Imedi /  13 დეკემბერი 2021, 16:45 / სანდო წყარო

მეუფე იაკობი: თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, რადგან ეკლესიაში შერიგება ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით

ბოდბელი ეპისკოპოს, იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოს, იაკობი

ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა განაცხადა.

მან შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს შეიძლება ადამიანმა ერთი მხარე აირჩიოს - ეს არის საქართველო. მიტროპოლიტის თქმით, შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება.

„ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. განა არ შეგვიძლია მართლისა და მტყუანის გარჩევა?! დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ - ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან, რადგან იგი ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა. სხვა სამშობლო ჩვენ ქართველებსა და აქ მცხოვრებ ხალხს არ გაგვაჩნია, ეს არის და მას ვერვინ ვერ შეგვიცვლის.

ცოტა ხნის წინ, ვისაუბრე შერიგებაზე. ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე. ვიცი, სადაა ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ დგება-ხოლმე დრო, ზოგჯერ, თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. შეიძლება, ასეთ სიტუაციაში ვიყოთ, დღეს მთავარია ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა.

თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ, რადგან ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. დღეს არ ვუფრთხილდებით. ვიღაცებს უნდა, თავზე რაღაც მოახვიოს, ასე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ: მე ვიქნები, სხვა, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები იქნებიან უნდა ვაღაროთ, ის შეცდომები თუ დანაშაულები, რაც ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული ალბათ, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა. შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ.

იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, შევიკრიბოთ ეკლესიაში, ჩვენ ძალიან ბევრისთვის მძიმე სათქმელი გვაქვს, იმათაც თუ რამეა აქვთ სათქმელი, გვითხრან. სჯობია, ეკლესიაში მოხდეს, ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და რაც მთავარია, ყველაში უნდა მოხდეს შერიგება. ეკლესიამ ვიცით, ეს როგორ უნდა მოხდეს. სინოდის უდიდესი ნაწილი პატრიარქიდან დაწყებული, თუნდაც, იცით, მე როგორი ვარ-ხოლმე გამონათქვამებში, რამდენი ხანია ჩუმად ვარ, რადგან არ მინდა ისე გავაკეთო, რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. დღეს თუ მხარეს დადექი ეპისკოპოსი, ან მთავრობის, ან ვიღაცების მხარეს, ასე არ გამოვა, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერს უნდა ერთად ყოფნა. ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით, რა სისულელეა, დაამარცხე კორონა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი.

წელიწადზე მეტია, ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა. ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის?! სარანჩებივით დავჭამოთ ერთმანეთი. ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას. პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ომია, მესამე მსოფლიო ომია (პანდემიას გულისხმობს) მსხვერპლი გვექნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ომში ნაკლები მსხვერპლით გავიმარჯვოთ. სამწუხაროდ, ვერავინ დამარწმუნებს, ასეთ ომები ხელოვნური არ არის. თან ვიცი რასაც ვამბობ, იმას ვლაპარაკობ.

როგორღაც უნდა დავაღწიოთ თავი, როგორღაც ქართველებმა უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. შერიგების მერე საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს, ისეთი, ვისაც ქართველი და საქართველო უყვარს, რომ ნაწყენი იყოს, თორემ, შეიძლება, ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მრწამსის, ეროვნების არ უნდა ვიყოთ, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ“, - განაცხადა მეუფფე იაკობმა.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.

21 ივლისი 2026, 23:29

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.

21 ივლისი 2026, 22:31

მსოფლიო

Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.

21 ივლისი 2026, 21:18

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

21 ივლისი 2026, 21:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

21 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

21 ივლისი 2026, 20:43

საზოგადოება

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

21 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“

23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.

21 ივლისი 2026, 20:36

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.

21 ივლისი 2026, 20:35

სამართალი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

21 ივლისი 2026, 20:33

ეკონომიკა

სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის

„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

21 ივლისი 2026, 20:31

ეკონომიკა

13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.

21 ივლისი 2026, 20:29

სამართალი

რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.

21 ივლისი 2026, 20:26

პოლიტიკა

შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.

21 ივლისი 2026, 20:24

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდიდან საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაცია აღარ იძებნება. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

7 თვიანი ლოდინის დასასრული და შესაძლებლობა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვისთვის - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია რწმუნებათა სიგელებს გერმანიის პრეზიდენტს 23 ივლისს გადასცემს.

21 ივლისი 2026, 20:11

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში. „ქრონიკა“ სინგაპურიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში - მაღალი დონის შეხვედრების მთავარი თემა ეკონომიკური რეფორმები, ფინანსური სექტორი და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების გამოცდილების გაზიარებაა.

მაკა ბოჭორიშვილი

21 ივლისი 2026, 19:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.