26 სექტემბერი 2022, 09:30 / სანდო წყარო

ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან ხაბეიშვილს: ხაბე, რამ დაგაკარგვინა ასე სახე, ხალხს რომ გამათბობელზე აბამ?

ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი

„ბოლოს რა გამოიძია შენმა ახალმა სამსახურმა ხაბე და საიდან ფინანსდება ეგ საგამოძიებო?“, - ასე მიმართავს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, საკუთარი Facebook-სტატუსის კომენტარებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც, ნინო ჯობავას, ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში 31- ე ქარხნის გამათბობელზე დაბმით ემუქრება.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ნებისმიერ ადამიანს უპასუხებს, რომელიც მას ტალახს ესვრის და განმარტავს, რომ გამათბობელზე დაბმაც არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი. ჟორჟოლიანი მას მოუწოდებს, კიდევ ერთხელ, კითხვაზე პასუხის გაცემისკენ, თუ საიდან ფინანსდება.

იქამდე, ნინო ჯობავამ ხაბეიშვილს „კეზერაშვილის კასირი“ უწოდა.

ყველა სიახლე

კრისტინ მაკვი

01 დეკემბერი 2022, 10:18

კულტურა

ჯგუფის Fleetwood Mac სოლისტი კრისტინ მაკვი გარდაიცვალა

„ის მშვიდად გარდაიცვალა საავადმყოფოში დღეს დილით, 2022 წლის 30 ნოემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ“, - დაწერეს მომღერლის ნათესავებმა.

01 დეკემბერი 2022, 10:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს, ნილს შმიდს შეხვდა.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 10:08

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დღეს არავინ ამბობს, რომ სააკაშვილს აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და მას ყოველდღე ჰყავს მნახველები

„იმედი-LIVE“-ს ეთერში იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს არავინ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ ან მის მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 10:06

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: გამოდის, რომ აქ საუბარია მხოლოდ თავისუფლებაზე და არა მკურნალობაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განმარტებით, სახელმწიფო და იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მსჯავრდებულ სააკაშვილს, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. მინისტრის თქმით, ეს იმ ჰუმანური მიდგომის გაგრძელებაა, რასაც ადგილი ჰქონდა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით.

01 დეკემბერი 2022, 09:50

მსოფლიო

ბრაზილიაში მეწყერს 2 ადამიანი ესმხვერპლა, დაკარგულია ათობით მოქალაქე

სამხრეთ ბრაზილიაში ავტომაგისტრალზე მეწყრის ჩამოწოლას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად ითვლება. ტალახის ნიაღვარი ჩამოვიდა BR-376 გზატკეცილზე პარანას შტატში და დაფარა სულ მცირე 16 მანქანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2022, 09:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა.

სერგეი ლავროვი

01 დეკემბერი 2022, 09:32

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: დასავლეთი უკრაინას რუსეთს წინააღმდეგ ომისკენ უბიძგებს

უკრაინაში გაჩაღებულ ომში რუსეთი დასავლეთს ადანაშაულებს. კრემლის ჩვეული რიტორიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთს წინააღმდეგ ომისკენ უბიძგებს.

ოლაფ შოლც

01 დეკემბერი 2022, 09:12

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: გადავწყვიტეთ, მივმართოთ ნატოს გენერალურ მდივანს თხოვნით, შექმნას საკოორდინაციო სააგენტო წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად

გერმანია და ნორვეგია ნატოს თხოვნით მიმართავენ, შექმნას სტრუქტურა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს წყალქვეშა ინფრასტრუქტურას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. კერძოდ, საუბარია მილსადენებისა და სატელეკომუნიკაციო ხაზების დაცვაზე. აღნიშნულის მიზანია, აღკვეთონ ისეთი ინციდენტები, როგორიც სექტემბერში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის აფეთქებისას მოხდა.

01 დეკემბერი 2022, 08:50

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის ომის 281-ე დღეს

281-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკვე რამდენიმე კვირაა ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკის ოლქის ქალაქ აბახმუტია. საოკუპაციო ძალებმა გვიან ღამით ოზარიანოვკისა და ანდრეევკის დასახლებებს შეუტიეს. უკრაინის შეიარაღებული ძლების ცნობით ოკუპანტები რეგიონში სარკინიგზო მაგისტრალზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. უკრაინის თავდაცვითი ძალები ოკუპანტების მოგერიებას განაგრძობენ. რუსული აგრესია არ წყდება უკრაინის სამხრეთ ნაწილშიც. საოკუპაციო ძლების სამიზნეში ისევ კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხვდება. ქვეყნის ელექტროსისტემის შემდეგ ოკუპანტებმა მიზანში ზაპოროჟიეს გაზსადენი ამოიღეს. შედეგად რეგიონს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება.

