ვის მიენიჭათ „საპატიო თბილისელის“ წოდება. სრული სია
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება Covid-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა და ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და სოციალური ქსელის ვიდეოჩართვით გადაიცა.
დაჯილდოების წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„როგორც წესი, მთელი დედაქალაქი განსაკუთრებულად ელოდება თბილისობას, ზეიმსა და მხიარულებას, რომელიც თბილისში უყრის თავს მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს და უცხოელ სტუმრებს. მართლაც არაფერი სჯობს შემოდგომის ამ საყოველთაო ზეიმს და მხიარულებას. თუმცა, ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება! თბილისში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა სოლიდარობის ცნებას, ერთმანეთის ტკივილის გაზიარებას და როდესაც ბათუმში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას მთელი ქვეყანა ვგლოვობთ, არ შეგვეძლო არ მიგვეღო გადაწყვეტილება თბილისობასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაუქმებასთან და ამისთვის განკუთვნილი სახსრების დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ამიტომ, წელს მხოლოდ ერთი გამორჩეული ტრადიციით შემოიფარგლება თბილისობის ღონისძიება და ეს ღვაწლმოსილი, გამორჩეული ადამიანებისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭება არის ამ ადამიანების მიერ თბილისის წინაშე გაწეული ღვაწლის მინიმალურად დაფასება.
„ამ ქალაქს, მის მრავალფეროვნებას, ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურას აქ მცხოვრები ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და დღემდე ქმნიან, ზოგიერთ მათგანს კი ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და ღვაწლი აქვს. თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით, უშუალოდ თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით და ცხოვრების წესით. დღეს, გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
რისმაგ გორდეზიანი - თანამედროვეობის დიდი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, მრავალი თაობის აღმზრდელი. ის სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პრორექტორი, ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი, მათგან 30 წიგნი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; რისმაგ გორდეზიანი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით; არის საბერძნეთის, ბრიტანეთის, გერმანიის პრესტიჟული აკადემიური ორგანიზაციების საპატიო წევრი.
აკაკი ნადარეიშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; აკაკი ნადარეიშვილი სხვადასხვა დროს იყო კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი; არის პრესტიჟული ევროპული სამედიცინო ასოციაციების წევრი და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ირაკლი ფავლენიშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სხვადასხვა დროს ირაკლი ფავლენიშვილი იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და საბჭოს წევრი, სამედიცინო აკადემიის პრორექტორი, საქართველოს პედიატრ-ქიმიოთერაპევტთა საზოგადოების პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წევრი; მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი; არის 52 აკრედიტებული სამედიცინო პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი, ასევე, 15 პატენტის ავტორი. მოპოვებული აქვს სახელმწიფო პრემია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოქროს მედალი, სოდერბერგის ფონდის პრემია, ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების მედალი.
რამაზ ყურაშვილი - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ის დიაბეტის ეროვნული ცენტრის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის, საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინული ასოციაციის დამფუძნებელია; სხვადასხვა დროს კვლევითი მიზნით მუშაობდა უცხოეთის პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებებში; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი; დაჯილდოებულია საქართველოს საპატიო ორდენით, იტალიის ექიმთა ასოციაციის საპატიო სიგელით, საუკუნის ექიმის წოდებით და მედია ვარსკვლავით მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის.
დავით კვაჭაძე - ფოტოგრაფი და ამავდროულად მოკრივე. ბატონი დავითი ფოტოგრაფთან ერთად კრივის სამგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი გახლავთ. მას გამართული აქვს 20-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პერსონალური გამოფენა; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოში და საპატიო მოქალაქის წოდებით - ნიუ ორლეანში.
ლილი კინწურაშვილი - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. მას 18 სექტემბერს დასუფთავების სამსახურში მუშაობისა და ქალაქის მსახურების 49 წელი შეუსრულდა.
ელგუჯა ბურდული - ცნობილი მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. ის დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
პაატა კერვალიშვილი - ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებული მეცნიერი ატომური ენერგიის მიმართულებით. პაატა კერვალიშვილი 500-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 35 გამოგონებისა და პატენტის ავტორია. ხელმძღვანელობდა 40-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციას, 50-ზე მეტ კონფერენციაზე კი მომხსენებლის სტატუსით იყო მიწვეული. ბატონი პაატა ნატოს სამეცნიერო საბჭოს ყოფილი წევრია, სენსორული სისტემების სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის დაფუძნების ინიციატორი და საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
ინგა ჯიბუტი - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ტერმინოლოგი. ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ტერმინოლოგიური ლექსიკონის, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი ტექნიკური ტერმინოლოგიის მიმართულებით.
ბადრი ქუთათელაძე - მწერალი, პოეტი და მკვლევარი, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი. ბადრი ქუთათელაძე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, ღირსების ორდენის კავალერი, „ქართული კულტურის ამაგდარისა“ და „კულტურის რაინდის“ წოდების მფლობელი. დაჯილდოებულია რომის პაპის მედლით ქართველი მეცნიერის - მიხეილ თამარაშვილის სახელის უკვდავყოფისთვის. თბილისის ისტორიას და კულტურას ბადრი ქუთათელაძემ ოთხი ფუნდამენტური კვლევა მიუძღვნა.
გრიგოლ ჩიგოგიძე - თეატრმცოდნე და ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეჟისორად, ოპერატორად, ჟურნალისტად. ის არის ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი. 1975 წლიდან არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოსტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი. დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ორდენით.
დავით მუსხელიშვილი - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა; სხვადასხვა დროს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად.
გივი ღამბაშიძე - პროფესიით ზეინკალი, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობისთვის.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის ბიგ ბენდი.
წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.
პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ იმართება. თბილისის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენის ჩვენება, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართა.
გასული წლების განმავლობაში დასახელებული თბილისის საპატიო მოქალაქეების სია იხილეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 21:00
კულტურა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.
28 მაისი 2026, 20:53
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
28 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.
28 მაისი 2026, 20:40
საზოგადოება
„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.
28 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.
28 მაისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.
28 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.
28 მაისი 2026, 20:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი
ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
28 მაისი 2026, 20:16
სამართალი
გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.
28 მაისი 2026, 20:04
მსოფლიო
ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.
28 მაისი 2026, 19:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
28 მაისი 2026, 19:55
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.


