13 დეკემბერი 2021, 09:31 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის რექტორთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის რექტორთან ლუკ სელსთან შეხვედრა გამართა და მასთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება 2020 წელს დაიწყო, აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რითიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. ეს მიდგომა შენარჩუნდება და მომავალში აკადემიური პროგრამები შეიქმნება კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს.

მიხეილ ჩხენკელმა ლუკ სელსთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლუვენის უნივერსიტეტს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ. უნივერსიტეტის კარი ღიაა ლუვენის პროფესორებისთვისაც.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრისთვის სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანია (IBA) ორ ულტრათანამედროვე ციკლოტრონს აწყობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას პროტონული მეთოდით. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ჩიკაგოში გამართულ ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მონაწილე არაერთმა მეცნიერმა გამოთქვა აღფრთოვანება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს დამოკიდებულება აღფრთოვანებას იწვევს ევროპელ მეცნიერებშიც. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მოხარული იქნება, თუკი ლუვენის პროფესორებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ეს იქნება ქართველ და ბელგიელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის ძალიან კარგი შესაძლებლობა.

ლუვენის უნივერსიტეტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია რადიაციული თერაპიის მიმართულებით. უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ადრონული თერაპიის ცენტრში სამეცნიერო კვლევები ულტრათანამედროვე ციკლოტრონის მეშვეობით წარიმართება. მხარეებმა ამ მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლუვენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა ლუკ სელსი კოლეგებთან ერთად საქართველოში მოიწვია.

ლუვენის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ლუვენის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის აკადემიური დიპლომატიის ხელმძღვანელი ბარტ ჰენდრიკსი.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 23:31

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ის, რომ 3000 წელია ჩვენ სახელმწიფოებრიობას ასე ვატარებთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ გამომუშავებული გვაქვს შინაგანი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაიარო ის ქარიშხლები, რომელიც ასეთ რთულ რეგიონში ხდება ხოლმე. ევროპამ ასეთი ტურბულენტობის დროს ბევრჯერ წაიტეხა ცხვირი

გეოგრაფია არ შეიცვლება, ჯერჯერობით გეოგრაფიასთან ომის არავის მოუგია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას - თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ჩანაცვლება ხდება სომხეთით. ასეა ეს?

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 23:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ

ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კირცხალია

10 ივნისი 2026, 23:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის" ეთერში.

ირაკლი კირცხალია

10 ივნისი 2026, 23:06

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

10 ივნისი 2026, 22:44

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და უწყების ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა.

გიორგი გამსახურდია

10 ივნისი 2026, 22:31

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ფსევდოოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული დარტყმის ობიექტია ბიძინა ივანიშვილი - მთავარი ავტორიტეტი და იმ პოლიტიკის შემქმნელი, რამაც ქვეყანას 14-წლიანი სტაბილურობა მოუტანა და სუვერენიტეტი ყველაზე მაღალ ნიშნულზე აიყვანა

რა თქმა უნდა, ფსევდო-ოპოზიციის სამიზნეები არიან გუნდის ლიდერები, მაგრამ მათი და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული სამიზნე და დარტყმის ობიექტია, ბიძინა ივანიშვილი, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ცოტნე ანანიძე

10 ივნისი 2026, 22:09

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის უდიდესია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება - რომ არა ეს პარტია, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, აჭარის ტელევიზიის ეთერში.

10 ივნისი 2026, 21:57

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ინფლაციამ, ნავთობის გაძვირების გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 4%-ს

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს ახალი მონაცემების თანახმად, მაისში წლიურმა ინფლაციამ ბოლო სამი წლის მაქსიმუმს - 4.2%-ს მიაღწია, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აისახება ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები აშშ-ის ეკონომიკაზე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

10 ივნისი 2026, 21:39

რეგიონი

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანი

10 ივნისი 2026, 21:34

მსოფლიო

ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

10 ივნისი 2026, 21:17

კულტურა

ორი დღე წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ შოუმდე - 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. კონცერტამდე ორი დღით ადრე კულტურის მინისტრი, „სთარინგ ჯორჯიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნო.

10 ივნისი 2026, 20:51

საზოგადოება

უსაფრთხო და კომფორტული გარემო 44 ოჯახისთვის - დედაქალაქის მერმა დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა

ავარიული შენობიდან ახალ საცხოვრებელ კორპუსში - ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს სივრცეში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. გასაღებები მათ თბილისის მერმა პირადად გადასცა.

10 ივნისი 2026, 20:45

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - მათ დანაშაული აღიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა. აღიარება გრძელდება. დანაშაულის დადასტურების შედეგად, საპატიმრო ბრალდებულებმა დღესაც დატოვეს. 4 ოქტომბრის საქმეზე 64 დაკავებულიდან 22 თავისუფალია.

10 ივნისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება - სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია ბოლო 48 საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარდა.

ანტონიუ გუტერეში

10 ივნისი 2026, 20:40

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

10 ივნისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - რჩება თუ არა სააკაშვილის პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეასე დღეს დაშლილი ალიანსი და სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები - „ფედერალისტები“ „ნაციონალებს“ წაშლას ლოგოდანაც უპირებენ, „ნაციონალები“ კი გაგდებას არ აღიარებენ. ე.წ. ერთობის შიდა არეულობის ფონზე, მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან პარტიულ განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანით იწყებს. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.

გივი მიქანაძე

10 ივნისი 2026, 20:33

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა

„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 20:27

პოლიტიკა

ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ალიანსს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტნიორობის სხვაგვარი აღქმა აქვს ოპოზიციას - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შინაარსი. როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესი ეროვნულზე უპირატესია, ეს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის შეფასება.

10 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლი ქართულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადების ინტერპრეტირების მცდელობას უპასუხა.

10 ივნისი 2026, 20:16

პოლიტიკა

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთთან კავშირის ეფექტს აფასებს და ურთიერთობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპს განმარტავს.