01 დეკემბერი 2022, 08:30

პოლიტიკა

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წარდგება

დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წარდგება. მიხეილ ჩხენკელი სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ მას კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

01 დეკემბერი 2022, 08:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ დეკემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 დეკემბერი 2022, 07:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე, შესაძლოა, სხვა კონტინენტებზეც კი

ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ამის სურვილი რუსეთის ფედერაციას ექნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 01:00

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე C ჯგუფიდან არგენტინა და პოლონეთი გავიდნენ⚽

პოლონეთისა და არგენტინის შეხვედრა ანგარიშით 0-2 დასრულდა, საუდის არაბეთი კი მექსიკასთან 1-2 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე არგენტინა (6 ქულა) და პოლონეთი (4 ქულა) გადავიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 დეკემბერი 2022, 00:57

მსოფლიო

ზელენსკი ილონ მასკს: თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ილონ მასკი უკრაინას უნდა ეწვიოს, რათა თავად იხილოს ომი.

გიგლა ბარამიძე

01 დეკემბერი 2022, 00:52

პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე: 2 გვამის პარტიამ რა მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე უნდა ისაუბროს, გარდა იმისა, რომ ფინანსები სჭირდებათ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაიყვეს ბიუჯეტიდან წაღებული კეზერაშვილის მილიონები და სააკაშვილის მილიონები, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 00:46

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისკენ ერთგულება, როდესაც ყველა პუნქტზე დროულად დაიწყო მუშაობა

თამამად უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისკენ ერთგულება, მაშინ როდესაც ყველა პუნქტზე დროულად დაიწყო მუშაობა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიგლა ბარამიძე

01 დეკემბერი 2022, 00:30

საზოგადოება

გიგლა ბარამიძე სააკაშვილზე: არავის აინტერესებს ეს საერთაშორისო პროვოკატორი, ევროპარლამენტში მოკალათებული ლობისტების ჯგუფის გარდა

„მისტირიან „ნაციონალების“ სისხლიან რეჟიმს. მათი სურვილია, მათი დავალება არის, ინტერესი აქვთ, როგორმე აღადგინონ ის რეჟიმი, რომელიც აქამდე იყო საქართველოში. ესაა და ეს. მეტი ინტერესი სააკაშვილთან დაკავშირებით არავის აქვს“, - აღნიშნა ბარამიძემ.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 00:16

სამართალი

რატი ბრეგაძე: ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ყველა მსჯავრდებულის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი, ამიტომ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მან უარი განაცხადა. ბუნებრივია, იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა

ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მან თავად განაცხადა უარი და ბუნებრივია იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა. ეს მისი გადაწყვეტილებაა და მან თავად განაცხადა შემდგომში, რომ მას ამის შესახებ [მოწამვლის შესახებ] არასდროს უსაუბრია ადვოკატებთან, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 00:15

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე „ნაცმოძრაობაზე“: საზოგადოებამ ნათლად დაინახა ამ პოლიტიკური პარტიის სახე, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ წყევლაზე, მუქარაზე, შეურაცხყოფაზე

„საკუთარი ტელევიზიებიდანაც კი მოუწოდებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწყვიტა შიმშილობა. არადა ყველა მორალური და ეთიკური პრინციპი მოითხოვს, რომ მოშიმშილეს მაქსიმალურად შეუწყო ხელი, რომ არ იშიმშილოს. თუმცა ეს ადამიანები საპირისპიროს აკეთებდნენ და [სააკაშვილს] ფაქტობრივად თვითდაზიანებისკენ ნაბიჯების გადადგმას აიძულებდნენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ნაკლებად საინტერესო არის“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 00:13

სამართალი

რატი ბრეგაძე: იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანონ და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ექიმს, რომ ჩაერთოს მისი მკურნალობის პროცესში

იუსტიციის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანონ და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ექიმს, რომ ჩაერთოს მისი მკურნალობის პროცესში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და რამე სახის კანონი გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ხელისუფლების მიერ ვერ იქნება გაკეთებული.