მიხეილ ჩხენკელმა STS ფორუმის ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ფოტო: განათლების სამინისტრო
STS ფორუმის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-19 ყოველწლიური მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით დისტანციურად მიმართა და საზოგადოებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში მეცნიერება ქმნის ამოუწურავ შესაძლებლობებსა და ახალ ცოდნას ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, რაც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. სწორედ ამიტომ, მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზება და ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ეპოქაში, სადაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უპრეცედენტო მიღწევები ადამიანებს ფართო შესაძლებლობებს უხსნის. დღეს, როცა სამყარო არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი – მეცნიერება. სწორედ შეუქცევადი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი მოგვცემს შესაძლებლობას, კაცობრიობის სასარგებლოდ ვმართოთ გლობალური პროცესები, რაც კიდევ ერთხელ დაგვანახა COVID 19-ის პანდემიამ.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 ითვალისწინებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზებასა და ინტერნაციონალიზაციას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობისთვის გამორჩეული ადგილი გახდეს. ამ თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება გახლავთ ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში წამყვანი მეცნიერები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს სამეცნიერო-კვლევით პროცესში.
ადრონული თერაპიის ცენტრის ფუნქციონირება, მედიცინისა და ბირთვული ფიზიკის დარგებში ქართველი და საერთაშორისო მკვლევრების თანამშრომლობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნების საქმეში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მოდერნიზება და ინტერნაციონალიზაცია ყოველთვის ქმნიდა პროგრესისა და მდგრადი განვითარების წინაპირობას. მჯერა, ამ მიმართულებით მსოფლიო კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, რაც არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება.
მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა ამ უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო STS ფორუმის ორგანიზატორებს, რომლებიც ყოველწლიურად გვაძლევენ შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.“
STS ფორუმი 2003 წელს ვაშინგტონში (აშშ) დაარსდა და მას შემდეგ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთა მრგვალი მაგიდის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება.
2022 წლის ფორუმი იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა, მეცნიერებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესზე იმსჯელეს და ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა – ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა, ფუნდამენტური კვლევების გაძლიერების ხელშეწყობა, ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების გამოყენება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზებიც განიხილეს და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 12:44
მსოფლიო
POLITICO: ექვსი საკითხი, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.
31 აგვისტო 2026, 12:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
31 აგვისტო 2026, 12:19
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
31 აგვისტო 2026, 12:06
რეგიონი
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
31 აგვისტო 2026, 12:02
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი - ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით
ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი, აქაც კი რისკს ხედავენ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
მსოფლიო
დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს
დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 23-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:58
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მალანია დანაშაულს არ აღიარებს. დღეს სხდომაზე მოწმეებს დაკითხავენ, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელებს.
31 აგვისტო 2026, 11:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ
ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:43
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:41
საზოგადოება
სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს.
31 აგვისტო 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას
მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
31 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები
„ვინაიდან, ზოგადად, ვერაფერში იმარჯვებენ, ამიტომ ერთადერთი რაც რჩებათ, სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებაა და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, ან რა შეჯიბრში იყვნენ, ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალების განცხადებებს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება მათი დამსახურებაა.
31 აგვისტო 2026, 11:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი
ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მილიონ 120 ათასი ქართველისგან გვაქვს მანდატი, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ, ვინ როგორ გაუმკლავდება ამ წყენას, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამაზე კომპრომისს არ ვაპირებთ
მილიონ 120 ათასი ქართველისგან გვაქვს მანდატი, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ. ვინ როგორ გაუმკლავდება ამ წყენას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამაზე კომპრომისს არ ვაპირებთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
31 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება
არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?
31 აგვისტო 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება
სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ
„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.
31 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.


