როდის აღდგება სწავლა იმ სკოლების საკლასო ოთახებში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილის განმარტება
თამარ მახარაშვილი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, „ქრონიკის“ ეთერში, განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც ინფრასტრუქტურული საკითხებია მოსაგვარებელი, სამუშაოების დასრულება 3 ოქტომბრამდე იგეგმება.
„ასეთი 50-მდე სკოლაა, სადაც, კონკრეტულ პერიოდამდე, 3 ოქტომბრამდე, მოუწევს სხვადასხვა სკოლას, დაიწყოს სხვადასხვა მოდელით [სწავლა]. სწორედ იმის გამო, რომ ამ სკოლებს ინფრასტრუქტურული პრობლემები მოუგვარდეთ, 16 სკოლას 3 ოქტომბრამდე, დისტანციურად მოუწევს სასწავლო პროცესის დაწყება, თუმცა, აქაც, ჩვენ შევთავაზეთ ასეთი მოდელი - დაწყებით კლასებზე როცა ვსაუბრობთ და განსაკუთრებით, პირველკლასელებზე, არის შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ პირისპირ ან ჰიბრიდული მეთოდით. აქ საუბარია იმ ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაზე, იმ სკოლებზე, რომლებთანაც დასრულდება ეს პროცესი მაქსიმუმ 3 ოქტომბრამდე“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში 2 000-ზე მეტი საჯარო სკოლაა, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება ყოველწლიურადაა საჭირო.
„აბსოლუტური მზაობაა იმისთვის, რომ ხვალ, 15 სექტემბერს დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დავიწყოთ. ამისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა. წლების განმავლობაში, სკოლების ძალიან დიდ რაოდენობაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში 2 086 საჯარო სკოლა გვაქვს, ინფრასტრუქტურული საკითხები მუდმივად რჩება იმ საკითხებად, რომელთა მოგვარებაც ყოველწლიურადაა საჭირო და შესაბამისი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტისთვის, მისი მასშტაბურად და დროულად მოგვარებისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გამოიყო ერთი მილიარდი ლარი, რათა 2026 სასწავლო წლისთვის, 800 სკოლის სრული, მასშტაბური თუ ნაწილობრივი რეაბილიტაცია და, მათ შორის, მშენებლობა შევძლოთ“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
მისივე თქმით, სექტემბერ-ოქტომბერში, 80 ახალი სკოლის მშენებლობისა და 320 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის, შესაბამისი ტენდერი ცხადდება.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 19:38
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.
27 მაისი 2026, 19:32
პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით წარადგინა.
27 მაისი 2026, 19:28
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც კანონს დაარღვევს, ყველას მოეთხოვება პასუხი - საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პრემიერი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!
ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე ან უდანაშაულობაზე ჩემგან საუბარი ზედმეტია, ეს პროკურატურის საქმეა და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს! - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 19:25
რეგიონი
დავით სონღულაშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში მდებარე შპს „გეო-ინდუსტრიის” თხის ფერმისა და რძის გადამმუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
27 მაისი 2026, 19:24
პოლიტიკა
პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
დიპლომატიური აკადემიის შექმნას ითვალისწინებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით მიიღო.
27 მაისი 2026, 19:23
მსოფლიო
Deutsche Welle: აშშ-ის ჯარების გასვლამ შესაძლოა გერმანიაში სამუშაო ადგილების მასშტაბური შემცირება გამოიწვიოს
მანჰაიმში ბაზირებული ეკონომიკური კვლევების ცენტრისა (ZEW) და კიოლნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ის ჯარების ფართომასშტაბურმა გაყვანამ შესაძლოა გერმანიას ათასობით სამუშაო ადგილი დაუკარგოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
27 მაისი 2026, 19:21
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამს ულოცავს.
27 მაისი 2026, 19:17
ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს - „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ წარადგინა.
27 მაისი 2026, 19:14
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონულ მრჩეველს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონულ მრჩეველს, ოლეგ ძიუბინსკის შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები, საქართველოს გამოწვევები სექტორში და ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ათვისების შესაძლებლობები განიხილეს.
27 მაისი 2026, 19:12
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
27 მაისი 2026, 19:00
კულტურა
გიორგი ჯინჭარაძე კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას „აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ დაესწრო
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულამ“ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას „აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ უმასპინძლა.
27 მაისი 2026, 18:58
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა.
27 მაისი 2026, 18:53
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ზუგდიდში, დაახლოებით 1 წელიწადში, 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ
ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.
27 მაისი 2026, 18:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სამეგრელოში მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი - აგრარული საწარმო და ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა სენაკში, ასევე გავეცანით ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოებს, დაახლოებით 1 წელიწადში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს
დღეს, მოვინახულეთ სამეგრელოში რამდენიმე ობიექტი, პირველი იყო აგრარული საწარმო სენაკში, სადაც იწარმოება ქართული ნატურალური რძის პროდუქტები, სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ასეთ საწარმოებს, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 მაისი 2026, 18:48
საზოგადოება
ირაკლი კობახიძემ გივი მიქანაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
27 მაისი 2026, 18:46
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სენაკში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სენაკში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა.
27 მაისი 2026, 18:41
პოლიტიკა
პრემიერი 26 მაისის აქციაზე: როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი, ადამიანები გყავს დახოცილი და ამ დღეს აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება
როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები გყავს დახოცილი და როდესაც იცი, რომ ამ დღეს შენ აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 მაისი 2026, 18:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გვქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია პრაქტიკულ ნაბიჯებზე, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის
ჩვენ გვქონდა ერთი საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, საუბარი იყო ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ნაბიჯებზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 მაისი 2026, 18:36
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ალიანსის ტაქტიკაზე: ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება, უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება
ჩემი აზრით, ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება. უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა, „დღის ამბებში“ ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბრისას.
27 მაისი 2026, 18:33
პოლიტიკა
პრემიერი: 26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს, სისხლით იყო მორწყული რუსთაველის გამზირი და ცხედრები შემდეგ განათავსეს ჯიხურებზე, იმისათვის, რომ დენით ადამიანების დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ, ეს არის მათი სახე
26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


