შალვა პაპუაშვილი: დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათთან ერთად გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
,21 მარტი არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომლის საერთო გზავნილი წელს არის - “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სესიის გახსნის დროს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მონაწილეობა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად მოხდეს იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მათთლ ეხებათ.
21 მარტი არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომლის საერთო გზავნილი წელს არის - “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის” და ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩავრთოთ და მათთან ერთად ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 16:20
სამართალი
სარფის მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, ორ შეკვრად დაფასოებული 2,600 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 16:09
საზოგადოება
რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
11 ოქტომბერი 2024, 15:54
მსოფლიო
ბლინკენი: აშშ მუშაობს, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი არ გაფართოვდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა „აქტიურად მოქმედებს“, რათა ახლო აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური კონფლიქტი თავიდან აიცილოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მისი თქმით, მსოფლიოში შიშობენ, რომ ისრაელის ბრძოლა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან შესაძლოა სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში გადაიზარდოს. „ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ დიპლომატიისა და შეკავების ხერხის გამოყენებით, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბლინკენმა.
11 ოქტომბერი 2024, 15:35
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში, არავითარი ზღვარი არ არსებობს გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ყველა ეს პარტია ერთობლიობაში შეადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამიტომ საზოგადოებამ ყველას ერთად უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს
გახარიას პარტიას აქვს კოალიცია შექმნილი „ნაცმოძრაობასთან“ 4 მუნიციპალიტეტში, ამაზე მჭიდრო კავშირი არ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდეს ორ პარტიას შორის, - განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამენტს
ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამენტს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვინც საუბრობს რუსულზე და ქართულს უწოდებს რუსულს, ის მონაწილეობს საუკუნის აფიორაში, შენ რომ არ გინდა ქვეყანაში ომი, არ ნიშნავს, რომ შენი კურსი რუსულია
რუსული კანონი არის ტყუილი. რაც შეეხება რუსულ კურსს, ეს არის ანალოგიური ტყუილი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, რუსულ კანონზე საუბარი იყო საუკუნის აფიორა.
11 ოქტომბერი 2024, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვინც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ითხოვს, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან ამ კანონს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტი უჭერს მხარს
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი და დაპირება არის ის, რომ მხოლოდ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროპაში, მხოლოდ იმ ფასეულობების გაფრთხილებით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და როდესაც თავს გახვევენ ლგბტ პროპაგანდას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე, იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა, მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა
იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:27
პოლიტიკა
შტეფენ კოტრე ბუნდესტაგში გამართულ განხილვაზე: ეს იმპერიალიზმია და ეს ჩვენ არ მოგვწონს
გერმანული ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი შტეფენ კოტრე ბუნდესტაგში საქართველოს თემაზე გამართულ განხილვას „ქრონიკასთან“ აფასებს. იგი აცხადებს, რომ დემოკრატია მას ასე არ ესმის. კოტრეს პარტია ერთ-ერთია იმ ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებმაც ბუნდესტაგში მიღებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
11 ოქტომბერი 2024, 15:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: საქართველოში კანონმდებლობის მიღება, შესაბამისი ქმედებების განხორციელება, ქვეყანაზე ზრუნვა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისა და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადასაწყვეტი
საქართველოში კანონმდებლობის მიღება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, ქვეყანაზე ზრუნვა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადასაწყვეტი, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე.
11 ოქტომბერი 2024, 15:22
არჩევნები 2024
„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდა - „მთავარმა არხმა“ უკვე გამოაქვეყნა „სავანტას“ კვლევის შედეგები, რომელზეც „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ მონაცემებზე საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია
„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დეტალური სიზუსტით გამართლდა. „მთავარმა არხმა“ უკვე გამოაქვეყნა „სავანტას“ კვლევის შედეგები, რომელზეც „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ მონაცემებზე საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ პირველი ადგილი გვარამიას პარტიისთვის მიენიჭებინათ.
11 ოქტომბერი 2024, 15:13
პოლიტიკა
პრემიერი: გამჭვირვალობის კანონი არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, იმის გამო შეაჩერეს ევროკავშირში ამ კანონის მიღება, რომ მერე აღარ ექნებოდათ მორალური უფლება საქართველოსთვის მოეთხოვათ ამ კანონის გამოხმობა
ძალიან საინტერესო დეტალია, ევროკავშირში დაინიცირდა გამჭვირვალობის კანონი, იმის ანალოგიური კანონი, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოში და რასაც, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა უწოდეს რუსული კანონი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
11 ოქტომბერი 2024, 15:08
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი
ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსჯავრდებული ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეეხებოდა.
11 ოქტომბერი 2024, 15:07
ტექნოლოგიები
ილონ მასკმა რობოტი-ტაქსი Cyberсab-ი წარადგინა
Cyberсab-ის ღირებულება 30 ათას დოლარზე ნაკლებია. მასკი ვარაუდობს, რომ ტაქსის წარმოება 2026-2027 წლებში დაიწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ადამიანის მიერ მართვადი ავტომობილები.
11 ოქტომბერი 2024, 15:05
არჩევნები 2024
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „მთავარი ახრის“ დაკვეთილი კვლევის გაყალბებულ მონაცემებში „ქართულ ოცნებას“ 40%-ზე ნაკლები, გვარამიას პარტიას 20%-მდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 15%-მდე უნდა დაუწერონ
„ქრონიკამ“ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა „მთავარი არხის“ მიერ დაკვეთილ კვლევასთან დაკავშირებით. გაყალბებული მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნება„ 40%-ზე ნაკლები უნდა დაუწერონ, გვარამიას პარტიას 20%-მდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ 15%-მდეს, გახარიას პარტიას - 10%, ხოლო ხაზარაძის პარტიას 7-8%.
11 ოქტომბერი 2024, 15:05
მსოფლიო
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე: მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრია მანდიჩმა განაცხადა, რომ „მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით“. აღნიშნული განცხადება მონტენეგროს პარლამენტის სპიკერმა ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღინიშნა, მონტენეგროს სურვილია ევროკავშირში მიღწეული შედეგების საფუძველზე გაწევრიანდეს. „გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა მადლობა გადავუხადო ფინეთს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ჩვენს ევროპულ მოგზაურობაში გამოჩინა“,- თქვა მანდიჩმა. მონტენეგროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიენიჭა.
11 ოქტომბერი 2024, 14:58
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში
მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა - „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:55
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძე: ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში
დღეს გაიხსნა გზა, რომლის მშენებლობის პროცესი მრავალი გამოწვევის ფონზე მიმდინარეობდა. ურთულეს გეოლოგიურ პირობებში, სხვადასხვა ტიპის გამოწვევის გადალახვით, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდსა და 5 გვირაბს, არის სრულ შესაბამისობაში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებთან და სტანდარტებთან და აღჭურვილია საგზაო განათების სისტემით, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე.