imedi /  17 ოქტომბერი 2022, 18:27 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

„ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა.

დამატებით მოგიწოდებთ, დაიცვათ შემდეგი წესები:

შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება.

გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი - ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ.

შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი). ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს.

გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი - www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია.

გადახდის სანდო წყარო - ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 032 2 406 406. საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 ივნისი 2026, 02:32

მსოფლიო

ტრამპი: იტალია ძალიან ცუდად მოიქცა, გერმანიაც, ნატო ჩვენთან არ იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეები გააკრიტიკა. საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან დახმარებაზე უარის თქმა „სულელური ნაბიჯია“ და დასძინა, რომ აშშ-მა შესაძლოა პასუხად ანალოგიური პოზიცია დაიკავოს.

დონალდ ტრამპი

23 ივნისი 2026, 01:29

მსოფლიო

ტრამპი: მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს

მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

23 ივნისი 2026, 00:58

მსოფლიო

ტრამპი: მეგობარმა სტარმერმა საკუთარ თავს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კირ სტარმერის გადადგომა შეაფასა და აღნიშნა, რომ მან საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ზიანი მიაყენა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

23 ივნისი 2026, 00:45

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რომელიც 22 ივნისს გამართული მოლდოვა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გაკეთდა, ამიერიდან გაწევრიანებისკენ სვლის ტემპი მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

პეტრ პაველი

23 ივნისი 2026, 00:20

მსოფლიო

ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს

ჩეხეთის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს.

22 ივნისი 2026, 22:56

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა.

ივანე აბაშიძე

22 ივნისი 2026, 22:55

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: შიდა წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ბიზნესისთვის“ .

ივანე აბაშიძე

22 ივნისი 2026, 22:51

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 2011 წლიდან დღემდე 100-% -ზე მეტად გაიზარდა

„ქართველი მეზღვაურები არ არიან შრომითი მიგრანტები ისინი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სერვისის ექსპორტს ახორციელებენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურ-ოფიცრების მომზადებას უთმობს. ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საზღვაო განათლების განვითარებაში, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და თანამედროვე სიმულატორების განახლების მიმართულებით.

ისრაელ კაცი

22 ივნისი 2026, 22:38

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების „სრული თავისუფლება“ აქვთ.

ლიონელ მესი

22 ივნისი 2026, 22:17

სპორტი

მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

დალასში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ „ჯ“ ჯგუფის მატჩში, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ 38-ე წუთზე გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ირაკლი კირცხალია

22 ივნისი 2026, 21:59

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის მორიგ სერიას და ამ სერიას დავარქვით მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინება“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

კობა კობალაძე

22 ივნისი 2026, 21:50

საზოგადოება

კობა კობალაძე: დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა

დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის სამძიმრის წერილში.

ფრიდრიხ მერცი

22 ივნისი 2026, 21:45

მსოფლიო

მერცი: იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებენ, ხუმრობა მთავრდება - ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ ამასთან ბრძოლა, რადგან ეს უკვე აღარ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიას

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ პირადი შეურაცხყოფა მას არ ადარდებს, თუმცა სურს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაიცვას.

ირაკლი კირცხალია

22 ივნისი 2026, 21:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან

ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას.

დიმიტრის ავრამოპულოსი

22 ივნისი 2026, 21:36

მსოფლიო

POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით

ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO საბერძნეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ივნისი 2026, 21:27

სპორტი

ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ახალი ზელანდიის „ბეიბი ბლექსი“ დაამარცხეს

ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩში საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ახალი ზელანდია ანგარიშით 22-19 დაამარცხა.

22 ივნისი 2026, 21:26

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხება, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება. აღინიშნა, რომ როგორც კი კანონპროექტს სამივე მოსმენით მიიღებენ, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე კვირაშივე შევა ძალაში.

22 ივნისი 2026, 21:25

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობ, ჩვენ, როგორც ევროპის საბჭოს სხვადასხვა ქვეყანამ, ასევე უნდა მივიღოთ საქართველოს ხალხის ნება, მათ ჩაატარეს არჩევნები და აირჩიეს მთავრობა

ვფიქრობ, ეს მთავრობა მიდი კარგი მიმართულებით, უფრო კონსერვატორული, უფრო პატროტული მიმართულებით, ვიდრე ადრე, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა მალტე კაუფმანმა „ქრონიკასთან“.

22 ივნისი 2026, 21:10

საზოგადოება

თბილისი გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმს უმასპინძლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უფრო ეფექტიანი და მოქალაქეს მორგებული სახელმწიფო სერვისები - ამის შესახებ ფორუმზე 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი იმსჯელებს.

ლესლი გრიფითსი

22 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლესლი გრიფითსი ქართულ ოპოზიციაზე: სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და მოვუწოდე, იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა - ყოველ ჯერზე, როცა ვსწავლობდი საკითხს და ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი, შემდეგ სხვა დელეგაცია მოდიოდა ჩემთან შესახვედრად

მე მოვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც მესაუბრებოდნენ და სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და აქაც მოვუწოდე, რომ იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა, ლესლი გრიფითსმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.