ზაზა შათირიშვილი: ბაიდენს არათუ ამერიკის მართვა არ შეუძლია, ის ცერემონიული ფუნქციების შესრულებასაც ძლივს ახერხებს
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI
ვინ მართვას ამერიკას - ამ სათაურით აქვეყნებს წერილს ზაზა შათირიშვილი. ფილოსოფოსი წერს, რომ საკითხის შესწავლას დიდი დრო დაუთმო და მივიდა დასკვნამდე, რომ შტატებს რამდენიმე ოჯახი მართვას.
თემაზე საუბრისას ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ოჯახების გვარებს და წარმომავლობას შეგნებულად არ დაასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ოჯახებთან ბრძოლაში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხდა. წერილის დასასრულს ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს ლიბერალურ იდეოლოგიაზე.
„ვინ მართავს ამერიკას? ყველამ იცის, რომ ამერიკას ბაიდენი არ მართავს. ბაიდენს არათუ ამერიკის მართვა არ შეუძლია, ის ცერემონიული ფუნქციების შესრულებასაც ძლივს ახერხებს. აბსურდი იქნება იმის დაჯერებაც, რომ ამერიკას ბლინკენი, ოსტინი ან რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი მართავს. პარტიები ამერიკაში, ტრადიციულად, განსაკუთრებული ძალაუფლებით არასოდეს გამოირჩეოდნენ, თუმცა, ახლა მათი როლი კიდევ უფრო დაკნინებულია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის არჩევა მხოლოდ მე-15 ცდაზე მოახერხეს. ამერიკის მართვის ბერკეტები ვერ ექნებათ ვერც სპეცსამსახურებს, რომლებიც გეგმების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელი, მაგრამ თავად გეგმის შემოქმედნი ვერასოდეს იქნებიან.
ასეთ პირობებში, ჩნდება კითხვა - მაშინ, ვინ მართავს ამერიკას, რომელიც, თავის მხრივ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებს? გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა ოფიციალურად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად არის გამოცხადებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
ამ საკითხის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე და მასალების ანალიზის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს. ოჯახების გვარებს, წარმომავლობას, ქონებრივ მდგომარეობას და სხვა დეტალებს დღეს შეგნებულად არ გავშლი. ეს ოჯახები თავდაპირველად, ათწლეულების მანძილზე, საკუთარ გავლენებს მართალია კულისებიდან, მაგრამ მეტ-ნაკლებად კონსტიტუციის ფარგლებში აფართოებდნენ. ღია წყაროებში ფიქსირდება არაერთი ინფორმაცია, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტების საჯარო განცხადებებიც, იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ და ახერხებდნენ ეს ადამიანები საკვანძო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩარევას.
როგორც ჩანს, ოჯახებს საბოლოოდ ცდუნებამ სძლია და მათ ამერიკის კონსტიტუციისა და სახელმწიფოს სრულად მითვისება განიზრახეს, რაც წარმატებით შეძლეს კიდეც. ბოლო პრეზიდენტი, რომელიც მათ არაფორმალურ გავლენებს წინააღმდეგობას უწევდა, დონალდ ტრამპი იყო. თუმცა, ამ დაპირისპირებაში ტრამპი, საბოლოოდ, პირწმინდად დამარცხდა. ბაიდენის პრეზიდენტობა იმის მაუწყებელია, რომ არაფორმალური მმართველობის აღქმის შექმნა ოჯახებს სრულიად შეგნებულად და მთელი მსოფლიოს დასანახად სურთ. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, ისინი მომავალში საჯარო პოლიტიკაშიც კი ვიხილოთ.
ამერიკის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ოჯახები საჯარო პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით ჩნდებოდნენ და იმის დემონსტრირებას ღიად ახდენდნენ, რომ ბიზნესი მართავს პოლიტიკას, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციასა და ანალიზს საზოგადოებას მოგვიანებით შევთავაზებ. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე, კონკრეტული მიზეზების გამო, რომლის შესახებაც საზოგადოებას ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი, ოჯახებს ჩრდილში გადასვლა და ფონდებსა და კლუბებს უკან ამოფარება მოუხდათ. ამ ფონზე, რთული შესაფასებელია, ტრამპის გაპრეზიდენტება მათი შეცდომის შედეგი იყო თუ შეგნებული გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტობამ და ამ ფონზე, ბაიდენის გაპრეზიდენტებამ ოჯახებს ჩრდილიდან გამოსვლისათვის შესანიშნავი ფონი შეუქმნა. ახლო მომავალში შევეცდები, ჩემი კავშირების გამოყენებით, ინფორმაცია ოჯახების შესახებ საერთაშორისო მედიაშიც გავიტანო, სადაც ოჯახების ვინაობასაც დავასახელებ. სწორედ იქ გამოჩნდება, ოჯახებს კვლავაც ჩრდილში დარჩენა სურთ თუ არაფორმალური მმართველობის ლეგალიზება აქვთ განზრახული.
დღიდან დაფუძნებისა, ამერიკა 100-ზე მეტ ომში იყო ჩართული. დონალდ ტრამპი ოჯახებთან ბრძოლაში კი დამარცხდა, მაგრამ მან ჩვენს განსასჯელად ერთი მნიშვნელოვანი შედეგი დატოვა. ბოლო ათწლეულების მანძილზე, ტრამპი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის პირობებში ამერიკას არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა. ეს ფაქტი იმის ნიშანია, რომ ომების ინიცირების თუ პროვოცირების უმთავრესი მიზეზი არა იმდენად წმინდა პოლიტიკური, რამდენადაც ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესები იყო.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ იდეოლოგიის გარეშე დროსა და სივრცეში მდგრადობას ვერავითარი მასშტაბური ძალაუფლება ვერ შეინარჩუნებს. სწორედ ძალაუფლების გასამყარებლად შექმნეს ოჯახებმა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც მათ ამერიკაში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში პოლიტიკური გავლენის დამყარებასა და გაფართოებაში ეხმარება. ამ იდეოლოგიის საფუძვლები ორუელისა და ჰაქსლის ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში - „1984-ში“ და „საოცარ ახალ სამყაროშია“ აღწერილი, რომლებიც, მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ოჯახების დაკვეთით შეიქმნა.
ტრადიციული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრესიული ათეიზმის ახალი ტალღა, რელიგიური გაერთიანებებისა და რელიგიური დოგმების წინააღმდეგ გალაშქრება, სამეფო ოჯახების იმიჯის დაკნინება, აგრესიული ლგბტ პროპაგანდა და ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებები ერთადერთ მიზანს - სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას და ადამიანის არა ღვთის სახედ შექმნილ და ღირსების მატარებელ ინდივიდად, არამედ ზომბირებული კოლექტივის რიგით რგოლად ქცევას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, ლიბერალური იდეოლოგია მსოფლიო ისტორიაში ცნობილ ყველაზე აგრესიულ და ნეგატიურ იდეოლოგიებს არაფრით ჩამოუვარდება.
ლიბერალური იდეოლოგია, თავისი შინაარსით, აპარტეიდული ბუნებისაა და იგი ყველა სახის უმცირესობას განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს. ამ იდეოლოგიის მიხედვით, მაგალითად, ქვეყნის წამყვანი რელიგიური გაერთიანება მუდმივი თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს, ხოლო რელიგიური უმცირესობები პროგრესის ეტალონებად უნდა წარმოჩინდნენ, ლგბტ პირი სხვა ადამიანებზე მეტ პატივისცემას და საყოველთაო აღფრთოვანებას უნდა იმსახურებდეს, გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება კი, იდეოლოგიის მიმდევარი უმცირესობის ექსკლუზიური პრივილეგია უნდა იყოს.
ლიბერალურ იდეოლოგიაშიც მოქმედებს სტალინური „ურავნილოვკის“ პრინციპი, რომლის მიხედვით ადამიანების გათანაბრების ერთადერთი ეფექტიანი გზა ძლიერის დაკნინებაა. ქვეყანაში უნდა დაკნინდეს ყველა, ვისაც აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტად და მაგალითად იქცეს, პატრიარქით დაწყებული წარმატებული სპორტსმენით დამთავრებული. დღეს რომ ქართულ საზოგადოებას ელიტები არ ჰყავს, 2004-12 წლების აგენტოკრატიისა და ლიბერალური იდეოლოგიის მაშინდელი აღზევების ყველაზე მძიმე მემკვიდრეობად უნდა მივიჩნიოთ.
ლიბერალური იდეოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებში აგენტოკრატიის დამყარებასა და შენარჩუნებაში. ყველა ვხედავთ, რომ საქართველოშიც ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მყარი სოციალური საყრდენი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის ბაზისზე და ლიბერალების სახით შეიქმნა. გარდა რამდენიმე მცირე გამონაკლისისა, დღევანდელ ევროპაში ხელისუფლებების მთავარი იდეოლოგიური ხაზი სწორედ ლიბერალიზმს ემყარება.
ლიბერალურ იდეოლოგიას მძიმე შედეგები მოაქვს ამერიკული საზოგადოებისთვისაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი გავრცელება არა ამერიკელი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, არამედ კონკრეტული ოჯახების მიზნებს ემსახურება.
როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ლიბერალური იდეოლოგიისა და აგენტოკრატიის საფრთხეებთან დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანად უნდა ვაქციოთ. საქართველო, რომელმაც ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა სამი ათასწლეულის მანძილზე შეინარჩუნა, არ შეიძლება შეეწიროს რამდენიმე ოჯახის მიერ მოფიქრებულ გლობალურ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სქემებს, რომლებშიც ჩვენს ქვეყანას მხოლოდ „ომის ღმერთების“ შესაწირის მოკრძალებული როლი აქვს მიკუთვნებული. საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
საკითხის განსაკუთრებული აქტუალობიდან გამომდინარე, ამ თემის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მეტ ინფორმაციას გავუზიარებ“, - წერს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 08:06
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარ თანამოაზრეებს და ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დღემდე იმალებიან. ხაბეიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, თუ რატომ არ მართავს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს. მის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა და თავი იმით იმართლა, რომ ხაბეიშვილი თავის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გულისხმობს.
17 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში
17 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
17 სექტემბერი 2026, 01:22
მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევაა ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
17 სექტემბერი 2026, 00:26
პოლიტიკა
ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა
ვფიქრობ, რომ მცირე ქვეყნისთვის, როგორიცაა ისლანდია, რომლის ეკონომიკა ეყრდნობა თევზჭერას და ენერგოსფეროს, სუვერენიტეტის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის, რომელთაც ბრიუსელში თავისი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა.
17 სექტემბერი 2026, 00:25
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს - მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, ნატოსთან ღია კონფრონტაციაში შესვლის გარეშე
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს.
17 სექტემბერი 2026, 00:08
პოლიტიკა
ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი გავლენა ბრიუსელში იქნება ძალიან მცირე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმადაც მოსახლეობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. მისი თქმით, მცირე ქვეყნების ლაპარაკი თითქოს ჩურჩულია, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს.
17 სექტემბერი 2026, 00:05
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი
ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 00:01
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ევროკავშირში მაღალი დონის შეხვედრებს გამოვიყენებთ იმისათვის, რათა აღვადგინოთ დიალოგი და დავანახვოთ ყველას, რომ, რაც შეიძლება ბრიუსელის ფანჯრიდან ჩანდეს, არის ერთი მდგომარეობა, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება, რაც არის ამ რეგიონში, განსხვავებულია - ჩვენ ეს ურთიერთობები არ გაგვიფუჭებია
„მაგასთან“ დაპირისპირება პირველი არ არის, იქ იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგები, გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე არჩევნების შედეგები და საბოლოო ჯამში ეს მოვლენები ბრიუსელს ერთ რამეს უნდა აჩვენებდეს, რომ მისი ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა სწორი მიმართულებით არ მიდის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 23:45
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს
მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კომისის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ. მახაშვილის თქმით, კოსი გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.
16 სექტემბერი 2026, 23:37
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია. წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო
ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
16 სექტემბერი 2026, 23:27
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით
ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
16 სექტემბერი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა
პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პარტიის „საქართველოსთვის“ დამატების საკითხის განხილვისას. მისი თქმით, ამიერიდან, როგორც კი ხელისუფლება დაინახავს, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომელიმე ორგანიზაცია კონსტიტუციური წესწყობილებიდან გადის, ვალდებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
16 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას - ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს
აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიის“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იმავე Kordz-ის შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
16 სექტემბერი 2026, 23:19
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია
ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 23:10
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე გაკეთდა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი დასრულების პერსპექტივის გარეშე გრძელდება, რაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ პირველ ნაბიჯად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას აუცილებელს ხდის.
16 სექტემბერი 2026, 23:06
სპორტი
საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა
საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა
16 სექტემბერი 2026, 23:05
პოლიტიკა
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
16 სექტემბერი 2026, 22:51
მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი ახალი მთავრობა კოკაინის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწევს.
16 სექტემბერი 2026, 22:33
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: კანონიერი საპროტესტო აქციები და დამოუკიდებელი ლობირება დაცული უფლებებია, თუმცა, თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობის ფედერალური კანონები - ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
16 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ჰუმანიტარული ფონდის საწყობი სრულად განადგურდა
დღეს დილით, რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ფონდის საწყობი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა.


