18 ოქტომბერი 2021, 20:03 / სანდო წყარო

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

2 კვირაში გადამწყვეტი მეორე ტურია. "ნაციონალური მოძრაობა" ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს მერის არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება.

"იმედი" დგას იქ, სადაც აქამდე იდგა და ამ არჩევნების წინაც, ჩვენი სარედაქციო პოზიცია იქნება სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.
ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს. "იმედი", როგორც ამ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, ზუსტად ისე, როგორც 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. მიგვაჩნია, რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები არ უნდა ფიქრობდნენ ძალაუფლების დაბრუნებაზე, არამედ ისინი უნდა იხდიდნენ სასჯელს დანაშაულებისთვის სასამართლო განაჩენის შესაბამისად.

ეს არის ჩვენი მისია, ვილაპარაკოთ სიმართლე და არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება, რომელიც ყველას გვახსოვს. „იმედი“ არის ტელევიზია, რომელიც თავის დროზე მიიტაცეს, დაარბიეს, რომლის ჟურნალისტებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სწორედ სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა ჩვენი არხის დამფუძნებელი.

დღეიდან "იმედი" ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის "იმედის" სპეციალურ ეთერში. ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო.

„იმედი“ შეგახსენებთ ჩვენი ქვეყნის უმძიმეს წარსულს, რომ აღარასდროს დავუბრუნდეთ მას და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალზე.
აქ იმედია!

ყველა სიახლე

08 ივლისი 2026, 08:36

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს

მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.

08 ივლისი 2026, 08:21

პოლიტიკა

ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან

დღესვე უყრიან კენჭს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დოკუმენტს- ჰააგის დეკლარაციას, რომელსაც ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნება. დელეგაციის წევრები, ასამბლეის ფარგლებში, დღესაც ისარგებლებენ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

08 ივლისი 2026, 08:18

პოლიტიკა

ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან

ბევრი რამ ვისწავლე მისგან [შალვა პაპუაშვილისგან], ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.

08 ივლისი 2026, 08:00

პოლიტიკა

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება. დღეს კონფერენციაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ, ხოლო დასასრულს ბელგრადის ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებმა.

08 ივლისი 2026, 03:28

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები უკვე ცნობილია

დასრულდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი. სამშაბათს გამართული ბოლო მატჩების შემდეგ, მეოთხედფინალის ყველა მონაწილე და მათი სატურნირო ბადე საბოლოოდ დაკომპლექტდა.

08 ივლისი 2026, 03:22

სპორტი

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდა. ვანკუვერში გამართულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში შვეიცარიის ნაკრებმა კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა.

08 ივლისი 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-ის დარტყმები სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში, ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს ეხმაურება.

08 ივლისი 2026, 03:09

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის სანქციები ნავთობზე მიღწეულ შეთანხმებას არღვევს

ირანმა დაგმო თეირანის მიმართ აშშ-ის ნავთობის სანქციების ხელახლა დაწესება და მას „აშკარა დარღვევა“ უწოდა იმ ურთიერთგაგების მემორანდუმისა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის გასულ თვეში მიაღწიეს.

08 ივლისი 2026, 01:37

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა, რითაც თეირანს კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო პასუხი გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოფიციალურად დაადასტურა ირანის მიმართულებით მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება. საპასუხო ზომები მიზნად ისახავს ირანის მიერ საერთაშორისო წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის „მძიმე საფასურის“ დაკისრებას.

08 ივლისი 2026, 01:31

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული გამონაკლისი

ორშაბათს, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული გამონაკლისი მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში თეირანმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად სამ გემს რაკეტები ესროლა. ადმინისტრაციამ ეს აგრესია „სრულიად მიუღებლად“ შეაფასა.

08 ივლისი 2026, 01:02

მსოფლიო

Sky News: ფიფა რუსული გუნდებისთვის აკრძალვის მოხსნის საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ორგანიზაციებს ომთან დაკავშირებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა

როგორც Sky News-ისთვის გახდა ცნობილი, ფიფა ოფიციალურად განიხილავს რუსული გუნდებისთვის დაწესებული აკრძალვის მოხსნის საკითხს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველა სპორტულ ორგანიზაციას ომთან დაკავშირებული სანქციების დასრულებისკენ მოუწოდა.

08 ივლისი 2026, 00:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს

თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მიღმა: სტრატეგიული გაურკვევლობის ეპოქაში ორიენტირება“, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: თურქეთი არ არის შეერთებული შტატების სამაგალითო მოკავშირე

რამდენიმე საათის შემდეგ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესაძლებლობას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ პოტენციური ნაბიჯის წინააღმდეგ გაილაშქრა.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 23:42

მსოფლიო

Financial Times: ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სრულად გაიყვანოს - ანკარაში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას გაჟღერებული ეს განცხადება რეგიონში მოკავშირეების მიმართ მის მიერ გაკეთებულ მუქარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სრულად გაიყვანოს - ანკარაში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას გაჟღერებული ეს განცხადება რეგიონში მოკავშირეების მიმართ მის მიერ გაკეთებულ მუქარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

07 ივლისი 2026, 23:29

საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

07 ივლისი 2026, 23:00

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: ნავსადგურის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკა სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება - სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ისეთ ქვეყნებს, ოპერატორებსა და კომპანიებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება

ნავსადგურის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკა სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება, - განაცხადა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

გიორგი ჯინჭარაძე

07 ივლისი 2026, 22:34

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით

გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მარინ ლე პენი

07 ივლისი 2026, 22:34

მსოფლიო

მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს

მარინ ლე პენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იქნება და საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

07 ივლისი 2026, 22:33

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე: 50-მდე პროექტი განხორციელდა და ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის

კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება - 50-მდე პროექტი განხორციელდა, სადაც ათასობით ადამიანი იყო ჩართული და რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

07 ივლისი 2026, 22:30

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე: ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ, ჯანდაცვის სფერო ზოგადად, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის მთავრობისთვის

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ და ბიუჯეტი გახდა რვა მილიონ ოთხასი ათასი, ეს არის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც მიემართება უშუალოდ დევნილების ჯანმრთელობის დაცვას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, დევნილთა პოლიკლინიკები უმთავრესი პრიორიტეტია და ამ კუთხით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ აღჭურვას, ასევე ტექნიკურს. „დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით - ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ და ბიუჯეტი გახდა რვა მილიონ ოთხასი ათასი, ეს არის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც მიემართება უშუალოდ დევნილების ჯანმრთელობის დაცვას. მომართვიანობა გაზრდილია და შეადგენს 12 ათას ბენეფიციარს. 12 ათასი ბენეფიციარიდან 500 იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა, სადაც ჩვენი ჩართულობით 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს ერთი წლის შედეგია და შემდეგი წლები ჯანდაცვის მიმართულებას მეტ შესაძლებლობას მისცემს. მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა პოლიკლინიკები უმთავრესი პრიორიტეტია, ამ კუთხით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ აღჭურვას, ასევე ტექნიკურს. სიახლეა ის, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენ გვექნება ახალი პოლიკლინიკა წყნეთში და სამომავლოდ, ფოთში ვგეგმავთ ახალი პოლიკლინიკის აშენებას. ჯანდაცვის სფერო ზოგადად, უმნიშვნელოვანესია და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის მთავრობისთვის. ამ ფორმატში ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა, ჩამოვთვალოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც ეს სამინისტრო ახორციელებს, თუმცა ის ძირითადი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ნამდვილად უპრეცედენტოა და შთამბეჭდავია ის ციფრები, რაზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ანაკლიაში შეხვდა და ერთი წლის ანგარიში წარადგინა.