მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად ქვეყანაში იმყოფებიან მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გამოცემების წარმომადგენლები, მათ შორის არიან: The New York Times-ი, Forbes-ი, BBC-ი, Independent-ი და ა.შ
მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ საერთაშორისო მედიატურზე ისაუბრა, რომელშიც 7 ჟურნალისტი და ბლოგერი მონაწილეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის სწორ პოზიციონირებისა და პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
„ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩამოვიყვანოთ ისეთი ჟურნალისტები და ბლოგერები, რომლებიც გავლენიანები არიან, ჰყავთ ბევრი გამომწერი, მაგრამ მეორე მხრივ, ის გამოცემები, რომლებშიც ჩვენი ქვეყნის შესახებ სტატიები მოხვდება, მილიონობით ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად ქვეყანაში იმყოფებიან მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გამოცემების წარმომადგენლები, მათ შორის არიან: The New York Times-ი, Forbes-ი, BBC-ი, Independent-ი და ა.შ. ასეთი ცნობილი გამოცემები პრესტურის შედეგად გამოაქვეყნებენ სტატიებს ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების შესახებ და ეს ყველაფერი პირველ რიგში დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს და მილიონობით ადამიანმა ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში გაიცნოს საქართველო კიდევ უფრო კარგად და ამან მეტ მოგზაურს გაუჩინოს სურვილი და მოტივაცია, რომ აირჩიონ საქართველოში მოგზაურობა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 20:40
ეკონომიკა
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა.
11 ივნისი 2026, 20:35
პოლიტიკა
ოპოზიციის ავტოკრატია - „ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და დაუსრულებელი შიდაკონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და ავტოკრატია ოპოზიციაში. სააკაშვილის მიერ დაანონსებული პარტიული განახლება თავმჯდომარის ჩანაცვლება აღმოჩნდა.
11 ივნისი 2026, 20:18
სამართალი
ბრძოლა უკანონო ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს. ხელისუფლება მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო ბიზნესაქმიანობა და ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ მოხმარება დასჯადია. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს.
11 ივნისი 2026, 20:13
სამართალი
ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია და ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ათეულობით ადგილას ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია. ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება ათეულობით ადგილას ჩატარდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აჭარაში დააკავეს.
11 ივნისი 2026, 19:59
მსოფლიო
ირანული მედია: ირანის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს.
11 ივნისი 2026, 19:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
11 ივნისი 2026, 19:52
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას.
11 ივნისი 2026, 19:47
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 19:37
მსოფლიო
რომის პაპმა გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო
რომის პაპმა ლეო XIV-მ ხუთშაბათს ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიაზე ვიზიტისას მკაცრად გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ „გულგრილობის“ გამო.
11 ივნისი 2026, 19:28
რეგიონი
უშგული-ლასდილის და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ189+200 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტოს მოძრაობა აკრძალულია.
11 ივნისი 2026, 19:21
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
11 ივნისი 2026, 19:15
მსოფლიო
ზელენსკი ლგბტ თემზე: ჩვენ გვაქვს თანაბარი უფლებები, მიუხედავად იმ ადამიანების ყოველგვარი ცრურწმენისა, რომლებიც მომიტევეთ და მე-15 საუკუნეში ჩარჩნენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საზოგადოებასთან ღიად არის საჭირო საუბარი ტოლერანტობასა და ლგბტ თემზე, რადგან ყველას თანაბარი უფლებები აქვს.
11 ივნისი 2026, 18:59
მსოფლიო
ირანის მაღალჩინოსნები: აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია
აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია, - განაცხადეს ირანის მაღალჩინოსნებმა.
11 ივნისი 2026, 18:56
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
11 ივნისი 2026, 18:45
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: უნდა გვახსოვდეს, ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია - საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება
საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და აცხადებს, რომ უკრაინელებივით ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია.
11 ივნისი 2026, 18:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა და ამავე კომიტეტის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ ნიუ-იორკში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მე-19 სესიის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
11 ივნისი 2026, 18:28
ეკონომიკა
ალექსანდრე გაჩეჩილაძე: Dan Air იქნება ევროპიდან რიგით მე-17 ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ფრენებს განახორციელებს
საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია ემატება. რუმინული Dan Air თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულებას მომავალი თვიდან შეუდგება.
11 ივნისი 2026, 18:27
პოლიტიკა
გია ვოლსკი: საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა, თუ არა საზარბაზნე ხორცი
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა თუ არა საზარბაზნე ხორცი,- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა" ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტით მანიპულირების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას.
11 ივნისი 2026, 18:24
მსოფლიო
უეფას გადაწყვეტილებით, სომალელი მსაჯი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს, აგვისტოში უეფას სუპერთასის ფინალს გაუძღვება, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან
სომალელი მსაჯი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს, აგვისტოში უეფას სუპერთასის ფინალს გაუძღვება, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან.
11 ივნისი 2026, 18:22
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დასხდომა და გაანალიზება, როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთთანამშრომლობა
რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დასხდომა და გაანალიზება, როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთთანამშრომლობა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას.


