნარჩენების წარმოქმნასა და დასაწყობებასთან.
თემატური მოკვლევა წარიმართება რამდენიმე თვის განმავლობაში და სავარაუდოდ წლის ბოლოს უკვე გარკვეული შედეგები იქნება მზად.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ასევე წარმოადგინა იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც თემატურ მოკვლევას წარმართავს.
სხდომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“. კერძოდ, საკითხი ეხება ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრში საქართველოს გაწევრიანებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს განუმარტა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების წინასწარი და უკეთესი პროგნოზირება, რათა დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას ასეთი პროცესების პრევენციისთვის. ასევე გაუმჯობესდება ამინდის პროგნოზირების სისტემა.
კომიტეტმა სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის, ნინო თანდილაშვილის თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის აღკვეთილის ახალი ფართობები და საზღვრების კოორდინატები. ასევე დაზუსტდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის, დაცვის და გამოყენების რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა.
კანონპროექტით ასევე დაცული ტერიტორიების საზღვრებში შევა ტყით დაფარული და გატყევებული ფართობები, რომლებიც ძველი საზღვრებით დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იყო დარჩენილი.
კომიტეტმა დღის წესრიგით განსაზღვრული კიდევ ერთი საკითხი განიხილა, კანინპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, დგინდება, რომ 2025 წლის პირველ იანვრამდე სსიპ - წიაღის ეროვნული ეროვნულ სააგენტოს მიერ ყოველწლიურად მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, 7 მლნ ლარი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის საფუძველზე მიიმართება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტების ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად.
კომიტეტმა განხილულ საკითხებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 00:56
მსოფლიო
ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის განახლებული კამპანია „ძალიან დიდხანს“ არ გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ივლისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ცეცხლის გაცვლა მოხდა.
03 სექტემბერი 2026, 00:40
მსოფლიო
„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ.
02 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება
აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაცემა The Brian Kilmeade Show-ს ეთერში განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:37
საზოგადოება
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
02 სექტემბერი 2026, 21:28
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
02 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 20:40
კულტურა
X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შუა საუკუნეების თბილისი და X-XI საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.
02 სექტემბერი 2026, 20:36
საზოგადოება
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.
02 სექტემბერი 2026, 20:33
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
02 სექტემბერი 2026, 20:31
რეგიონი
ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.
02 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია
დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
02 სექტემბერი 2026, 20:26
ეკონომიკა
ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.
02 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“
უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.
02 სექტემბერი 2026, 20:21
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.
02 სექტემბერი 2026, 20:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.
02 სექტემბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
02 სექტემბერი 2026, 19:57
საზოგადოება
6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება
6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში, პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.
02 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
02 სექტემბერი 2026, 19:48
მსოფლიო
ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.


