02 აგვისტო 2022, 10:58 / სანდო წყარო

NAEC-მა მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად, მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები ამოქვეყნდა.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ამ ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

მათემატიკის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 51. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი.

1-ელ აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული გეოგრაფიის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის ტესტები გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2022, 15:19

პოლიტიკა

ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა გაფართოებულ ფორმატში პირველი სხდომა გამართა

„პროცესის მონაწილე სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი მხრიდან დავსვით საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციის პრევენციისთვის მუშაობის დამატებით გაძლიერებას და უწყებებს შორის კოორდინაციას. სხვადასხვა უწყებებს წარმომადგენლებს ვთხოვეთ წარმოადგინონ წინადადებები, რა მიმართულებით შეიძლება ექმნებოდეთ მათ საფრთხე და რა მიმართულებით ფერხდებიან ისინი კონკრეტული სამუშაოს თვალსაზრისით“.

გია აბაშიძე

09 აგვისტო 2022, 15:15

პოლიტიკა

გია აბაშიძე: უპროცენტო იელენა ხოშტარია რომ ვინმეს მოღალატეობაზე ილაპარაკებს, მაგრამ „ნაცების" ხელწერაა - დააბრალე ოპონენტს ის, რაც ხარ

"ნაცების" ხელწერა - დააბრალე ოპონენტს ის, რაც ხარ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ელენე ხოშტარიას განცხადებას.

რევაზ სოხაძე

09 აგვისტო 2022, 15:14

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: საკითხი დამტკიცდება არა მფლობელის, არამედ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე

მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების თაობაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განმარტება გააკეთა.

ირაკლი ხელაძე

09 აგვისტო 2022, 15:10

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე დაგეგმილ მშენებლობაზე: ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე დედაქალაქის ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სერიოზული მცდელობა.

დავით ქართველიშვილი

09 აგვისტო 2022, 15:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუბლის კურსის გამყარების 25-წლიანი სტაჟის მქონე ხოშტარია - ხელისუფლებას ლექციებს რომ უტარებს, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, არ გიტყდებათ???

მარიინსკისა და დიდი თეატრების საპატიო სტიპენდიატი, რუსეთის საგარეო დაზვერვის დიპლომირებული სპეციალისტი, საქართველოში რუბლის კურსის გამყარების 25-წლიანი სტაჟის მქონე ხოშტარია - ხელისუფლებას ლექციებს რომ უტარებს, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, არ გიტყდებათ???” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადებას.

დავით მათიკაშვილი

09 აგვისტო 2022, 15:00

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პოდოლიაკის განცხადების რიტორიკა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს

პოდოლიაკის განცხადების რიტორიკა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლა.

ზურაბ ქადაგიძე

09 აგვისტო 2022, 14:46

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიაზე: არიან ადამიანები, რომელთაც „შუბლის ძარღვი“ არ აქვთ... ისეთებიც არიან, რომელთაც დროებიდან გამომდინარე გაიწყვიტეს, მაგრამ ამას წარმოდგენა თუ ჰქონდეს სინდისზე და მორალზე

„ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს „უსინდისობაში“, პირველ ადგილს არავის დაუთმობდა... ეს მოსკოვში დაფრთიანებული „მამას ნებიერა“ და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას? არიან ადამიანები, რომელთაც „შუბლის ძარღვი“ არ აქვთ... ისეთებიც არიან ,რომელთაც დროებიდან გამომდინარე გაიწყვიტეს... მაგრამ ამას წარმოდგენა თუ ჰქონდეს სინდისზე და მორალზე, მე ვიყო გავრილოვის სტუდენტი...“ - წერს ქადაგიძე facebook- ზე.

თამთა მეგრელიშვილი

09 აგვისტო 2022, 14:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიაზე: პარადოქსია, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ელენე „რუბლოვი“, სხვას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდეს

დღეს დილით რუსული ფულის თვლის დროს თავში მოუვიდა იდეა, ეთქვა - „ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს და ეს არის ღალატიო". მართალია, ფაქტის დამამტკიცებელი არაფერი აქვს, მთავარია ომახიანად, უჩვეულო ხრინწიანი ხმით დასჭექა და საკუთარი თანამოაზრენი დაარწმუნა, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ. მისი თქმით, სულ საკუთარი თავის გაცემაშია მთელი ოჯახი.

