imedi /  06 აპრილი 2023, 15:16 / სანდო წყარო

ბათუმში უამინდობის გამო რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს

ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება ვერ ხერხდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უამინდობის გამო ავიაკომპანიების Smartwings-ის, Czech Airlines-ისა და Arkia Airlines-ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც თელ-ავივიდან ასრულებდნენ რეისს, ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, საიდანაც მგზავრების ტრანსპორტირებას ბათუმის მიმართულებით უკვე ავტობუსებით ახორციელებენ.

ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, დღეს დაგეგმილი 14 რეისიდან 7 უკვე შესრულდა.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 17:55

რეგიონი

ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება

პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.

მარკო რუბიო ჟოზეფ აუნთი

16 აპრილი 2026, 17:55

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:54

რეგიონი

ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 17:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის

არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია

გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ -გაძლიერდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:49

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მიმაჩნია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

„ჩვენ პრაგმატული და ფრთხილი მოლოდინით ველით დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არსებითად გადაიტვირთება და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს ეკადრება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კომუნიკაცია თბილისსა და ვაშინგტონს შორის სხვადასხვა დონეზე ახლაც მიმდინარეობს.

ფათიჰ ბიროლი

16 აპრილი 2026, 17:40

მსოფლიო

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი: ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორის, ფათიჰ ბიროლის განცხადებით, ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:37

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:30

ეკონომიკა

სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.

თამარ იოსელიანი

16 აპრილი 2026, 17:28

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ცვლილება არ გულისხმობს აბასთუმანში არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს

ცვლილება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

მარკო ჯურიჩი

16 აპრილი 2026, 17:21

მსოფლიო

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ხვეწნას არავის დაუწყებს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკო ჯურიჩის განცხადებით, სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ბლოკში მისაღებად არავის ხვეწნას არ დაუწყებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:13

სამართალი

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდზე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდი ფინალურ ეტაპზე გადადის. მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა. ბრალდებულები დაიკითხნენ. ბოლო ვინც სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებული ლაშა ბერიძეა. ბერიძის თქმით მან არც სცენიდან გაკეთებული განცხადებების შინაარსი იცოდა წინასწარ და არც მოწოდების.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 16:54

მსოფლიო

ჰეგსეტი ნატოს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 16:39

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა.

16 აპრილი 2026, 16:25

პოლიტიკა

დევიდ ფულფორდი: იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

კანადის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ფულფორდი 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

16 აპრილი 2026, 16:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოანის პლაკიოტაკისს შეხვდა. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

16 აპრილი 2026, 16:18

საზოგადოება

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგ კურსს აცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგ კურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 16:10

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს

უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს - ელისო ბოლქვაძე 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით, მიმდინარე წლისა და სამომავლოდ დასახული აქტივობების შესახებ ინფორმაციით წარდგა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.