თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან 5 წელი შესრულდა
ფოტო: Shutterstock.com
2017 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მიიღო. ასე დაედო საფუძველი პროცესს, რომელმაც საქართველო თამბაქოსგან სრულიად თავისუფალი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მიიყვანოს.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონის აღსრულება 2018 წლის პირველ მაისს დაიწყო, თამბაქოს კონტროლის რეფორმების დადებით შედეგებს უკვე ვიმკით: საზოგადოების გაუმჯობესებული ჯანმრთელობით, მოზარდებში პასიური მწეველობის უმძიმესი ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირებით, მოწევაზე თავის დამნებებელთა და დანებების მსურველთა სიმრავლით და სხვა.
რეფორმის ყველაზე მასშტაბური შედეგია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება. ე.წ. სამასპინძლო დაწესებულებებში თამბაქოს კვამლის გაქრობის პირდაპირპროპორციულად იმატა სტუმრებმა და არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის მომხრე ექსპერტების „შიში“, თითქოს დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა ბიზნესს დააქცევდა. არც თამბაქოს ნაწარმის გარერეკლამის აკრძალვამ დაასამარა სარეკლამო ბიზნესი, ბილბორდები სხვა ბიზნესის რეკლამამ ჩაანაცვლა.
რამდენადაც თამბაქოს კონტროლის რეფორმები შედეგიანია, იმდენად აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია პოზიციების აღდგენის, შენარჩუნების, ბაზარზე ახალი სეგმენტის შექმნის და გამრავლების მიზნით. თამბაქოს მწარმოებლები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აცხადებენ, რომ სიგარეტი მართლაც კლავს და თუ მოწევა გსურთ, ელექტრონულ და გასახურებელ სიგარეტს მიეძალეთო, რომელიც მათი თქმით, მოწევის ჯანსაღი ალტერნატივაა. მოწევის ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა კი, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებაზე სრულად უარის თქმაა, რისთვისაც სახელმწიფო სხვადასხვა სერვისებსა და პროგრამებს სთავაზობს მოწევაზე თავის დანებების მსურველთ.
მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება მწეველობის, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მიმართ. მწეველებიც კმაყოფილი აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში თამბაქოს ბუღი აღარ აწუხებთ.
დასანანია, რომ ხშირ შემთხვევაში მოწევის წესის დამრღვევები არა რიგითი მოქალაქეები, არამედ, ე.წ. ცნობადი სახეები არიან. ასეთი დამრღვევები აპრილის თვეშიც დაფიქსირდნენ. მონიტორინგის სამსახურმა, რომელიც ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ყოველთვიურად რანდომული პრინციპით შერჩეულ დაწესებულებებს (მინ. 400 დაწესებულება) ამოწმებს, თამბაქოს კანონის აღსრულებას აფასებს და საინფორმაციო და კვლევით სამუშაოებს ეწევა, 112-ის მობილური აპლიკაციით აღმასრულებლები გამოიძახა შემდეგ დარღვევებზე: ტ/კ „პირველის“ შენობაში ტელეწამყვანი ირინა ონაშვილი ელექტორნულ სიგარეტს მოიხმარდა. კანონის თანახმად, დახურულ სივრცეში ნებისმიერი ტიპის და ტექნოლოგიის თამბაქოს ნაწარმის მოხმარება იკრძალება. თბილისში, დარიალის 14-ში მდებარე კაფე-რესტორან „ბროწეულებში“ მომღერალი ანრი ჯოხაძე და უცნობი ქალბატონი ეწეოდნენ. მოწევის ფაქტი დაფიქსირდა ტ/კ „რუსთავი2“-ის საგრიმიოროშიც. ყველა აღნიშნული ფაქტი გადაეცა პოლიციის შესაბამის განყოფილებებს, ისევე, როგორც სამასპინძლო ბიზნესის კუთვნილ სივრცეში მოწევის წესის დარღვევის სხვა ფაქტები: გორში, კაფე „ლა ავენიუში“ , თბილისში, კაფე „მასკიში“ (ეწეოდნენ ჩილიმს, რაც პირველი შემთხვევა არ იყო და საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა ობიექტი 2000 ლარით) მარნეულში, ნარიმანოვის 4-ში მდებარე კაფეში ასევე ეწეოდნენ ჩილიმს, მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობაში დაცვის თანამშრომლი ელ. სიგარეტს მოიხმარდა. ამ და სხვა ფაქტებზე რეაგირება მოახდინეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც პერიოდულად სასწავლო ტრენინგებს გადიან მონიტორინგის სამსახურის დახმარებით. მოწევის წესის დარღვევები ყოველთვიურად მცირდება და ვიმედოვნებთ, ჯიუტი დამრღვევები მიხვდებიან, რომ თამბაქოს კონტროლის კანონი დახურულ სივრცეში ერთნაირად კრძალავს მოწევას, საქართველოში, ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში, სადაც კანონის დარღვევისთვის ბევრად უფრო მაღალი ჯარიმებია გადასახდელი და საერთოდაც მოწევა კარგ ტონად არ ითვლება“, - აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 23:01
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.
01 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.
01 სექტემბერი 2026, 22:07
სამართალი
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
01 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.
01 სექტემბერი 2026, 21:58
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში
ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:50
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად
სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:34
კულტურა
თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.
01 სექტემბერი 2026, 21:24
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:21
მსოფლიო
აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა
აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.
01 სექტემბერი 2026, 21:16
მსოფლიო
მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.
01 სექტემბერი 2026, 20:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.
01 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:47
საზოგადოება
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.
01 სექტემბერი 2026, 20:42
საზოგადოება
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:38
საზოგადოება
საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 20:34
საზოგადოება
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან უკვე ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის უფასოა. სასკოლო ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.
01 სექტემბერი 2026, 20:31
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები - აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი შემოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის - აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებს, ბელგიური კომპანია უკვე ორი სპეციალიზებული ხომალდით ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 20:28
სამართალი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
01 სექტემბერი 2026, 20:27
მსოფლიო
ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი დღე და პოლიტიკური განცხადებები სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური კრიზისი ევროპაში და ამ კონტექსტში ისლანდიის მაგალითი იყო პოლიტიკური განცხადებების ერთ - ერთი თემა პარლამენტში.


