ევროკავშირის ელჩი: როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით - ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარადაა ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში
კარლ ჰარცელი
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელ, რომელიც გურიას სტუმრობდა, ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ჩემი ელჩად ყოფნის პერიოდში, უკვე მესამედ მომეცა გურიაში ჩამოსვლის შესაძლებლობა. როგორც ყოველთვის, ამ ვიზიტების მიზანი ჩვენი თანამშრომლობის შედეგების შესწავლა და იმის გარკვევაა, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისათვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად. ამჯერად, მე ყურადღებას ვამახვილებ ახალგაზრდებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ჩვენი სტრატეგიის ეს ორი მთავარი ელემენტი საქართველოს მოდერნიზებასა და ევროპასა და მსოფლიოში საკუთარი ღირსეული ადგილის დაკავებაში ეხმარება. დღეს მე სკოლაში დავბრუნდი. ეს არის ადგილი, საიდანაც პროფესიისა და სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზა იწყება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, მათთან ამბიციებსა და გამოწვევებზე საუბარი და ევროკავშირის შესახებ შინაარსიანი დისკუსიის გამართვა. როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით. ჩვენი დღევანდელი საუბრებიდან ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარად არის ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში, რაც მისი მომავლის მიმართულებას მკაფიოდ განსაზღვრავს“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 13:54
ეკონომიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო - ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტში „ტავ ჯორჯია“150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. აღნიშნული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 13:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს
ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.
13 ივლისი 2026, 13:52
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 13:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში - დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000 - უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები
გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 13:42
პოლიტიკა
ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ქსავიე ბეტელი: საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ამასთან, თუ ჩვენ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას
საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
13 ივლისი 2026, 13:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება შუშაში, გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს“. ალიევმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი ბაქოზე უსაფუძვლო თავდასხმებში დაადანაშაულა.
13 ივლისი 2026, 13:38
პოლიტიკა
თეონა ბაღდავაძე თამარ ჩერგოლეიშვილზე: ბოროტებას რომ სახე ჰქონდეს ეს ქალი იქნება
კომუნიკაციების სპეციალისტი, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე თეონა ბაღდავაძე „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერზე, თამარ ჩერგოლეიშვილზე ამბობს, ბოროტებას რომ სახე ჰქონდეს სწორედ ის იქნება.
13 ივლისი 2026, 13:34
პოლიტიკა
პრემიერი: ეუთო/ოდირთან კონფლიქტი აქვს ადგილობრივ აგენტურას, ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან
კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 13:31
ეკონომიკა
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს.
13 ივლისი 2026, 13:30
საზოგადოება
ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 13:29
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
13 ივლისი 2026, 13:19
პოლიტიკა
პრემიერი: კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს, ყველამ იცის, რომ ათი ათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ახსნა ვერ ექნება
ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა, თითქოსდა კასრებში იარაღი ინახებოდა.
13 ივლისი 2026, 13:17
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა მცდელობა, საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოატყუეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას
ყველა მცდელობა საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
13 ივლისი 2026, 13:14
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტობრივად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტრუქტურას, მიუხედავად პროცედურული შესაძლებლობისა, მიღებული დოკუმენტის გადახედვის პოლიტიკური მზაობა არ აქვს.
13 ივლისი 2026, 13:11
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით, საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად
ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30% და დღეს არის შემცირებული დაახლოებით 17.5%-მდე, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას
ყველა ობიექტური კვლევა საქართველოს სათანადოდ აფასებს, სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, იქ ყველა აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ ეფექტიანობას, ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროპის პარლამენტის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური კრიზისებისადმი მედეგობის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ სამ ქვეყანაში საქართველოს დასახელებას შეეხებოდა.
13 ივლისი 2026, 12:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ძალიან მაღალია, პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ზრდა დაახლოებით 8%-ია, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება
მთლიანობაში, ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი, გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები, ზრდა არის დაახლოებით 8%-ი და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე და კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა
არის ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20 %-ზე და არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100 %-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
13 ივლისი 2026, 12:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ
ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიპ სტეიტი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მტკიცედ მხარი „ქართულ ოცნებას“
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ-პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ა.შ. - სწორედ ასეთია „დიპ სტეიტის“ მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


