რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. დეტალურად
ფოტო: თბილისის მერია
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება - ამ წუთებში თბილისის მერი კახა კალაძე პროექტის პრეზენტაციას მართავს.
თბილისის ტაქსების რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველი ეტაპი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა და გაიცა 21 000 უკატეგორიო ტაქსის ნებართვა.
2019 წელს განხორციელდა ტაქსების რეფორმის II ეტაპი. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - A და B. A კატეგორიის ტაქსებზე განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი - თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით „TAXI თბილისი“ აღნიშნული რეფორმის შედეგად გაიცა შემდეგი ნებართვები:
- A კატეგორია - 19 348 ტაქსი
- B კატეგორია - 7 798 ტაქსი
რეფორმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს:
- ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების უვადო ნებართვებად გადაქცევას
- A კატეგორიის ნებართვების ბაზრის შექმნას
- A კატეგორიის ნებართვების ყიდვა/გაყიდვის, იჯარით გაცემის და უფლებრივად დატვირთვის შემოღებას
- A კატეგორიის ნებართვის ფასიან აქტივად გადაქცევას
- A კატეგორიის ნებართვების ბაზარზე იურიდიული პირების დაშვებას
2023 წლის 20 მარტიდან შეწყდება არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემა. 2023 წლის 1 აპრილს მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით (რეფორმის მესამე ეტაპით) გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს.
მუნიციპალიტეტი 2023 წლის 1 აპრილს ახალი სისტემით (რეფორმის მესამე ეტაპით) გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს გადასცემს. ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში, ერთხელ მაინც ფლობდა ან აიღებს A კატეგორიის ნებართვას (ერთ ფიზიკურ პირს - ერთი ნებართვა).
2023 წლის 1 აპრილიდან A კატეგორიის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის უფლებით მიღების გზით იმ პირისგან, რომელიც საკუთრებაში ფლობს A კატეგორიის ნებართვას. A კატეგორიის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება, ან უფლებრივად დატვირთვა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
2023 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება სრულიად ახალი, თანამედროვე, გამართული ელექტრონული სისტემა taxi.tbilisi.gov.ge სისტემის მეშვეობით ნებართვის მფლობელი შეძლებს მართოს პირადი პროფილი, A და B კატეგორიის ნებართვები, დაკავშირებული მძღოლები და ავტომობილები.
სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება A კატეგორიის ნებართვების ყიდვა/გაყიდვა და იჯარის ფორმით გაცემა.
A კატეგორიის ნებართვის აქტივაცია: 2023 წლის 1 აპრილიდან გაცემული ახალი A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აპრილამდე.
A კატეგორიის ნებართვა, რომელიც არ გააქტიურდება დადგენილ ვადაში, ავტომატურად გაუქმდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე. A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად. ფიზიკურ პირებს, ვისაც არასოდეს აუღიათ A კატეგორიის ნებართვა და ახორციელებენ ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიის ბაზარზე ტაქსის მომსახურება, ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2023 წლის 20 მარტამდე აიღებენ დღეს არსებული სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას
2023 წლის 20 მარტამდე გაცემული A კატეგორიის ნებართვა ინარჩუნებს ძალას შესაბამისი ვადით B კატეგორიის ნებართვები და მასთან დაკავშირებული წესები უცვლელია. რეფორმა არ ითვალისწინებს ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას. რეფორმა არ ითვალისწინებს ტაქსებისთვის რაიმე გადასახადის დაწესებას.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 21:16
მსოფლიო
მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.
01 სექტემბერი 2026, 20:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.
01 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:47
საზოგადოება
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.
01 სექტემბერი 2026, 20:42
საზოგადოება
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:38
საზოგადოება
საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 20:34
საზოგადოება
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან უკვე ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის უფასოა. სასკოლო ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.
01 სექტემბერი 2026, 20:31
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები - აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი შემოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის - აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებს, ბელგიური კომპანია უკვე ორი სპეციალიზებული ხომალდით ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 20:28
სამართალი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
01 სექტემბერი 2026, 20:27
მსოფლიო
ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი დღე და პოლიტიკური განცხადებები სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური კრიზისი ევროპაში და ამ კონტექსტში ისლანდიის მაგალითი იყო პოლიტიკური განცხადებების ერთ - ერთი თემა პარლამენტში.
01 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. ბრიუსელის ბიუროკრატია, სუვერენიტეტის პრინციპი და გაერთიანებაში არსებული ღირებულებითი გამოწვევები - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც რეიკიავიკის გადაწყვეტილების შემდეგ , როგორც დასავლელი, ისე ქართველი კანონმდებლები აპელირებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:17
პოლიტიკა
უთანხმოების მიზეზად ქცეული საიმიგრაციო პოლიტიკა - უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს აკრიტიკებს. პეტერ მადიარი ევროკავშირის მმართველობით კრიზისზე და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირის კრიტიკა ამჯერად, ბუდაპეშტიდან ისმის. ევროგაერთიანებაში პოლიტიკური ლიდერობის დეფიციტზე პიტერ მადიარი ლაპარაკობს.
01 სექტემბერი 2026, 20:11
მსოფლიო
გერმანია ლაიფციგში დრონის ინციდენტის გამო ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში „რუსულ სახლს“ დახურავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ლაიფციგის აეროპორტში განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმაზე დიპლომატიური რეაგირების შესახებ გამოაცხადა.
01 სექტემბერი 2026, 20:04
მსოფლიო
გერმანიის მთავრობამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდულ თავდასხმაში დაადანაშაულა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამოძიების შედეგები წარადგინეს.
01 სექტემბერი 2026, 19:58
მსოფლიო
ნეპალის პრემიერი: ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას
ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბალენდრა შაჰმა.
01 სექტემბერი 2026, 19:41
მსოფლიო
კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას.
01 სექტემბერი 2026, 19:29
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ სიგიჟე და დაასრულონ მსოფლიო ომები
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ბიშკეკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, „შეაჩერონ სიგიჟე“ და დაასრულონ მსოფლიო ომები.
01 სექტემბერი 2026, 19:03
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა - ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 18:28
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება
აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


