25 სექტემბერი 2022, 18:30 / სანდო წყარო

თსუ-ში კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტი (CLAS 2022) იმართება

მსოფლიოს 200 უნივერსიტეტის წარმომადგენელი 300 მეცნიერი მონაწილეობს კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტში (CLAS 2022), რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის და კურტ გიოდელის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით გამართული ღონისძიება აერთიანებს ექვს კონფერენციას, სამ სეზონურ სკოლასა და ერთ ვორქშოფს.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტში იმართება ყველაზე დიდი თავყრილობა იმ სპეციალისტებისა, რომლებიც მუშაობენ მათემატიკურ ლოგიკაში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ჩვენი მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამომავლო ტექნოლოგიებზე. რა თქმა უნდა, ფანტასტიკური შესაძლებლობაა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომ დაინახონ თუ რა მიმართულებით განვითარდება ეს დარგი უახლოეს მომავალში“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

სამიტში შემავალი კონფერენციები და სკოლები კომპიუტერული ლოგიკის, თეორიული კომპიუტერული მეცნიერებების და კომპიუტერული მათემატიკის სხვადასხვა მიმართულების წამყვანი ტრადიციული ღონისძიებებია, რომლებიც მრავალი წელია, ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მათ შორის: ინტელექტუალური კომპიუტერული მათემატიკის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია; დეკლარაციული პროგრამირების პრინციპებისა და პრაქტიკის 24-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი; ლოგიკაზე დაფუძნებული პროგრამათა სინთეზის და გარდაქმნის 32-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი; პროგრამათა აგების მათემატიკის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია; გამოთვლების თეორიული ასპექტების მე-19 საერთაშორისო კოლოკვიუმი; გაშვების ვერიფიკაციის 22-ე საერთაშორისო კონფერენცია; გადაწერის მე-13 საერთაშორისო სკოლა; გამოთვლების თეორიული ასპექტების საერთაშორისო კოლოკვიუმის საზაფხულო სკოლა; თბილისის მე-16 საერთაშორისო სკოლა ლოგიკასა და ენაში; ციფრულ დამტკიცებათა ევროპული კვლევითი ქსელის EuroProofNet-ის ვორქშოფი დამტკიცებების დიდი ბიბლიოთეკების შემუშავებაზე, მომსახურებაზე, რეფაქტორიზაციასა და ძებნაზე.

„ეს შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის მსოფლიოს ყველა რეგიონიდან, რომ შეიკრიბონ და განიხილონ მეცნიერების ის საკითხები და ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა ლოგიკა, ენა და მასთან დაკავშირებული თემები. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პროგრესზე ფიქრობენ, აუცილებელია მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიის ძირითად ფორმებზე ინფორმაციის გაცვლა. ეს არის შესაძლებლობა, რომ გავერთიანდეთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, იდეები და ვისწავლოთ ერთმანეთისგან“, - განაცხადა თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნახუმ დერშოვიცმა.

კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტში მომხსენებელთა და პროგრამული კომიტეტების წევრთა სახით ჩართულია 300‐მდე მეცნიერი მსოფლიოს 35 ქვეყნის 200‐ზე მეტი უნივერსიტეტიდან. სეზონურ სკოლებზე მოწვეული არიან ლექტორები ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან, ხოლო დამსწრეები არიან როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუდენტები. სამიტის ორგანიზებაში უცხოელ მეცნიერებთან ერთად ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

„კომპიუტერული ლოგიკის შემოდგომის სამიტი აერთიანებს 6 საერთაშორისო კონფერენციას და სამ სეზონურ სკოლას. ეს კონფერენციები 30 წელზე მეტია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სარგებლობენ მაღალი რეიტინგით. წელს ის ფაქტი, რომ ეს კონფერენცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხაზს უსვამს იმას, რომ კონფერენციების კომიტეტის წევრები ენდობიან ქართველ მეცნიერებს და ისინი დათანხმდენენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდეს ეს კონფერენციები. აღსანიშნავია, რომ მაგალითად ერთ-ერთი კონფერენცია, რომელიც არის ამ სამიტის ნაწილი, მომავალ წელს ტარდება კემბრიჯის უნივერსიტეტში,“- განაცხადა თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ბესიკ დუნდუამ.

