24 ივლისი 2022, 16:35 / სანდო წყარო

მეუფე შიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით

მეუფე შიო

მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს ქადაგებით მიმართა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს წაკითხული სახარება იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი სულისთვის, რომ ეს ეპიზოდი წელიწადში ორჯერ იკითხება ეკლესიებში - დიდ მარხვასა და დღეს, სულთმოფენობიდან მეექვსე კვირას. მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ პარალიზებული ადამიანის სასწაულებრივი განკურნების შესახებ, რომელიც მისმა ოთხმა მეგობარმა მოიყვანა და მწოლიარე იყო სარეცელზე, საწოლზე მწოლიარე მდგომარეობაში მოიყვანეს უფალთან. და უფალი იესო ქრისტეს მას ასეთ სიტყვებს ეტყვის: „შვილო, ნუ გეშინია, გეპატიება შენი ცოდვები. შენ შეგიძლია, ადგე და გაიარო“. ასეთი სახარებაა, რომელიც ბევრ რამეზე გვაფიქრებს ჩვენ. ამ ადამიანს არ შეეძლო არც რწმენის გამოხატვა, არც საუბარი, საერთოდ, არაფერი უთქვამს მას, არც სინანულის გამოხატვა, არაფერი, მაგრამ აი, ეს რწმენა ჰქონდა მის ოთხ მეგობარს. და სახარება ამბობს, რომ უფალმა იხილა რა ეს სარწმუნოება მათი, ასე განკურნა ეს ადამიანი. მათ ჰქონდათ რწმენა იესო ქრისტესი, რწმენა მისი მაკურნებელი ძალისა და ამიტომაც მოჰყავთ იგი ქრისტესთან, მაგრამ მარტო რწმენა ვერ იზამდა ამ სასწაულს. რწმენასთან ერთად, ამ მეგობრებს ჰქონდათ დიდი სიყვარული ამ თავისი სნეული მეგობრისა, ძალიან უყვარდათ იგი. როგორც ჩანს, იგი იყო განსაკუთრებით მოსიყვარულე თავადაც და ძვირფასი ადამიანი, სანამ ჯანმრთელი იყო, მოასწრო და დათესა მათ გულებში დიდი სიყვარული და ერთგულება, რამაც აიძულა ისინი, ასე ემოქმედათ. ე.ი. ასეთი რწმენა და სიყვარული იხილა უფალმა.

აქედან, დღევანდელი სახარებიდან, პირველი დასკვნა ის არის ჩვენთვის, რომ ჩვენ შეიძლება ვევედროთ უფალს ადამიანთა გასაჭირის გამო, სნეულებათა გამო, განსაცდელთა გამო და უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი რწმენა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ, ახერხებს თუ არა უფალთან მოსვლას, გამოთქვამს თუ არა ამ სურვილს. შეიძლება ვერც გამოთქვამს და ვერც კი ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება მას დავეხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება ასეთი სარწმუნოება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. მაგრამ ამის პირობა არის სიყვარულიც, რომელიც აქ გამოვლინდა, რომ ჩვენში უნდა დათესოს ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა სიყვარული, რომ ჩვენც ასე ვიმოქმედოთ. ან ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ ასეთი სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით.

ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ შევძლოთ სიყვარულის გამოვლინებაც მოყვასთან მიმართ და შევძლოთ, ჩვენ თავად დავთესოთ სიყვარული მათ გულებში, იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ჩვენ დაგვეხმარონ და მხარში ამოგვიდგნენ გაჭირვების ჟამს. ასევე გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის.

აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება. ამასთან ერთად, კიდევ იმაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მხოლოდ სარწმუნოება და სიყვარული როდი იყო აი, ასეთი სასწაულებრივი განკურნების მიზეზი ამ პარალიზებული ადამიანისა. მაშ, რა იყო კიდევ ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ იესო ქრისტემ განკურნა იგი? - ეს იყო მისი სინანული, იმიტომ, რომ უფალი ეტყვის მას: „გეპატიება შენი ცოდვები“. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ცოდვების გამო მოიწია მასზე ეს სნეულება და ვინაიდან უფალი აპატიებს მას ცოდვებს, ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდა დიდი სინანული. მართალია, მან ეს ვერ გამოთქვა სიტყვიერად, ვინაიდან ავად იყო და არც შეეძლო ამის გამოთქმა, მაგრამ, ვიმეორებ, რადგან უფალი მას აპატიებს ცოდვებს, ეს ნიშნავს, რომ უფალმა დაინახა მასში ეს სინანული, უფალმა დაინახა მისი გამოსწორება დაინახა მისი სულიერი ფერისცვალება. სინანულიც სწორედ ეს არის. სინანული არ არის მხოლოდ, ნანობდე შენს შეცდომებს, არამედ არის სწორედ ფერისცვალება სულისა და გამოსწორება ადამიანისა. ეს უფალმა დაინახა და ამიტომ ეტყვის ასეთ საოცარ სიტყვებს.

აქედან კიდევ ერთი დასკვნაა ჩვენთვის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ სნეულებაც შეიძლება მოიწიოს ჩვენზე სხვადასხვა ცოდვის გამო, უშვებს ჩვენზე უფალი სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, შეიძლება ითქვას; ან თუ გნებავთ, სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, ცხოვრების აზრზე, არსზე, ჩვენს შეცდომებზე და გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, გამოვსწორდეთ ჩვენ და სულიერად ფერი ვიცვალოთ. აი, ამისთვის ეშვება სნეულებებიც და არა იმიტომ, რომ ადამიანი დაიტანჯოს ამ მიწიერ ცხოვრებაში. აი, ასეთი საოცარი სახარება წავიკითხეთ ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ შევისმინოთ და გულდასმით ვისმინოთ ეს სწავლება, რომელიც დღეს იყო მოცემული, სწავლება საღვთო სიყვარულზე, სწავლება სიყვარულის ძალაზე, სარწმუნოების ძალასა და სინანულის მნიშვნელობაზე, რომელსაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე პასუხს სცემს თავისი კაცთმოყვარეობითა და მოწყალებით, რომლისა არც დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

პიტერ მადიარი

31 აგვისტო 2026, 23:30

მსოფლიო

მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

31 აგვისტო 2026, 22:42

საზოგადოება

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.

კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 აგვისტო 2026, 22:05

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 21:57

პოლიტიკა

Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.

31 აგვისტო 2026, 21:50

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება

ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.

შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:32

პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.

31 აგვისტო 2026, 21:30

საზოგადოება

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

31 აგვისტო 2026, 21:28

მსოფლიო

ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.

31 აგვისტო 2026, 21:22

ეკონომიკა

საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

31 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის

პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

31 აგვისტო 2026, 21:15

სამართალი

აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:09

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.

პედრო სანჩესი

31 აგვისტო 2026, 21:00

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არიან და ვინ გვესუაბრება დღეს დომოკრატიის და ევროპული ღირებულებების საფარ ქვეშ და ვინ არის ის დაფინანსებული აგენტურა, რომელიც ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დარბოდნენ.

კირილო ბუდანოვი

31 აგვისტო 2026, 20:30

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ლევან მაჭავარიანი

31 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი, გარედან მიღებული დირექტივების და მითითებების ფონზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეტალურად აღწერს ბოლო რამდენიმე წლის ვითარებას.