09 აგვისტო 2022, 14:31

სამართალი

ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

09 აგვისტო 2022, 14:26

მსოფლიო

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ განაცხადა, რომ ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს.

ირაკლი ლატარია

09 აგვისტო 2022, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია ელენე ხოშტარიაზე: ქალს ყოველ თვე რუბლები ერიცხება და სხვას უწოდებს რუსეთთან მიბმულს

არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ რუსულ „კაკებეში“ ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა, რომ ვინმეს ღალატზე და მითუმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის? ქალს ნამღერი აქვს დიდი სიამაყითა და გულზე ხელის დადებით - სერგეი ლავროვის მიერ დაწერილი ჰიმნი, თავისი ცრემლის წამოცდენითა და ტანში ჟრუანტელის გავლით - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას.

დავით ქართველიშვილი

09 აგვისტო 2022, 14:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი იარაღით ვაჭრობის სქემაზე: ამ კომპლექსურ სიბინძურეს შეეწირა მტრის ზურგში საზარბაზნე ხორცად მიტოვებული ჩვენი გენოფონდის განადგურება

სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური - საქართველოსა და უკრაინას ჩამოუყალიბდა. ორივე - რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ორივე NATO-ს ასპირანტი და EU-ს წევრობის მაძიებელია, მაგრამ გაუგებარი „მეგობრობა“ აკავშირებს ერთმანეთთან. ამის რეალური მიზეზი დაკავშირებულია 17 წლის წინ დაწყებულ ისტორიასთან, რომლის გარშემო, უკრაინელებმა ჯერ დაიწყეს თავისი ჟურნალისტური გამოძიება, ხოლო შემდეგ უკრაინაში პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ამ ეტაპზე მუშაობა გაჩერებულია, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და იხსენებს იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტებს, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მართველობის პერიოდთან.

09 აგვისტო 2022, 14:20

ტექნოლოგიები

Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს „ვაიბერ ჯიეის“, რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა მიმდინარე წლის 8 აპრილს.

მიხაილო პოდოლიაკი

09 აგვისტო 2022, 14:18

პოლიტიკა

მიხაილო პოდოლიაკი: საქართველო რა, არაა უკვე ომში? - თქვენ უნდა აირჩიოთ, მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას

სამხილი შეიძლება მხოლოდ იყოს იურიდიული. ის მიწოდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკრაინას არ წარმოუდგენია არაფერი დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვთან თანამშრომლობს.

ანრი ოხანაშვილი

09 აგვისტო 2022, 14:14

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე: ჩემთვის საინტერესო არაა ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხეილ პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება.

09 აგვისტო 2022, 13:54

საზოგადოება

აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო.

მედეა ჯანიაშვილი

09 აგვისტო 2022, 13:37

ეკონომიკა

მედეა ჯანიაშვილი: საქართველომ საერთაშორისო ვიზიტების 80%-ი უკვე დაიბრუნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის მხრივ ქვეყანას საკმაოდ დადებითი მაჩვენებლები აქვს. მისი თქმით, საქართველომ უკვე მოახერხა და პანდემიამდე არსებული საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ი დაიბრუნა.

09 აგვისტო 2022, 13:23

მსოფლიო

Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, ლატვია რუსეთიდან გაზს კვლავ იღებს

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შენახვის ლატვიური ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, რუსული გაზი ლატვიაში კვლავ მიედინება.

09 აგვისტო 2022, 13:22

ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

09 აგვისტო 2022, 12:57

ტექნოლოგიები

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის დასანერგად საპილოტე პროექტს იწყებს

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი იწყებს ერთწლიან საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ციფრული ვალუტის ინოვაციური გამოყენების შემთხვევებსა და ბიზნესმოდელებს გამოიკვლევენ, რათა უკეთ გაიგონ ტექნოლოგიური, სამართლებრივი და მარეგულირებელი მოსაზრებები.