21 სექტემბერი 2022, 11:29 / სანდო წყარო

კახა კალაძემ თბილისში საცობების შექმნის მიზეზებზე ისაუბრა

კახა კალაძე

კახა კალაძე

განსაკუთრებით სწავლის განახლების შემდეგ ქალაქში შეინიშნება საცობები და გადატვირთული მოძრაობა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო. მელიქიშვილის გამზირზე და ქეთევან წამებულის გამზირზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ კონკრეტული ქუჩა თუ გამზირი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო საცობების თემას, რომელიც ძალიან აქტუალურია. ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ არის ასეთი საცობი ქალაქში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. პასუხი არის ძალიან მარტივი. მე მე ბევრჯერ მისაუბრია ამაზე და გავიმეორებ. ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათეული წლების განმავლობაში არავინ შეხებია. ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რამდენად რთული თემა იყო. ეს იყო სრულიად ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. განსაკუთრებით სწავლის განახლების შემდეგ ქალაქში შეინიშნება საცობები და გადატვირთული მოძრაობა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო. მელიქიშვილის გამზირზე და ქეთევან წამებულის გამზირზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ კონკრეტული ქუჩა თუ გამზირი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. დღეს გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ამ მიმართულებით. ცხადია, მხოლოდ მოასფალტება და გზის საფარის შეცვლა არ იქნება გაკეთებული საქმე. ხვალ-ზეგ შეიძლება ისევ გადათხრა მოგვიწიოს დაზიანებული მილის გამო, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ თქვენთან ერთად. საზოგადოებას ავუხსენით, რომ არ გვინდა ზედაპირული პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს დისკომფორტი და პრობლემები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ამ გამზირებზე მცხოვრებ ადამიანებს. კარგად ვიცი, რა პირობებში გაატარეს ზაფხული. დღე და ღამის განმავლობაში შეუწყვეტლივ მიმდინარეობდა მუშაობა, ხმაური. ეს იყო სერიოზული დისკომფორტი ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ისინი გაგებით ეკიდებოდნენ ამ ყველაფერს. მათ იციან, რომ ეს კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, მომავალი თაობებისთვის, რათა ქალაქი უფრო მოწესრიგებული იყოს, არ გვაქვს მოცდის დრო. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის ან გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. არც კოლაფსი უნდა მოვახდინოთ და სამი-ოთხი გამზირის რეაბილიტაცია ერთდროულად ვაწარმოოთ, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს თბილისის მერი.

ყველა სიახლე

რაშიდა დატი

28 სექტემბერი 2026, 23:00

მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2026, 22:45

მსოფლიო

ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.

პავლოს მარინაკისი

28 სექტემბერი 2026, 22:38

მსოფლიო

საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება

საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.

28 სექტემბერი 2026, 22:18

მსოფლიო

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.

28 სექტემბერი 2026, 21:56

სპორტი

საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.

სერგეი კორეცკი

28 სექტემბერი 2026, 21:43

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა

სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.

28 სექტემბერი 2026, 21:09

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.

28 სექტემბერი 2026, 21:06

სპორტი

საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.

28 სექტემბერი 2026, 20:58

საზოგადოება

ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს

28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.

28 სექტემბერი 2026, 20:50

რეგიონი

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.

28 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება

ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.

28 სექტემბერი 2026, 20:41

სამართალი

სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.

მიხეილ სააკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 20:38

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. მსჯავრდადებული ხელისუფლებას ემუქრება. იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს, სააკაშვილის მუქარა მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია და კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ რეალურ სახეს და ოპოზიციის უპერსპექტივობას.

მეგის ქარდავა

28 სექტემბერი 2026, 20:34

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ე.წ. კასრების საქმეზე მსჯავრდადებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის თანახმადაც მეგის ქარდავას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მაკა ბოჭორიშვილი

28 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი კანადაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მაკა ბოჭორიშვილი, კანადელი კოლეგის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით - „გზები მშვიდობისკენ“.

28 სექტემბერი 2026, 20:32

ეკონომიკა

ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი უქმდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს. ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. შესაბამისად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 81 000 მოქალაქე.

28 სექტემბერი 2026, 20:31

პოლიტიკა

თბილისის მერის ვიზიტი ჩინეთში - „ქრონიკა“ შანხაიდან

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. კახა კალაძე შეხვდება ქალაქ ნანკინის მერს, ასევე ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ის და თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.

28 სექტემბერი 2026, 20:25

საზოგადოება

წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება.

28 სექტემბერი 2026, 20:21

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია

ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სიტყვით გამოვიდა.

28 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებსა და იმ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც პარლამენტში უახლოესი პერიოდის განმავლობაშია დაგეგმილი.