გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი მომავალი პედაგოგებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც იმ წარმატებული სტუდენტების დაფინანსებაა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან
ზურაბ კერვალიშვილი
ფოტო: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
უკვე ხუთი წელია, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ამ მცირე დროის გამავლობაში, არაერთი საინტერესო პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელი გამხდარა. ფონდის ფილანტროპიული საქმიანობის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 25 პროექტზე მეტი და განათლებაში ჩადებული ინვესტიცია 3.5 მილიონ ლარს აღემატება. მთავარი მიზანი კი, რომელსაც გპფ ემსახურება არის: განათლების საერთო ხარისხის ამაღლება, განათლების სტანდარტების გაუმჯობესება და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პროფესიული განათლების კონკურსი, დებატები უკეთესი განათლებისთვის და სხვა“, - აცხადებენ ფონდში.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება. უმაღლესი განათლების მიმართულებით, შედარებით ვიწრო კუთხით საქმიანობს და ორ პროექტს აფინანსებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 14 სტუდენტის აკადემიური სწავლების სრული დაფინანსება და მომავალი პედაგოგების სასტიპენდიო პროგრამა „მომავალი პედაგოგი“, რომლის მიზანია ისეთი წარმატებული სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.
ფონდის მიერ ინიცირებული სტუდენტთა წახალისების სასტიპენდიო პროგრამა სამი წლის წინ დაიწყო და დღეს 7 პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. თითოეული უნივერსიტეტიდან 10 წარმატებული სტუდენტი იღებს წამახალისებელ სტიპენდიას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა შექმნას. ფონდი თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან: გორის, სოხუმის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის, სამცხე-ჯავახეთისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის.
„უმაღლესი განათლების მიმართულებით, ჩვენი ფონდი ნაკლებადაა ჩართული, თუმცა ის მიმართულება, რომელსაც, უკვე მესამე წელია, ჩვენი ინიციატივით ვაფინანსებთ, უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო ფაკულტეტების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და ისევ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას უკავშირდება. გპფ-ს მიერ დაფინანსებული არაერთი პროექტიც სწორედ ამ მიზნის გარშემოა ფოკუსირებული, რომ მასწავლებლის საქმიანობა მეტად დაფასებული გახდეს, საზოგადოებამ იგრძნოს რამხელა მისია და პასუხისმგებლობა აკისრია მომავლის აღზრდაში პედაგოგს და სხვა ადამიანებსაც გავუჩინოთ მოტივაცია, ემსახურონ ამ ღირსეულ საქმეს,“ – განაცხადა ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.
მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ. სემესტრის ბოლოს ხდება სტუდენტების აკადემიური მოსწრების გადამოწმება – მათი აქტიურობის მონიტორინგი. სტიპენდიის თვიური ოდენობა 150 ლარს შეადგენს.
ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი, თავისი ფინანსური მასშტაბებით, შედარებით მცირებიუჯეტიანია, რესურსის დიდ ნაწილს სწორედ პედაგოგების წახალისებაში დებს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ, გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობაც და, ასევე, გავაერთიანოთ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ერთიან ჭრილში დაეხმარებიან განათლების სისტემას მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებაში და უკეთესი პედაგოგების მოზიდვაში“ – ამბობს ფონდის დირექტორი.
იგი მნიშვნელოვანად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რამდენად შეძლებენ წარმატებული კურსდამთავრებულები, ბარიერების გარეშე, სკოლაში დასაქმებას. თუმცა, დასაქმებამდე მნიშვნელოვანია, ასევე, მომავალ პედაგოგებს, სტიპენდიანტებს, საშუალება მიეცეთ სკოლაში გაიარონ პედაგოგიური პრაქტიკა და სტუდენტობიდანვე ეზიარონ სასკოლო ცხოვრებას, რეალურად გაიგონ, რა მოთხოვნებს აყენებს ეს პროფესია მათ წინაშე, როცა უშუალოდ მოსწავლეებთან აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, სკოლის დირექტორების ამ ახალგაზრდებით მეტად დაინტერესება სასურველ შედეგებზე გაიყვანს მომავალ პედაგოგებს და ეტაპობრივად სისტემას საუკეთესო კადრებით გააჯანსაღებს. ფონდის დირექტორიც, დიდწილად, ამ ინიციატივის წარმატების ინდიკატორად სწორედ სტიპენდიანტების სკოლებში დასაქმებას განიხილავს. „სწავლის დასრულების შემდეგ რამდენი სტიპენდიატი შევა სკოლაში და რამდენად წარმატებული კარიერა ექნებათ მათ, სწორედ ეს იქნება ჩვენი ინიციატივის, „მომავალი პედაგოგის“ წარმატების მაჩვენებელი. დიდწილად, ეს განსაზღვრავს, გავაგრძელებთ თუ არა ამ მიმართულების მხარდაჭერას", – ამბობს ზურაბ კერვალიშვილი.
