კახა კალაძე: ვიცი, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში და ამის მიუხედავად მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ უკრაინელ დებს და ძმებს - გენაცვალეთ ადამიანობაში
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ბელიაშვილის N5-ში გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისის მერმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ქველმოქმედებაში ჩართულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს კი მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ჩართულია ამ პროცესში და გვერდში უდგას უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მინდა, მადლობა გადავუხადო, ასევე, იმ რიგით მოქალაქეებს, ვინც შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გამოხატა მხარდაჭერა. გულწრფელად ვუხდი მადლობას ყველას, რადგან ვიცი, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ უჭირს მოსახლეობას და ამის მიუხედავად მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ უკრაინელ დებს და ძმებს. გენაცვალეთ ადამიანობაში, გულში ყველას ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.
დღეს, აქ წარმოდგენილია კომპანია „არქის“ მიერ მოტანილი 500 ყუთი. ეს არის საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები. ასევე, კომპანია „მაგნიტმა“ წარმოადგინა სხვადასხვა დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი შეგროვდება და უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით გაიგზავნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით, არაერთ ჰუმანიტარულ პროგრამას ახორციელებს.
„ჩვენ სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ითავა საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელების დაბინავება და კვებით უზრუნველყოფა. ჩვენ, ასევე, შევეხიდეთ იმაში, რომ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ მუნიციპალური ინფრასტრუქტურით. ეს არის საცურაო აუზები, თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სპორტული ცენტრები. ასევე, უფასოდ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად, გვერდით დავუდგებით ჩვენს დებს და ძმებს, თუმცა ყველაზე მთავარი რაც არის - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ანგარიშის სახაზინო კოდია 300778800. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 23:45
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ისრაელზე: მათ სისტემაში არსებობენ ადამიანები, და ჩვენ ამაში ეჭვიც არ გვეპარება, რომლებიც ამერიკული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობენ, რათა ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისრაელის მთავრობის ცალკეული ჯგუფები ირანთან ომის შესახებ აშშ-ის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კამპანიის ორგანიზებასა და კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული მოლაპარაკებების საბოტაჟში დაადანაშაულა, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
16 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას, არის ქვეყნები, რომლებიც 15 წელია, არიან მოლაპარაკებების რეჟიმში, მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მათ ნაწილს საერთოდ არავითარი პროგრესი არ აქვს
ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
16 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამის დასტურია თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი
თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ვიზიტები შედგა ასევე საქართველოდან შუა აზიის ქვეყნებში და შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში და ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ ძალიან პრინციპულ შეთანხმებას მოეწერა ხელი - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთთან და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას უზბეკეთთან.
16 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, - განაცხადასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
16 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას
სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
16 ივლისი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გეოგრაფია გვასწავლის იმას, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლურ სივრცესთან, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრებაც კი გაუჭირდა ევროკავშირის ბიუროკრატიას
გეოგრაფია გვასწავლის იმას, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლურ სივრცესთან, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრებაც კი გაუჭირდა ევროკავშირის ბიუროკრატიას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის აქტიური პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით მუდმივად მზარდი იყოს.
16 ივლისი 2026, 22:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ძალადობრივ პროტესტთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადებაზე: ბრიუსელი უტიფრად გვიმტკიცებს, რომ ეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად გასასაღებელიაო
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მინისტერიალის მონაწილეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ აქ ხართ, რადგან თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან პოლიტიკურ ლიდერებს, სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციელებს, ვითარება უარესდება, მისი იგნორირება აღარ შეიძლება“.
16 ივლისი 2026, 22:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სულიერი კერაა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
16 ივლისი 2026, 22:33
მსოფლიო
რუბიო 2020 წლის საპროტესტო აქციებზე აშშ-ში: ალბათ ყველას გახსოვთ ეს, გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს წამყვანი დგას ცეცხლის ალში გახვეულ უბანში, ხოლო ეკრანის ქვედა ზოლზე წარწერა ამბობს, რომ პროტესტი „ძირითადად მშვიდობიანია“ - ეს იყო რაღაც ორმაგ სტანდარტზე უარესი, ეს ეპოქა უნდა დასრულდეს
პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 2020 წლის ზაფხულის მოვლენები გაიხსენა და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მიმართ არსებული ორმაგი სტანდარტები მკაცრად გააკრიტიკა.
16 ივლისი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით მინისტერიალის დაწყებამდე გადაღებულ ერთობლივ ფოტოზე
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“.
16 ივლისი 2026, 21:48
მსოფლიო
რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილი მინისტერიალის მონაწილეებს: აქ იმიტომ იმყოფებით, რომ თქვენს ქუჩებში პოლიტიკურ ლიდერებს თავს ესხმიან და ესვრიან - იმიტომ, რომ თქვენი ბიზნესები ააფეთქეს, რკინიგზაზე საბოტაჟი განახორციელეს, პოლიციელებს კი სასტიკად გაუსწორდნენ და დაწვეს
პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა დასავლურ ქვეყნებში მზარდი პოლიტიკური ძალადობა და განაცხადა, რომ დროა, „ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს“.
16 ივლისი 2026, 21:26
მსოფლიო
POLITICO: ევროკომისია ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულოს საკანონმდებლო პროცესი ლობირების სფეროს რეფორმირების კუთხით, მათ შორის ლობისტთა სავალდებულო საჯარო რეესტრის შემოღების გზით
ევროკომისია ესპანეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები რეფორმების დასაჩქარებლად, რაც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას, გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებასა და ანტიკორუფციული მექანიზმების განმტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.
16 ივლისი 2026, 21:09
მსოფლიო
The Telegraph: თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის პოპულარული მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რამაც მთავრობისა და სამხედრო ელიტის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა გამოიწვია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო“.
16 ივლისი 2026, 20:51
პოლიტიკა
მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება - 8 ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
16 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
გვარამია ომისკენ - უკრაინის მძიმე რეალობის სასურველად წარმოჩენის ავტორი მედიასთან არ ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრილიონიანი სესხი ომის ნანგრევებისთვის. უკრაინის მძიმე რეალობის სასურველად წარმოჩენის ავტორი მედიასთან არ ჩანს.
16 ივლისი 2026, 20:46
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა.
16 ივლისი 2026, 20:40
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალზე, რომლის ინიციატორი და მასპინძელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე
დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის მინისტერიალთან დაკავშირებით, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი ესწრება.
16 ივლისი 2026, 20:35
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ ხე სიაოცუენს შეხვდა.
16 ივლისი 2026, 20:33
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრიარქის, ასევე ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საჯაროდ შეურაცხყოფისათვის მოქალაქეები დაჯარიმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრიარქის, ასევე ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საჯაროდ შეურაცხყოფისათვის მოქალაქეები დაჯარიმდნენ. დღეს კიდევ რამდენიმე პროცესი შედგა.
16 ივლისი 2026, 20:25
მსოფლიო
მარკო რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე: პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს
ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უმასპინძლა შეერთებული შტატების მინისტერიალს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების თემაზე.


