ეკატერინე ტიკარაძე: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ
ეკატერინე ტიკარაძე
ფოტო: Imedi.ge
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით, ექიმების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
„მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სახალხო დამცველთან არსებული ექიმების ჯგუფმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არ უნდა დააბრუნონ და რომ ის ან უკეთეს სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ან დატოვონ იქ, სადაც ახლაა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 12:58
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში "საქართველოს დაბადება" ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს.
14 ივლისი 2026, 12:54
საზოგადოება
თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №120 საჯარო სკოლის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 12:52
მსოფლიო
ტუსკმა განმარტა, რატომ არ აპირებს პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტები გადაცემას
„თქვენ ასევე შენიშნეთ ხმაური, რომელიც გამოიწვია ჩვენმა გადაწყვეტილებამ Patriot-ის ხუთი რაკეტის გადაცემის შესახებ, რაც სრულად იყო შეთანხმებული ნატოსთან და ამერიკელებთან... ამჟამად ჩვენ მსგავსი დახმარების გაწევას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა მან.
14 ივლისი 2026, 12:47
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა.
14 ივლისი 2026, 12:43
პოლიტიკა
კახა კალაძე ეუთო-ს მხარდაჭერილ რეზოლუციაზე: ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები, სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ეს ყველაფერი
„ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები. სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ეს ყველაფერი. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთოა. მიჩვეულები ვიყავით ევროპარლამენტარების მხრიდან არანაირი ფასის მქონე რეზოლუციებს. ამ კონკრეტულ რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, მივხვდებით, რომ სიცრუეს ეფუძნება. როგორ უნდა მოიწვიოს განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
14 ივლისი 2026, 12:43
პოლიტიკა
კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე: უნდათ გადატეხვით, მუქარებითა და შანტაჟით მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით - ამ ფორმით დამოკიდებულება არ გამოვა
გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია, - ამ კომენტარით თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის საქართველოს გარეშე განხილვა შეაფასა.
14 ივლისი 2026, 12:39
სამართალი
,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს მონეტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის, კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აუცილებელ დეკლარირებას დაქვემდებარებული 5 ცალი ოქროს მონეტა (საერთო წონით 71 გრამი) აღმოაჩინეს.
14 ივლისი 2026, 12:37
მსოფლიო
საფრანგეთში ბასტილიის აღების დღის აღნიშვნა ფოიერვერკითა და დრონების შოუთი დაიწყო
დღეს კი ტრიუმფალურ თაღთან მასშტაბური აღლუმი გაიმართება, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 30-მდე სახელმწიფოს ლიდერს მასპინძლობს.
14 ივლისი 2026, 12:23
საზოგადოება
გლდანის რაიონში N14 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო
„დღეს სიმბოლურად საფუძველს ვუყრით მომავალს, რადგან თითოეული ახალი საბავშვო ბაღი არის ინვესტიცია ჩვენს შვილებში, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ აქ, ამ ერთ კონკრეტულ მუნიციპალურ ბაღში, აღიზრდებიან ბავშვები, რომლებიც მომავალში ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იქნებიან. სწორედ აქ ისწავლიან მეგობრობას, ერთმანეთის პატივისცემას, გუნდურობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ძლიერი საზოგადოების საფუძველია. ამიტომ საბავშვო ბაღის მშენებლობა არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი - ეს არის დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
14 ივლისი 2026, 12:13
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა
დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან. მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
14 ივლისი 2026, 12:03
პოლიტიკა
კახა კალაძე: კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება
ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას კითხვაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას შეეხებოდა.
14 ივლისი 2026, 12:01
პოლიტიკა
კახა კალაძე გარე ვაჭრობაზე: ეს ქალაქი ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა, გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
14 ივლისი 2026, 12:00
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა
ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში "საქართველოს დაბადება" განაცხადა.
14 ივლისი 2026, 11:55
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან
სააკაშვილთან [ბადრი პატარკაციშვილის] დაპირისპირება იწყება გირგვლიანით. როცა მოხდა გირგვლიანი, იყო როცა აფეთქდა ბოლოს და ბოლოს. შეიძლება ეს ყველაფერი მზადდებოდა და ორთქლი გროვდებოდა, მაგრამ აფეთქება გამოიწვია გირგვლიანმა, - განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.
14 ივლისი 2026, 11:50
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: როდესაც ვაშინგტონი მსოფლიოს დემოკრატიის სერტიფიკატებს ურიგებს და სხვებს უნაკლო საარჩევნო სტანდარტების შესახებ მორალს უკითხავს, ზოგჯერ საკუთარი სარკისკენ გახედვაც სასარგებლოა
სისტემა, რომელშიც არჩევნებში გარდაცვლილი კანდიდატები იმარჯვებენ, ხოლო სენატორის ადგილს დროებით მისი უახლოესი ნათესავი იკავებს, უფრო ჰგავს ირანის აიათოლათა ინსტიტუტის მემკვიდრეობას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აშშ-ში 2022 წლის კონგრესის არჩევნებსა და სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალების შემდეგ კონგრესში ადგილმონაცვლედ მისი დის დანიშვნას ეხმიანება.
14 ივლისი 2026, 11:49
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ეს ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია, რისთვისაც, როგორც ჩანს, არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის, მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და პროვოკაციული ხასიათის იყო.
14 ივლისი 2026, 11:47
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა
ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა კაია კალასის განცხადებას.
14 ივლისი 2026, 11:45
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში თავდასხმების გაძლიერების ფონზე, ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
14 ივლისი 2026, 11:31
საზოგადოება
სოსო გიორგაძე WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს შეხვდა - მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და WIPO-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი პროექტები
ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შეხვდა WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 11:28
მსოფლიო
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ხანძარი გაჩნდა გოლოსეევის რაიონში მდებარე საწყობებში, დარნიცკის რაიონში კი ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. კლიჩკოს ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან.