სტიპენდიანტებთან ურთიერთობა მხოლოდ დაწესებული სტიპენდიების გაცემით არ შემოიფარგლება, არამედ საინტერესო და მრავალფეროვანი დამატებითი აქტივობების სახით გრძელდება. სტიპენდიანტები, საკუთარი ინიციატივითა და ფონდის ხელშეწყობით, ასევე გპფ-ს გრანტიორებისა და მხარდამჭერების დახმარებით, აქტიურად ატარებენ ან ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებასა და ვორქშოპში როგორც საკუთარ, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტიპენდიანტებთან ერთად.
2021 წელს ახალგაზრდებმა დააფუძნეს „სტუდენტური კლუბი“. მისი წევრები მართავენ სტუდენტურ კვირეულებს, სემინარებს, შეხვედრებს, ცვლიან ინფორმაციას. მსგავსი ტიპის კოლაბორაცია, უკვე შემდგარ პროფესიონალებთან და თანატოლებთან, გამოცდილების გაზიარების ერთგვარ პლატფორმას ქმნის; ყოველთვიურ სტიპენდიებთან სინთეზში კი, ეს ყველაფერი ფონდის სტიპენდიანტ მომავალ პედაგოგებს უკეთ სწავლის, ხოლო მათ თანატოლებს პედაგოგის პროფესიის არჩევის მეტ მოტივაციას სძენს.
„სამომავლოდ, ფონდი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისა და ამ პროფესიაში ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით წამოწყებული ინიციატივის მასშტაბის ზრდას გეგმავს და, ეტაპობრივად, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებთანაც აპირებს მემორანდუმის გაფორმებას, რაც, თავისთავად, გაზრდის სასტიპენდიო პროგრამაში ახალი სტუდენტების ჩართვასა და დამატებას. პირველ ეტაპზე, პროექტი მხოლოდ რეგიონულ უნივერსიტეტებს მოიცავდა, ამჟამად სტიპენდიანტების მასშტაბი გეოგრაფიულადაც გაზრდილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფონდის სტიპენდიანტები ეთნიკურად სომეხი და ქისტი ახალგაზრდებიც არიან, ასევე დევნილები და მრავალშვილიანები (რვაშვილიანი დედის, რომელმაც მასწავლების პროფესიის დაუფლება შედარებით მოგვიანებით გადაწყვიტა, წარმატება და პროფესიისადმი დიდი ინტერესი „მასწავლებლის პროფესიის ქომაგებსაც“ არ დარჩენიათ შეუმჩნეველი). სტიპენდიანტთა მოტივაციის მიზნით, ფონდი ძალიან საინტერესოდ შლის და აწვდის საზოგადოებას მათ ისტორიებს, აქედან გამომდინარე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტებზე სოციალურ მედიაშიც ხშირად შეხვდებით წერილებს და სხვადასხვა სატელევიზიო შოუშიც ნახავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს და წარმატებული სტუდენტობის გამო, ფონდის თვალსაწიერშიც მოექცნენ. ახალგაზრდების – მომავალი მასწავლებლების – წარმოჩენას ემსახურება ჩვენი გამოცემის რუბრიკაც „მომავალი პედაგოგი“, რომლითაც ვცდილობთ, საზოგადოებას წარჩინებული, მოტივირებული ახალგაზრდები გავაცნოთ, რომლებიც რამდენიმე წელიწადში მაღალკვალიფიცურ კადრებად მოევლინებიან სისტემას და მოგეხსენებათ, კარგად მომზადებული პედაგოგების ცვლა როგორ სჭირდება ჩვენს სასკოლო განათლებას. მათი არჩევანი და ამ არჩევნის ხელშეწყობა აუცილებლად ითამაშებს მნიშვნელოვან როლს სკოლის მოსწავლეების მიერ მომავალი პროფესიის შერჩევისას, რაც, ისევ და ისევ, მასწავლებლის პროფესიას წაადგება სასარგებლოდ. სწორედ ამიტომაა ძალიან საშური საქმე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ეს ინიციატივა ისევე, როგორც დანარჩენი პროექტები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


