28 დეკემბერი 2021, 18:06 / სანდო წყარო

ვიქტორ სირელსონი: ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცხოვრება წარმატებული ყოფილიყო

ვიქტორ სირელსონი

ვიქტორ სირელსონი

განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიაზე, საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მფლობელი აშშ-ის მოქალაქე ვიქტორ სირელსონი გახდა, რომელიც 1996 წლიდან მხარს უჭერს ამერიკაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მან ქალაქ ნიუ-იორკში დააარსა ქართული კულტურის ცენტრი „Dancing Crane”.

„ვიქტორ სირელსონის მეშვეობით ქართულმა კულტურამ აშშ-ში მრავალი თაყვანისმცემელი შეიძინა. ქართული კულტურის ცენტრთან წარმატებით ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, მუსიკის სკოლა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი „ზეკარი“ და ნიუ-იორკის ქართული თეატრი. ვიქტორ სირელსონის ბოლო პროექტია „ქართული იავნანა“, რომელიც მან ნიუ იორკის (ბრუკლინის) ფოლკლორული ხელოვნების ფონდისთვის შექმნა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ყოფილიყო წარმატებული და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამის გაკეთება შევძელი ნიუ-იორკის ხელოვნების საზოგადოებასთან ერთად. პირველ რიგში მადლობას ვუხდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფასებისთვის, ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს, მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებში არსებულ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს მუშაობას ქართველებისა და საქართველოს პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა ვიქტორ სირელსონმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

სირელსონის თქმით, ახლა ნიუ-იორკში ბევრმა იცის იცის საქართველოს შესახებ, რაც მას დიდ სიხარულს გვრის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ ამერიკაში მოღვაწე მსახიობს და რეჟისორს ირაკლი კავსაძეს, პიანისტ ლექსო თორაძეს და თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელს ომარ ფარუქ დემირთაშს. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე და ოქსფორდში ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი ლია ჩოკოშვილი.

სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა წარმატებულ ქართველ კიკბოქსიორს გიგა ჭიკაძეს, ხოლო სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოები გადასცეს ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მამუკა წერეთელს და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს და მეცენატს ნოდარ გიორგაძეს.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მფლობელები გახდა ხატია ხაბულიანი, რომელიც ეხმარება რუსთავის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს და ნიდერლანდებში ჩაატარა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი და ვიქტორ სირელსონი, რომელიც 1996 წლიდან მხარს უჭერს ამერიკაში წასულ ქართველ ხელოვანებს და დააარსა ქართული ცეკვისა და სიმღერის არაერთი ჯგუფი. ხოლო ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი ჯილდოები გადაეცათ ენდერს ვინბუშს, რომელიც 90-იანი წლებიდან არის საქართველოს ლობისტი ამერიკაში და ლასლო ბორჰის, რომელმაც ბუდაპეშტის უნივერსიტეტში დააარსა ქართველოლოგიის კათედრა.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით“, - წერია უწყების ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა

მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:38

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის გავლით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი

გავაგრძელებთ რეგიონში, ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს

სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკას.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე

„ის, რაც მანამდე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ორგანიზდებოდა, დღეს გადართულია ევროკავშირზე. თუ ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივების, მტრობის, არეულობის სცენარებს წერდა, მას შემდეგ, რაც ტრაპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა, ეს ყველაფერი არის ევროკავშირის მხრებზე. ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს, დაორგანიზდეს. ეს არის ცივილიზაციურ უფსკრულზე როდესაც ვსაუბრობთ. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

17 აპრილი 2026, 12:12

საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იგეგმება საველე მოსამზადებელი ცენტრის შექმნა, რაც ადგილზე უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, სამოქალაქო რაზმების გადამზადებასა და ჩამოყალიბებას

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდნენ.

17 აპრილი 2026, 12:07

საზოგადოება

გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ დარენ ბიტთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 12:05

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურო ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ უარყოფით და ცილისმწამებლურ განცხადებებს ჰპასუხობს.

17 აპრილი 2026, 12:00

მსოფლიო

მედია: პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კიდევ ერთი გამოკითხვის ლიდერი გახდა

გერმანიაში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. ინფორმაციას გერმანული მედია ZDF Politbarometer-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 11:55

რეგიონი

რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალ შენობას ააშენებს

რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

17 აპრილი 2026, 11:42

პოლიტიკა

მომსახურების სააგენტო: ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი, აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ფრიდრიხ მერცი

17 აპრილი 2026, 11:36

მსოფლიო

POLITICO: გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გააგზავნოს

გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გაგზავნოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 11:27

მსოფლიო

ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აპრილი 2026, 11:15

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

დავით ქართველიშვილი

17 აპრილი 2026, 11:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით

„ფულადი გზავნილები აღარ არის მიბმული ერთ გეოგრაფიულ ცენტრზე და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებას შორის, რაც ამცირებს გარე შოკებისადმი მოწყვლადობას,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფულადი გზავნილების გეოგრაფიის ანალიზს აკეთებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოსკენ მომართული ფინანსური ნაკადების ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ გზავნილებში არ არის დომინანტი ქვეყანა და არეალი გაფართოებულია.

17 აპრილი 2026, 11:06

კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი

წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.

17 აპრილი 2026, 10:54

მსოფლიო

რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის ფედერაციის მიერ გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:35

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ვ.მ. და იმავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:35

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის, თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტ - „Cellebrite C2C”- ში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

17 აპრილი 2026, 10:32

მსოფლიო

Financial Times: სტარმერი და მაკრონი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხზე უმასპინძლებენ სამიტს, რომელზეც ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არ მიიწვიეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს სამიტს გამართავენ, რათა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გეგმა შეიმუშაონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.