მეუფე შიო: ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ვართ წილხვდომილი ქვეყანა მისი - მივმართოთ ჩვენი გულები და ლოცვა დედა ღვთისმშობლისკენ, რომ თავისი მადლით დაიფაროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
მეუფე შიო
ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი
ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ვართ წილხვდომილი ქვეყანა მისი. ამიტომ მივმართოთ ჩვენი გულები და ლოცვა დედა ღვთისმშობლისკენ, რომ თავისი მადლით დაიფაროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო! - ამის შესახებ მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე ქადაგებისას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
„დღეს არის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი. თქვენ იცით, რომ ეს კვირა თავისი მნიშვნელობით უტოლდება აღდგომის დღესასწაულს. ასევე გილოცავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომლის სახელზეც არის ნაკურთხი ეს დიდებული ტაძარი. ამდენად, ყველას, ვინც ამ ტაძარში მსახურობთ: მამა შიო, შრომობთ, გალობთ, ტაძრის აღმშენებლებს, ყველას განსაკუთრებით გილოცავთ ტაძრის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
სააღდგომო საგალობლებში არის ასეთი სიტყვები: „აჰა, ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა“. და აი, რა სიხარულია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯვრის მიერ, რომელზეც გაკრული იყო ღმერთკაცი? ეს ის სიხარულია, რომ ძე ღმერთმა მიიღო კაცობრივი ბუნება და დაგვიბრუნა ჩვენ უკვდავების შესაძლებლობა.
თქვენ იცით, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა და მოკვდა, მაგრამ ასევე მკვდრეთით აღდგა. ამ მკვდრეთით აღდგომით მან დათრგუნა სიკვდილითა სიკვდილი და დაუბრუნა ადამიანს უკვდავების შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა პირველ ადამიანს შექმნისას და არ იყო მოკლებული უკვდავებას.
თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, იგი არც აუცილებლად მოკვდავი, არც აუცილებლად უკვდავი იყო. წმინდა მამები წერენ, რომ იგი პოტენციურად უკვდავი იყო, მას ჰქონდა უკვდავების შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მას შეეძლო მიღება სამოთხეში მყოფი სიცოცხლის ხის ნაყოფისა. როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს, ისინი დაშორდნენ ამ სიცოცხლის წყაროს - ღმერთს - და გახდნენ მოკვდავნი, მათში შემოვიდა სიკვდილი.
და აი, უფალმა იესო ქრისტემ დაუბრუნა ადამიანს უკვდავების შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ ეს წყალობა არ იკმარა უფალმა, არამედ ჩვენ, ჩვენს ბუნებას, მოგვცა კიდევ სხვა ძალა და შესაძლებლობაც. ეს არის ის, რომ შეგვიძლია ბოროტების დაძლევა და შეგვიძლია, გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვართ ჩვენი ბუნებით.
როგორც იცით, საწყისი ბოროტებისა არის ეგოიზმში, თავის მოყვარეობა.უფალმა იესო ქრისტემ დაგვიბრუნა ჩვენ ეს ძალა, რომ დავთრგუნოთ და დავამარცხოთ ბოროტება.
აი, ამდენად, ეს ორი დიდი ძალა და შესაძლებლობა მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ თავის მკვდრეთით აღდგომით: დაგვიბრუნდა ფიზიკური უკვდავება, უკვდავების შესაძლებლობა და ასევე ის, რომ სულიერად ფერი ვიცვალოთ, დავამარცხოთ ბოროტება და გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვართ. ძალა და შესაძლებლობა ღმერთისა და ადამიანის სიყვარულისა, როგორც ჩვენი ზნეობრივი ბუნების მისწრაფება.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ის სიხარული, რომლითაც ხარობს დღეს ყოველი მორწმუნე.
დღეს დღევანდელი დღის სიხარული ორმაგდება ასევე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულით. შეგვეწიოს ჩვენ მისი მადლი, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, მეოხი წინაშე ღვთისა, შუამდგომელი და მას ვუყვარვართ ჩვენ, როგორც საკუთარი შვილები და მუდამ ლოცულობს ჩვენთვის ღვთის წინაშე.
