07 აპრილი 2023, 12:01 / სანდო წყარო

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის შენობა

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 7 აპრილის 22:00 საათიდან 10 აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

„სამუშაოების პერიოდში ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მძღოლები იმოძრავებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით. ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით.

მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მიმავალი მძღოლები ქეთევან დედოფლის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ პირდაპირ, ან გამოიყენებენ ალტერნატიულ მარშრუტს - ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან ვაჟა ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გავლით, შემდეგ კი, კახეთის I შესახვევიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდებიან ნავთლუღის ქუჩას.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მოსკოვის გამზირიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაინაცვლებს ვაჟა ჩაჩავას ქუჩაზე, შემდეგ კი აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, კვლავ დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, გზას დადგენილი მარშრუტის შესაბამისად გააგრძელებს.

ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ლეხ კაჩინსკის ქუჩის გავლით, შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებს აწყურის ქუჩაზე, გაივლის ვაჟა ჩაჩავას ქუჩას, გადაჭრის ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მარცხნივ მოხვევით, გზას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებს ქეთევან დედოფლის გამზირზე.

ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობს დიდი და პატარა ლილოს, ნავთლუღი 2-ისა და აფრიკის დასახლებებისა, ასევე, სოფელ წინუბნისკენ, მეტროსადგურ „ისანთან“ არსებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევით, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით გადაადგილდება, რის შემდეგაც, გზას არსებული სქემით გააგრძელებს.

შეზღუდვის პერიოდში, N371 ავტობუსი კახეთის გზატკეცილიდან აწყურის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, შემდეგ, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გავლით, დაუკავშირდება ნავთლუღის ქუჩას და მოძრაობას უკვე დადგენილი სქემით შეძლებს“, - აცხადებენ მერიაში.

ყველა სიახლე

თენგიზ შარმანაშვილი

08 სექტემბერი 2026, 19:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე. პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა და არ ყოფილა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში.

08 სექტემბერი 2026, 19:25

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 19:22

მსოფლიო

რუმინეთმა რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა. უწყების ცნობით, სამშაბათს, რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

08 სექტემბერი 2026, 18:59

მსოფლიო

ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის განაცხადი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესყიდვაზე, პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში

ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის განაცხადი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესყიდვაზე, პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო თავის Telegram-არხზე იუწყება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დაახლოებით 3.2 მილიარდი ევროა გამოყოფილი.

08 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement - ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement - ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარი
დავით სონღულაშვილი

08 სექტემბერი 2026, 18:46

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქო, აზერბაიჯანი) ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარს შეხვდა.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 18:45

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორედ ირაკლი კობახიძის ინიციატივით და მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში ნომერი მესამეა და ყოველწლიურად იზრდება. ქვეყნის პოლიტიკა და ხელისუფლების გადაწყვეტილება მაქსიმალურად არის მიმართული იქითკენ, რომ მოსახლეობის განათლების ხარისხის ამაღლება და განათლების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა იყოს გარანტირებული

ის მოცემულობები, რომლებიც ამ კვლევამ წარმოაჩინა და მისი სწორი ანალიზი არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის, რაც ერთი წლის წინ დაანონსდა და შემდგომში მთავრობის დადგენილებით მივიღეთ რეფორმის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ემთხვევა იმ გამოწვევებს, რომლებზეც ამ კონტექსტში ჩვენ გვიწევს მუშაობა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: რეფორმების ინიცირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა. საზოგადოებამ თქვა, რომ ეს რეფორმები აუცილებელია

რეფორმების ინიცირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა. საზოგადოებამ თქვა, რომ ეს რეფორმები აუცილებელია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

08 სექტემბერი 2026, 18:35

მსოფლიო

კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ არ არის განწყობილი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თეთრი სახლის ხელმძღვანელთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს აზრად არ მოსდის ევროპის ქვეყნების მიმართ მტრული გეგმები, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

ვლადიმირ პუტინი

08 სექტემბერი 2026, 18:28

მსოფლიო

კრემლი: ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

08 სექტემბერი 2026, 18:17

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ილაპარაკა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.

08 სექტემბერი 2026, 18:15

სამართალი

აჭარის პოლიციამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 18:13

საზოგადოება

გივი მიქანაძე: 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი. ამასთანავე, საქართველო, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ინარჩუნებს ტენდენციას, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ისევე მათემატიკისა და კითხვის სფეროში გვაქვს პროგრესი

91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 18:11

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ბუნებრივია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ბევრი ქვეყანა დაფიქრდება, ღირს თუ არა იმ კავშირში გაწევრიანება, რომელსაც აღარც ეკონომიკა აქვს და აღარც ძლიერი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საწყისები, რომლებზეც დაფუძნებული იყო ეს ყველაფერი

ბუნებრივია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ბევრი ქვეყანა დაფიქრდება, ღირს თუ არა იმ კავშირში გაწევრიანება, რომელიც აპრიორი ძლიერი ეკონომიკური კავშირი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, აღარც ეკონომიკა აქვს და აღარც ძლიერი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საწყისები, რომლებზეც დაფუძნებული იყო ეს ყველაფერი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 18:04

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ იმ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ

მისი თქმით, დეტალები, რომლებიც ურთიერთბრალდებების დროს გასაჯაროვდა, ნათლად წარმოაჩენს, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 18:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის, რომელსაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე

ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის, რომელსაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მის მიმართ ნიკა გვარამიას მუქარასთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

08 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ ბრიუსელისგან იმ ადამიანების გამოქომაგებას, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს

ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ ბრიუსელისგან იმ ადამიანების გამოქომაგებას, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 17:55

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს დღის წესრიგის შექმნის საშუალება მიეცათ

შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს მიეცათ დღის წესრიგის შექმნის საშუალება, - ასე აფასებს ნინო წილოსანი „დღის ქრონიკაში“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილმა წერილებით რადიკალებს სალაპარაკო მასალა მისცა.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს

განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მაროშ შეფჩოვიჩი

08 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

Euractiv: ბრიუსელი ჩინეთს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირისგან მეტი საქონელი უნდა შეიძინოს

ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.