23 იანვარი 2023, 19:47 / სანდო წყარო

დათი ქოქრაშვილის დედა: დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება, ხშირად ამბობდა - მინდა ჩემი რკინის ფეხით ჩასვლა თბილისში, ვიცი, რომ ბევრი მელოდებაო

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას, - ამის შესახებ დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მან ისაუბრა დათის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან დიდი ძალა და მოტივაციაა დათიკოსთვის ხალხის მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული, რომელსაც ვგრძნობთ. გულშემატკივრების გვერდში დგომას დათიკო ძალიან აფასებს და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დათიკომ იცის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მისი იმედი და არ უნდა მათ იმედი გაუცრუოს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ეს განწყობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მე მწამს ამის და ამის სჯერა ჩვენს ოჯახს და ყველა ჩვენს ახლობელს. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, ფაქტობრივად ჭრილობაზე ხდება პროთეზის დამაგრება და მაინც სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც ექიმმა გვითხრა, საჭიროა დრო გავიდეს, რაც აუცილებელია ადაპტაციისთვის. კანიც უნდა გაუხეშდეს, რათა ადვილი იყოს პროთეზის მოხმარება. თბილისში ჩამოსვლისთანავე უნდა ვატაროთ რეაბილიტაციის ცენტრში ინტენსიურად, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი. წონაში უნდა დაიკლოს და რაც მთავარია მოძლიერდეს. სანამ ყავარჯნების თავისუფლად გამოყენებას არ შეძლებს, მანამდე პროთეზის გამოყენება დათის გაუჭირდება. მაქსიმალურად უნდა მოვაძლიეროთ. ახლა ვფიქრობ, რომ პროთეზზე საუბარი და მისი გამოყენება ცოტა ადრე იყო. კარგად უნდა შეხორცებულიყო ჭრილობა და თვითონაც უფრო მეტად მზად უნდა ყოფილიყო. დიდი მოლოდინი გვქონდა და ახლა, როდესაც პრაქტიკაში მოხმარებისას გაგვიჭირდა, ბავშვს ცოტა დემოტივაცია გაუჩნდა. როდესაც ხედავს, რომ ისე ვერ დადის, როგორც ეგონა ივლიდა და ამის მოლოდინი ჰქონდა, ახლა მოდუნდა და განიცდის. მეც ძალიან განვიცდი, რადგან ჩვენც სხვანაირად გვეგონა. იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. პროთეზი გადმოგვეცა ისე, როგორც ექიმმა გვითხრა, მაგრამ ჯერ კიდევ დასახვეწია. პერიოდულად უმუშავებენ იმ ადგილებს, სადაც ტკივილს გრძნობს. ყველანაირად ცდილობენ, რომ დახვეწონ და მოარგონ სხეულს. ველოდებით თანხების ბოლომდე გადაფარვას და სავარაუდოდ თვის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში საქართველოში დავბრუნდებით. ახლა ინტენსიურად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საქართველოში. დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება. სულ ამბობდა, რომ ასე არ უნდოდა ჩასვლა საქართველოში და ხშირად ამბობდა, რომ მინდა ჩემი რკინის ფეხით ჩასვლა თბილისში და ვიცი ბევრი მელოდებაო. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას“, - აღნიშნა ქრისტინე მამუკაშვილმა.

2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

გასულ წელს „იმედის კვირამ“ დათის შესახებ ექსკლუზიური რეპორტაჟი მოამზადა, რომლის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2026, 14:26

სამართალი

ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ

დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.

პაველ ჰერჩინსკი

11 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო

რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.

11 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო

ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 14:10

თავდაცვა

დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.

11 ივლისი 2026, 14:02

რეგიონი

რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება.

ვახტანგ ცაგარელი
მიხეილ სარჯველაძე

11 ივლისი 2026, 13:59

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

11 ივლისი 2026, 13:52

მსოფლიო

რუმინეთმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რადუ მირუცეს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 13:48

რეგიონი

ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

11 ივლისი 2026, 13:28

მსოფლიო

Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა

რუსეთმა დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ინფორმაციას Reuters-ი მარცვლეულის ექსპორტის სექტორის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 13:06

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა.

დონალდ ტრამპი ჯეი დი ვენსი

11 ივლისი 2026, 12:59

მსოფლიო

AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ დაადასტუროს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და აიღოს ვალდებულება კომერციულ გემებზე თავდასხმები შეწყვიტოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

11 ივლისი 2026, 12:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე „ტვ პირველს“: ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ. ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის განცხადებაზე, რომ „დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის საშუალება აღარ ეძლევა“, აცხადებს, რომ ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას.

11 ივლისი 2026, 12:31

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

11 ივლისი 2026, 12:27

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ

წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.

11 ივლისი 2026, 12:24

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.

11 ივლისი 2026, 12:20

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, ქობულეთის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან და ქობულეთის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში, გია ჭყონიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

11 ივლისი 2026, 12:11

საზოგადოება

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.

11 ივლისი 2026, 12:08

კულტურა

ბათუმში შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო

ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო, რომელიც ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს.

11 ივლისი 2026, 12:03

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აბას არაღჩი

11 ივლისი 2026, 12:00

მსოფლიო

აბას არაღჩი: ირანი ამერიკისგან განსხვავებით თავის სიტყვას ასრულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკა ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.