14 თებერვალი 2022, 12:02 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტებზე მაღალი ფასები მიუღებელია, ჩვენ გამოსავალი მარტივად ვიპოვეთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მედიკამენტებზე მაღალი ფასები მიუღებელია, ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდა, გამოსავალი მარტივად ვიპოვეთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მარტიდან დაინერგება ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადრე არსებული ბარიერები მოიხსნა და მაგალითად, მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღების ვადა 45 სამუშაო დღიდან 7 დღემდე შემცირდა.

„მე ვიცი, რომ ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე მუშაობენ აქტიურად, რომ შემოიტანონ ხარისხიანი, იაფი მედიკამენტები თურქეთიდან და ჩემი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა. ესეც შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ რეალურად, ეს ხარჯები დიდ ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას, მაღალი ფასები მედიკამენტებზე აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ამაზე ჩვენ რეაგირებაც გვქონდა და გამოსავალიც ვიპოვეთ მარტივად. დანარჩენი, რაც ბატონ ზურას აქვს დაწყებული პროცესი, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვას, ეს ყველაფერი პროცესშია, ძალიან მალე, მარტიდან ჩაეშვება, ჩემი ინფორმაციით და ვფიქრობ, ეს შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას. იმპორტიორებს უნდა გავუხსნათ გზა. მე ვიცი, რომ ბარიერები, რომლებიც არსებობდა მანამდე, მაგალითად, 45 სამუშაო დღე სჭირდებოდა მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღებას. ეს 7 დღემდე შევამცირეთ და გვინდა, რომ ბაზარი მაქსიმალურად გავხსნათ, რომ მეტმა შემოიტანოს, მეტი კონკურენცია იყოს, ნაკლები ფასები იყოს მედიკამენტებზე და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს დაუზოგავს თანხებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

17 ივლისი 2026, 16:29

საზოგადოება

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 213 049 ლარი ჩამოაწერა, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 83 456 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 29 310 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 100 281 ლარი.

17 ივლისი 2026, 16:25

საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს ორი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა, ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ კომისიამ ამჯერად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის ჯარიმა - 5000 ლარი დააკისრა.

17 ივლისი 2026, 16:16

რეგიონი

ბათუმის N4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

550 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო სპორტული მოედანი და სკოლის ეზო. ასევე, მოწესრიგდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

17 ივლისი 2026, 15:47

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა. საბჭოს სხდომასა და საქართველოსთვის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.

17 ივლისი 2026, 15:47

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

ენდი ბერნემი

17 ივლისი 2026, 15:34

მსოფლიო

ენდი ბერნემი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გახდა

ლონდონში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მზად არის ლიდერობისთვის, ხალხს „იმედის დაბრუნებას“ დაჰპირდება და თავის წინამორბედი, კირ სტარმერი შეაქო.​ ბერნემი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ შევა მის მინისტრთა კაბინეტში.

17 ივლისი 2026, 15:16

საზოგადოება

გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში საზღვარგარეთ დისტანციურად შეისწავლიან ქართულ ენას.

17 ივლისი 2026, 15:05

ჯანდაცვა

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი გულისხმობს, აღნიშნული მიმართულებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე - საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

17 ივლისი 2026, 14:54

სამართალი

გიორგი კვიცარიძე, რომლის შიმშილობასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გავრცელდა, სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის და ის ამ დანაშაულისთვის ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრების გასაჯაროებამდე, 2025 წლის 31 დეკემბერს დააკავეს

სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ IT-სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები მოიპოვა, ქუთაისის ციხეში რამდენიმე დღეა შიმშილობს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით თითქოს მას კადრების გაქრობით სასჯელის შემცირებას სთავაზობენ.

17 ივლისი 2026, 14:52

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს.

ცოტნე კობერიძე

17 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე: როცა ვა ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა - მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს

ზოგადად, პოლიტიკას აცოცხლებს, როცა ის ინსტიტუციებში რუტინულად არსებობს ან თუ არ არსებობს, არჩევნების დროს ცოცხლდება. ახლა როცა საპრეზიდენტო არჩევნები ამოგდებულია და ის პირდაპირი წესით აღარ არსებობს, აღმოაჩენ, რომ ადგილობრივ არჩევნებსა და უახლოეს საპარლამენტო არჩევნებს შორის სამი წელია. იქამდე პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მუდმივად იტყუება, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამით გადარჩენას ცდილობენ“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“.

17 ივლისი 2026, 14:46

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე დებედაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

17 ივლისი 2026, 14:42

კულტურა

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერეს ხელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შორის გამართული გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.

17 ივლისი 2026, 14:42

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ისევ დაარტყა, თეირანში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ იუწყებიან

ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სამხედრო ძალებმა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით განახორციელეს. საჰაერო თავდასხმების სამიზნე ათობით სამხედრო ობიექტი იყო.

17 ივლისი 2026, 14:33

სამართალი

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ თამაზ კვანტიძე სამართალდამრღვევად ცნო

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ თამაზ კვანტიძე სამართალდამრღვევად ცნო და1500 ლარის ჯარიმა დააკისრა

17 ივლისი 2026, 14:31

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი. კერძოდ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ“.

გიორგი გამსახურდია

17 ივლისი 2026, 14:30

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ჰქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას, ერთი, რეზიდენციაში ხმაურს არ უნდოდა შეეწუხებინა და მეორე, მის ხარჭას, სოფოს თემა გაუკეთა, "გაუსწორა " ანუ, სახელმწიფოს ხარჯზე

რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ჰქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას, ერთი, რეზიდენციაში ხმაურს არ უნდოდა შეეწუხებინა და მეორე, მის ხარჭას, სოფოს თემა გაუკეთა, გაუსწორა ანუ,- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს სოციალურ ქსელში.

არჩილ გორდულაძე

17 ივლისი 2026, 14:28

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია - ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს და ეს ვერ დასრულდება, თუ სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან

საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალს, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობდა.

17 ივლისი 2026, 14:26

მსოფლიო

ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

სიცხის, ქარისა და დაბალი ტენიანობის ფონზე, ესპანეთში სამ აქტიური ტყის ხანძარს ებრძვიან, ხოლო ერთი ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხერხდა. ყველაზე სერიოზული ვითარებაა სარაგოსას პროვინციის სინკო-ვილიასის რაიონში - ეს ხანძარი ქვეყანაში წლის ყველაზე მასშტაბურ კერად იქცა მას შემდეგ, რაც 12 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ევაკუირებულია 6 დასახლებული პუნქტი.

დმიტრო კულება

17 ივლისი 2026, 14:15

მსოფლიო

დმიტრო კულება: თუ არსებული კრიზისის მიზეზი ფედოროვთან შეუთავსებლობაა, სირსკიც უნდა წავიდეს

„თუ არსებული კრიზისის მიზეზი ფედოროვთან შეუთავსებლობაა, სირსკიც უნდა წავიდეს. მთავარია, პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც პოლიტიკოსები აწარმოებენ, არ წავაგოთ ომი, რომელშიც ქვეყანა იბრძვის“, - დაწერა კულებამ.