სამიტში შემავალ კონფერენციებს და სკოლებს საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ, მაგრამ მათი ისეთი კოლოკაცია ერთიანი ქოლგის ქვეშ, როგორსაც CLAS გვთავაზობს, პირველად ხდება. ეს საშუალებას მისცემს მასში მონაწილე მეცნიერებს მოკლე პერიოდის განმავლობაში შეხვდნენ, თავიანთი შედეგები გააცნონ და იდეები გაუზიარონ კომპიუტერული მეცნიერებების, ლოგიკის და მათემატიკის სხვადასხვა ქვედარგში მომუშავე ბევრ კოლეგას. სამიტი მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისთვისაც, რომელთაც შეეძლებათ ადგილზე გაეცნონ მოწინავე კვლევებს კომპიუტერულ ლოგიკაში, გაიცნონ და საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ წამყვან სპეციალისტებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამიტის როლი ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, რომელთაც კონფერენციების გარდა, სეზონურ სკოლებში მონაწილეობითაც შეუძლიათ თავიანთი ცოდნის და კომპეტენციის გაღრმავება და ცნობილ ექსპერტებთან პირადი ურთიერთობების დამყარება. ის ფაქტი, რომ ამ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კონფერენციებისა და სკოლების მმართველი კომიტეტები დათანხმდნენ მათ საქართველოში ჩატარებას, მიუთითებს იმ ნდობასა და ავტორიტეტზე, რითაც სამიტის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი ქართველი მეცნიერები სარგებლობენ უცხოელ კოლეგებს შორის.

სამიტის სპონსორები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Amazon Web Services, AnyDesk, Runtime Verification Inc და Springer. სამიტის ფარგლებში „შპრინგერი” მოაწყობს თავისი წიგნების გამოფენა-გაყიდვას, მათი წარმომადგენელი კი გეგმავს ქართველ მეცნიერებთან შეხვედრას საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემათა თანამედროვე მიმართულებების საკითხზე.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 10:23

ეკონომიკა

2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

კიტ ჰარინგტონი

25 აგვისტო 2026, 10:23

კულტურა

ნიკოლას ჰოლტს „ჰარი პოტერში“ კიტ ჰარინგტონი ჩაანაცვლებს

კიტ ჰარინგტონი ტელესერიალ „ჰარი პოტერის“ სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. ცნობილია, რომ ის HBO-ს შოუში პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს. ჰარინგტონი ამ როლზე ცოტა ხნით ადრე დამტკიცებულ ნიკოლას ჰოლტს ჩაანაცვლებს, რომელიც სერიალის მეორე სეზონში გადაღებას სხვა პროექტში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს. ​ჰარინგტონი, რომელიც ცნობილია ჯონ სნოუს როლით სერიალში „სამეფო კარის თამაშები“.

25 აგვისტო 2026, 09:39

სპორტი

აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

25 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.

ლევან ჭოტორლიშვილი

25 აგვისტო 2026, 09:24

პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება

ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ენდი ბერნემი

25 აგვისტო 2026, 09:19

მსოფლიო

Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლაშა მარგიშვილი

25 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

25 აგვისტო 2026, 09:13

პოლიტიკა

ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.

25 აგვისტო 2026, 09:10

პოლიტიკა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 09:06

პოლიტიკა

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.

25 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანდრეი მელნიკი

25 აგვისტო 2026, 04:23

მსოფლიო

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.

25 აგვისტო 2026, 04:14

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:57

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:40

მსოფლიო

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

25 აგვისტო 2026, 03:24

მსოფლიო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი

25 აგვისტო 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.

25 აგვისტო 2026, 03:04

მსოფლიო

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.