ComCom: ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია
ფოტო: Com Com
კომუნიკაციების კომისია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს. კერძოდ, ვებგვერდებთან, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, კომისია ორ წელზე მეტია ინტენსიურად მუშაობს. კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გამომდინარე იქიდან, რომ მეკობრეობის სრულად აღმოფხვრა კომუნიკაციების კომისიის პრიორიტეტად რჩება, კომისია ამ ეტაპზეც ყოველდღიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ვებგვერდებთან არალეგალური კონტენტის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რომ გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან. იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლების პროცესში, კომპანიებს მაქსიმალური ვადა მისცა, რათა თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ. საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტ სივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის განთავსება, სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც სწორედ ის კონტენტი აქვთ ნაყიდი და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ, რომელსაც სხვადასხვა ვებგვერდი არალეგალურად ავრცელებს და შესაბამისად, უფლებების კანონიერ მფლობელებს ზიანს აყენებს. ამასთანავე, აღნიშნული ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას.
შეგახსენებთ, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ნაწილში კომუნიკაციების კომისია რამდენიმე წელია კომპეტენციის ფარგლებში, ეტაპობრივად მოქმედებს. პირველ ეტაპზე არალეგალური და პირატული კონტენტისგან მაუწყებლებისა და საკაბელო კომპანიების გასუფთავება, კომუნიკაციების კომისიამ ფაქტობრივად სრულად მოახერხა. აღნიშნული მიმართულებით არალეგალური კონტენტის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ ამერიკული კინოსტუდიებისგან 2019 წლის ბოლოს მიღებულ მადლობის წერილში ნათლად ეწერა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში ამერიკის კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის გამოგზავნილ წერილში, სწორედ კომისიის როლსა და მიღწეულ შედეგებზე იყო საუბარი, რისთვისაც ორგანიზაციამ კომუნიკაციების კომისიას მადლობა გადაუხადა და მაუწყებლების შემდეგ ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გასუფთავებაში დახმარება სთხოვა.
მადლობის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიას, საქპატენტსა და ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას Motion Picture Association of America-მ მიმართა, რომელიც „დისნეის“, „ვორნერ ბრაზერს“, „უნივერსალ ფიქჩერს“, „სონის“, „პარამაუნტ ფიქჩერს“ და „ნეტფლიქსს“ აერთიანებს, და საქართველოს ინტერნეტმეკობრეობის გამო გაფრთხილება მისცა. მაშინ ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოში არსებულ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქვეყანას სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნებოდა გამოხატული. კინოსტუდიები იმედს გამოთქვამდნენ, რომ კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, ინტერნეტსივრცე მალე გათავისუფლდებოდა არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან.
კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანაა ინტერნეტ სივრცე არალეგალური და პირატული კონტენტისგან ისე გათავისუფლდეს, რომ მომხმარებლის ინტერესი არ დაზიანდეს. სწორედ ამ მიზნით და ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
27 ივნისი 2026, 15:30
სამართალი
გიორგი პატარიძე ხოშტარიას მკურნალ ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს ასე პაციენტის მდგომარეობას, რომ გააჩნია ისეთი ტკივილები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება, დაკავებული ბრძანდება, თუმცა ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა
„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს უკვე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემს მიერ იყო წინასწარ აღნიშნული.
27 ივნისი 2026, 15:29
რეგიონი
რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება
ვიწყებთ ახალ პროგრამას – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”, რომლის მიზანია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქებისა და დაბებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი ობიექტების მშენებლობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლებიც მომავალზე იქნება გათვლილი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დღეს სწორედ რუსთავიდან დაიწყო და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ქალაქი საქართველოს ყველა დანარჩენი ქალაქი იქნება, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რუსთავში გამწვანების ღონისძიების შემდეგ.
27 ივნისი 2026, 15:23
სამართალი
გიორგი პატარიძე: კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას შესახებ თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო.
27 ივნისი 2026, 15:19
მსოფლიო
პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად
პოლონეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს - პოლონური მედიის ცნობით, მას ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.
27 ივნისი 2026, 15:14
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია, გილოცავთ დაარსებიდან 32-ე წლისთავს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა: ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ და სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს.
27 ივნისი 2026, 15:03
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
27 ივნისი 2026, 14:55
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს
პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ეფუძნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ გულისხმობს. თანამედროვე მიდგომით, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული თუ სარეკრეაციო სივრცე სრულ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ადამიანებს ჯანსაღ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრად გარემოს სთავაზობს.
27 ივნისი 2026, 14:51
მსოფლიო
თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 178 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
DW: ფინეთმა ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში ატომური ენერგიის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და მის განთავსებაზე დაწესებული მრავალწლიანი აკრძალვა უქმდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 14:28
თავდაცვა
მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლების - „კავკასიის არწივი 2026“ დასრულების ცერემონიალი გაიმართა.
27 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შეერთებულ შტატებში „ფარა“-ს კანონმდებლობის გამკაცრებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა იმ სრულიად მავნებლურ პოლიტიკას, რასაც რადიკალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი დამფინანსებლები აწარმოებდნენ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს
აშშ-თვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის, კანადისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობდა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
27 ივნისი 2026, 14:12
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერული სტუმართმოყვარეობის პირველი შთაბეჭდილება იყოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასტრონომიულ ფესტივალს GEMO FEST უკვე მეოთხედ უჭერს მხარს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ფესტივალის მთავარი პარტნიორია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელიცაა.
27 ივნისი 2026, 13:54
მსოფლიო
სამხრეთ კორეის სამუდამო პატიმრობა მისჯილი ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პირველ ლედის კიმ გონ ჰის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 13:43
სამართალი
გეკა გელაძე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სპეციალური ძალების სადემონსტრაციო წვრთნებს დაესწრო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად, საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო.
27 ივნისი 2026, 13:28
მსოფლიო
The Guardian: საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა. დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა
საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთ ჩვილი დაიღუპა. გარდაცვლილ ახალშობილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, იუწყება The Guardian-ი.
27 ივნისი 2026, 12:54
მსოფლიო
POLITICO: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული
ევროკომისიის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გუშინ კონდიცირების სისტემა დროებით გათიშეს, რაც ევროპაში გავრცელებულ სიცხის ტალღას უკავშირდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 12:35
რეგიონი
ქუთაისი მეორე დღეა, „გემოფესტს“ მასპინძლობს
კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალის ჩათვლით გაიმართება. „გემოფესტზე“ იმერეთიდან 20-მდე მეწარმე და 18 ვენდორი მონაწილეობს და წელს პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმეა წარმოდგენილი.
27 ივნისი 2026, 12:29
რეგიონი
სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართა
დღესასწაულის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მთავარი თემა იყო დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორია VI საუკუნიდან დღემდე.
27 ივნისი 2026, 12:29
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის შს მინისტრს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა.
27 ივნისი 2026, 12:24
კულტურა
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო საკონცერტო სეზონის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სიმფონიური მუსიკის მორიგი კონცერტი გაიმართა
თბილისს ეწვია მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი - ჰობოისტი და დირიჟორი ფრანსუა ლელუ, რომელიც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ვირტუოზ პიანისტთან - ცოტნე ზედგინიძესთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე.


