როდის აინთება თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები. სადღესასწაულო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად

ფოტო: თბილისის მერია / არქივი
კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.
„ვაპირებთ, ხვალ, საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და ქალაქი საახალწლო ილუმინაციებით გავანათოთ. მინდა, დავპატიჟო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რომ ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. ასე რომ, პარასკევ საღამოს, ყველას გელით“, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს, საახალწლო ღონისძიებები მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.
„გვინდა, 24 დეკემბერს საზეიმოდ გავხსნათ საახალწლო სოფელი და, 14 იანვრის ჩათვლით, ორბელიანის მოედანსა და დედა ენის ბაღში, საახალწლო სოფელი განთავსდება. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გაიმართება. ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი სივრცე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, თოვლის ბაბუის სახლი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცერტები, საბავშვო ვორქშოპები, მსვლელობები, იქნებიან ზღაპრების გმირები, პატარებისა და არა მხოლოდ მათ განწყობას თოვლის ბაბუაც აამაღლებს. საახალწლო სოფელში მოსულ სტუმრებს კინოთეატრიც დახვდებათ, თემატური ფოტოზონები, მრავალი საახალწლო ინსტალაცია, ასევე, იქნება ყინულის დეკორირებული მოედანი. ნამდვილ ყინულის მოედანს ვერ ვაკეთებთ, რადგან ამინდი არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ყოველდღიურად, ორივე ზონაზე, ანსამბლების, ბენდებისა და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები გაიმართება, ასევე, იქნება საახალწლო ბაზრობები და იმუშავებს კვების ობიექტები. 7 იანვარს მოეწყობა დიდი საშობაო კონცერტი. 31 დეკემბერს, 1-ლი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ გრანდიოზულ, დეკორირებულ სცენაზე, გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც 300-მდე მონაწილე ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ამ პროეტში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 05:28
მსოფლიო
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა დონალდ ტრამპთან ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განიხილა
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განიხილა.

14 ივნისი 2025, 05:17
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი: მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და იმუშაონ სიტუაციის დეესკალაციისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა ისრაელის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან სატელეფონო საუბარში განიხილა.

14 ივნისი 2025, 05:09
მსოფლიო
ირანული მედია: ისრაელმა ისპაჰანში მდებარე ატომურ ელექტროსადგურს დაარტყა
ისრაელის თავდასხმები ირანზე მიმართული იყო ისპაჰანში მდებარე შაჰიდ რაისის ატომურ ელექტროსადგურზე. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 04:58
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ისრაელსა და ირანს მოუწოდებს, შეაჩერონ მზარდი კონფლიქტი
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელსა და ირანს მოუწოდებს, შეაჩერონ მზარდი კონფლიქტი.

14 ივნისი 2025, 04:51
მსოფლიო
ირანელი მაღალჩინოსანი: ირანი სამიზნედ ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზას, რომელიც დაიცავს ისრაელს
ირანელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ირანი გააძლიერებს ისრაელზე თავდასხმებს და სამიზნედ ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზებს, რომელიც ისრაელის დაცვას შეეცდება.

14 ივნისი 2025, 03:54
მსოფლიო
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში საწვავისა და საბრძოლო მასალების საწყობზე, ასევე რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავზე მიიტანეს იერიში.

14 ივნისი 2025, 03:11
მსოფლიო
გაეროში ისრაელის ელჩი: ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელისთვის გადარჩენის საკითხი იყო
გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელისთვის გადარჩენის საკითხი იყო.

14 ივნისი 2025, 02:55
მსოფლიო
ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილი ისრაელელი ქალი გარდაიცვალა
ისრაელელი ქალი, რომელიც ცენტრალურ ისრაელში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად მძიმედ დაიჭრა, პარასკევს ღამით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

14 ივნისი 2025, 02:38
მსოფლიო
თელ-ავივსა და იერუსალიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის
ირანული რაკეტების თავდასხმის ფონზე თელ-ავივსა და იერუსალიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 02:20
მსოფლიო
„ცაჰალი“: განგაშის ხმა ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ისმის
კიდევ ერთხელ, მილიონობით ისრაელელი ამჟამად თავშესაფრებისკენ გარბის, რადგან ირანიდან განხორციელებული მორიგი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განგაშის ხმა ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ისმის, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

14 ივნისი 2025, 02:16
მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების მესამე ტალღა გაუშვა
ცოტა ხნის წინ, ისრაელის რამდენიმე რაიონში განგაშის ხმა გაისმა, მას შემდეგ, რაც ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაფიქსირდა, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვით ძალებში.

14 ივნისი 2025, 02:10
მსოფლიო
მედია: თეირანში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის
Agence France-Presse-ის კორესპონდენტის ცნობით, თეირანში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

14 ივნისი 2025, 02:01
მსოფლიო
ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის ორ საჰაერო ბაზას დაარტყა
ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ირანის საჰაერო ძალების ორ ბაზაზე - „ჰამადანსა“ და „თავრიზზე“ მიიტანა იერიში.

14 ივნისი 2025, 01:56
მსოფლიო
ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა განიხილეს.

14 ივნისი 2025, 01:48
მსოფლიო
ირანმა საჰაერო სივრცე 14 ივნისის 14:00 საათამდე დახურა
ირანმა განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე ფრენებისთვის 14 ივნისის 14:00 საათამდე დაიხურება.

14 ივნისი 2025, 01:44
მსოფლიო
გაეროში ირანის ელჩი: ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმებს 78 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, ხოლო 320-ზე მეტი - დაშავდა
გაეროში ირანის ელჩმა, ამირ ირავანიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმებს 78 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, ხოლო 320-ზე მეტი - დაშავდა.

14 ივნისი 2025, 01:30
მსოფლიო
რაფაელ გროსი: ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საწვავის გამდიდრების მიწისზედა დანადგარი გაანადგურა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საწვავის გამდიდრების მიწისზედა დანადგარი გაანადგურა.

14 ივნისი 2025, 01:00
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: დადგა დრო, რომ ირანელი ხალხი გაერთიანდეს თავისი დროშისა და ისტორიული მემკვიდრეობის გარშემო, რათა დაიცვას თავისი თავისუფლება ბოროტი და მჩაგვრელი რეჟიმისგან
ისრაელის ოპერაციის მიზანი ისლამური რეჟიმის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის თავიდან აცილებაა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში.

14 ივნისი 2025, 00:47
მსოფლიო
ისრაელის სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა
ისრაელის სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა.

14 ივნისი 2025, 00:01
მსოფლიო
CNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა
ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა.