imedi /  17 იანვარი 2023, 16:20 / სანდო წყარო

კულტურის სამინისტროსა და მის 13 ორგანიზაციაში 146 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისათვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 13 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 146-ია, საიდანაც 112 ანაზღაურებადია, ხოლო 34 - ანაზღაურების გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი 2022 წლის ივნისშიც გამოცხადდა და 30-მდე წარმატებული სტაჟიორი უკვე დასაქმდა სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში.

სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია 1 თვიდან 1 წლამდე ვადით.
სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, ან/და ჯერ კიდევ სტუდენტია (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია).

წარმატებულ სტაჟიორებს გაუგრძელდებათ სტაჟირების ხელშეკრულება ან დასაქმდებიან სამინისტროს სისტემაში.

კონკურსის ფარგლებში, სამინისტროს აპარატში ცხადდება 10 ანაზღაურებადი ვაკანსია, ხოლო სამინისტროს ორგანიზაციებში ჯამურად 112 ანაზღაურებადი ვაკანსია, ანაზღაურების გარეშე კი - 34. კერძოდ:

1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ცხადდება 10 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ურთიერთობები, შიდა აუდიტი, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ცხადდება 25 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: არქიტექტორი, რესტავრატორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, კედლის მხატვრობის სპეციალისტი, კონსტრუქტორი, იურისტი, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შესყიდვები.
3. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოში ცხადდება 5 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა, ადამიანური რესურსების მართვა, სახელმწიფო შესყიდვები, იურიდიული.
4. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 62 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნებათმცოდნე, რესტავრატორი, არქეოლოგი, არქიტექტორი, ეთნოგრაფი, სხვადასხვაენოვანი გიდი, ექსპონატების შემგროვებელი, იურისტი, ექსპოზიციონერი, მარკეტოლოგი, საქმისწარმოება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვა.
5. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმებსა და მის მუზეუმთა ჯგუფებში ცხადდება 6 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ეთნოლოგი, სხვადასხვაენოვანი გიდი, პიარი, ორგანიზატორი, ფონდების კურატორის/ფონდის მცველის ასისტენტი.
6. სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმში ცხადდება 3 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: არქივარიუსი ხელნაწერთა ფონდში, არქივარიუსი აფიშების ფონდში, არქივარიუსი ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ფონდში.
7. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ მუზეუმში ცხადდება 4 ანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: გამოფენის მეთვალყურე, ექსკურსიამძღოლი, კანცელარიის უფროსის თანაშემწე.
8. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ მუზეუმში ცხადდება 6 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: გამოფენის მეთვალყურე, ექსკურსიამძღოლი, ფონდის მცველის ასისტენტი.
9. სსიპ ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ცხადდება 5 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნებათმცოდნე, სხვადასხვა ენოვანი გიდი.
10. სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ცხადდება 2 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ფონდების მცველი, ექსკურსიამძღოლი.
11. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 5 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ინგლისურენოვანი გიდი, რუსულენოვანი გიდი.
12. სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში „რუსთავი“ ცხადდება 10 არაანაზღაურებადი ვაკანსია მოცეკვავე-მსახიობის მიმართულებით.
13. სსიპ ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 1 ვაკანსია გამნათებლის მიმართულებით.
14. სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში ცხადდება 3 არაანაზღაურებადი ვაკანსია მსახიობის მიმართულებით.
15. სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 2 ვაკანსია: პიარის მიმართულებით; საქმისწარმოებისა და HR-ის მიმართულებით.
ანაზღაურებად, ისევე როგორც ანაზღაურების გარეშე პოზიციებზე, კანდიდატები შემდეგი საკონკურსო ეტაპების გავლის შედეგად შეირჩევიან: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება ან/და წერითი დავალება, გასაუბრება. კონკურსანტები შედეგების შესახებ ინფორმაციას თითოეული საკონკურსო საფეხურის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოზიციაზე ერთდროულად არის გამოცხადებული კონკურსი ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟირებაზე მისაღებად, ანაზღაურებად სტაჟირებაზე წარდგენილები იქნებიან საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები, ხოლო მომდევნო საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები წარდგენილები იქნებიან არაანაზღაურებად სტაჟირებაზე.

ამასთან, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე მყოფი პირის შეფასების (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით მისი გადაყვანა შეიძლება ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში, სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

სტაჟიორთა კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. ამ მიზნით, კულტურის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნიან დამოუკიდებელ სამუშაო გარემოსა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისთვის საჭირო პირობებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 22:48

სამართალი

შემოსავლების სამსახური ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა დღეს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას.

ნიკოლ ფაშინიანი

07 თებერვალი 2023, 22:34

მსოფლიო

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

07 თებერვალი 2023, 21:51

პოლიტიკა

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 21:46

საზოგადოება

მაშველები გაზიანთებში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სახლის ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

07 თებერვალი 2023, 21:21

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 19:48

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს.

07 თებერვალი 2023, 19:40

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

07 თებერვალი 2023, 19:23

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

07 თებერვალი 2023, 19:23

კულტურა

კულტურის სამინისტროს პროექტის „თეატრალური საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა

კინოთეატრ „კავეაში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე

არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამართულ აქციას.

ლინკოლნ მიტჩელი

07 თებერვალი 2023, 18:48

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გიორგი კალანდარიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:44

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: უპრეცედენტოა, რომ წელიწად-ნახევრით ადრე ცნობილია ყველა ძირითადი წესი რომელიც უკავშირდება უბნებს, უკავშირდება ამომრჩეველთა გადანაწილებას და ა.შ.

როდესაც ორგანულმა კანონმა დაადგინა, რომ ამომრჩეველთა არანაკლებ 70%-მა უნდა მიიღოს ტექნოლოგიური საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვნად აამაღლა და აწია თამასა. არა თუ 70%, არამედ ამომრჩეველთა თითქმის 90% მიიღებს ტექნოლოგიური საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ , - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 18:37

მსოფლიო

ჯანმოს პროგნოზით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს. ასეთი პროგნოზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) კეთდება.

გიორგი კალანდარიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:33

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის, 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს ცალსახად შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანური შეცდომები