მანანა ძმანაშვილი მიწისძვრებზე: შეშფოთების საგანი მაინც და მაინც არ გვაქვს, იმიტომ რომ ამის გამომწვევი მიზეზები არის ის ტექტონიკური რეალობა, სადაც საქართველოს უწევს არსებობა
მანანა ძმანაშვილი
ფოტო: IMEDI
ბოლო მონაცემებით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგები არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგები შესაძლოა კიდევ განმეორდეს. სპეციალისტების თქმით, რეგიონში არსებული სეისმური აქტივობა შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს.
„1 წელზე მეტია, რაც ამ რეგიონში გააქტიურებულია სეისმური პროცესები. თუმცა ჯავახეთის ზეგანი ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ აქტიურ სეისმურ კერად, რაჭასთან ერთად. მაგრამ შარშანდელი ზაფხულიდან, უფრო მეტი აქტივობა ფიქსირდება ნამდვილად. შეშფოთების საგანი მაინც და მაინც არ გვაქვს, იმიტომ, რომ ამის გამომწვევი მიზეზები არის ის ტექტონიკური რეალობა, სადაც საქართველოს უწევს არსებობა. ეს არის ევრაზიისა და არაბეთის ფილების შეჯახების რღვევის ადგილი. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, აქ საშუალო რანგის მიწისძვრებია“, - განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსმა მანანა ძმანაშვილმა.
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დღეს რამდენჯერმე დაფიქსირიდა. სეისმური მონიტროინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით სამ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ბიძგები ექვსჯერ განმეორდა.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 10:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
19 ივნისი 2026, 10:20
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:18
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები.
19 ივნისი 2026, 10:04
სპორტი
კანადამ კატარი 6:0 გაანადგურა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის ფარგლებში კანადისა და კატარის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 6:0 კანადელების სასარგებლოდ დასრულდა.
19 ივნისი 2026, 09:48
მსოფლიო
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ინიციატივით ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებული დოკუმენტიდან ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ამოიღეს.
19 ივნისი 2026, 09:38
კულტურა
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება.
19 ივნისი 2026, 09:33
მსოფლიო
Reuters: აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება
აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 09:27
სპორტი
ჩეხეთმა სამხრეთ აფრიკასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული A ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.
19 ივნისი 2026, 09:22
რეგიონი
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები დღეს გრანდიოზული კონცერტით წარდგებიან.
19 ივნისი 2026, 09:09
მსოფლიო
აშშ-ის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
ამერიკის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
19 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი და მერცი პუტინთან კომუნიკაციის გამო ევროკავშირს თავს დაესხნენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციის არხების გახსნის გამო ევროკავშირი გააკრიტიკეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 08:55
მსოფლიო
ავსტრიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებს მხარს უჭერს
ავსტრიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, - განცხადება კრისტიან შტოკერმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა. როგორც ავსტრიის მთავრობის მეთაურმა განმარტა, ნებისმიერი მშვიდობა მოლაპარაკებებით იწყება და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ ის პოზიტიურად არის განწყობილი.
19 ივნისი 2026, 08:48
მსოფლიო
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და მიგრაციის საკითხებზე მსჯელობენ.
19 ივნისი 2026, 08:34
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა
ამერიკის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნა.
19 ივნისი 2026, 08:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ-ს ირანისთვის 300 მილიარდი დოლარი არ გადაუხდია, ეს ყალბი ამბავია
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შეერთებულმა შტატებმა ირანს 300 მილიარდი დოლარი გადაუხადა, სიმართლეს არ შეესაბამება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
19 ივნისი 2026, 08:12
პოლიტიკა
შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თუ ნეიტრალური ხარ, უკვე მტერი ხარ, ეს არის მათი თამაშის წესები და სამწუხაროდ, აქამდე მივიდა განვითარების ბოლო ეტაპზე ევროკავშირი
თუ ნეიტრალური ხართ, უკვე მტერი ხართ. რომ დაიმსახურო მათი შექება, უნდა იყო მათი პირდაპირი ხაზის გამტარებელი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერს.
19 ივნისი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
19 ივნისი 2026, 01:04
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს
ბულგარეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს, რადგან ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, გარდა ამისა, მთავრობა არ ეთანხმება რუსი ეპისკოპოსის მიმართ დაწესებულ სანქციებს - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.
19 ივნისი 2026, 00:34
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმებასა და პირდაპირ მოლაპარაკებებს ნება დართო
ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ირანელ მომლაპარაკებლებს აშშ-თან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის უფლება დართო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „არ ნიშნავს მტრის შეხედულებების მიღებას“.
19 ივნისი 2026, 00:19
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სამინისტროს ყოველწლიური შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ გუნდს სპეციალურად განკუთვნილი თასი გადასცა, ხოლო ფეხბურთელები მედლებით დააჯილდოვა.