საოცარია ის, რომ ჩვენი ერი არის წილხვდომილი მისი, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაანახა მთელ სამყაროს იმით, რომ ქართულ მონასტერში მიბრძანდა მისი „პორტაიტისად“ წოდებული სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე ჩვენს ეკლესიაში.
ყოვლადწმინდა დედა იმდენად აღემატება ანგელოზთა სამყაროსაც კი, რომ მისი ღირსებისა და მდგომარეობისა ეს განსხვავება რომ დავინახოთ, შეიძლება გავიხსენოთ ის, რა წერია წმინდა წერილში მასზე, მაგალითად, ანგელოზთა უმაღლეს დასზე, სერაფიმებზე. ისაია წინასწარმეტყველი წერს: „ისინი იდგნენ გარემოის უფლისა, გვერდით იდგნენ გარემოის ღმრთისა“, ხოლო ღვთისმშობელზე წერია: „დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა“ - აი, განსხვავება. თუ ანგელოზები და სერაფიმებიც კი იდგნენ გარემო უფლისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დგას მარჯვენით მისა უახლოეს. მაგალითად, წმინდა გრიგოლ პალამა წერს, რომ ყოველგვარი სიწმინდე და კურთხევა ადამიანებს მიენიჭებათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამსახურებით და წყალობით, თავად ღმერთი აქებს მას და მთელ სამყაროს აჩვენებს, რომ იგი არის უმშვენიერეს ყოველივე ხილულისა და უხილავისა, ყოველივე სამყაროსი.
აი, ასეთი დიდებული დღეა დღეს. ვმადლობთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ვართ წილხვდომილი ქვეყანა მისი. ამიტომ მივმართოთ ჩვენი გულები და ლოცვა დედა ღვთისმშობლისკენ, რომ თავისი მადლით დაიფაროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მისი შეწევნით, უფალმა მოგვცეს ძალა, რომ აი, ეს აღდგომის მადლიანი და წმინდა დღეების სიხარული მთელი ცხოვრება, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე შევინარჩუნოთ, რომ ამ სიხარულით შევიდეთ ცათა სასუფეველში, რომლის კარიც გაგვიღო ჩვენ აღდგომამ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ქრისტე აღდგა!“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 13:04
მსოფლიო
ევროკომისარი კუბილიუსი ფედოროვის გადადგომაზე: ეს გააჩენს კითხვას, თუ რატომ ცვლიან ასეთ ადამიანს
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დღემდე ვთანამშრომლობთ მიხაილ ფედოროვთან - როგორც მანამდე, ისე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა. ამ პერიოდში მართლაც ბევრის მიღწევა მოხერხდა“, - განაცხადა ევროკომისარმა.
16 ივლისი 2026, 13:00
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
16 ივლისი 2026, 12:50
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ჩვენი კლასი“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა
„რუსთავის თეატრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრემიერას უმასპინძლა. კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომლებიც ქართულ თეატრს ახალ შემოქმედებით შესაძლებლობებს აძლევს და მაყურებელთან მნიშვნელოვან თემებზე საუბრის სივრცეს ქმნის. რუსთავის თეატრს ვუსურვებ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას“,- განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ.
16 ივლისი 2026, 12:08
საზოგადოება
მარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა
10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი, გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
16 ივლისი 2026, 12:07
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
16 ივლისი 2026, 11:59
სპორტი
ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დაიწყო
ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დაიწყო
16 ივლისი 2026, 11:59
ეკონომიკა
გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.
16 ივლისი 2026, 11:39
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა ევთანაზია დააკანონა
ევთანაზიის უფლებას მიიღებენ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო სტადიის განუკურნებელი დაავადებები აქვთ. სავალდებულო პირობა იქნება მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომლის შემსუბუქებაც მკურნალობით შეუძლებელია.
16 ივლისი 2026, 11:35
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სებ-ის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს
საგადახდო მომსახურებისა და დეპოზიტების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს მომხმარებელს ინფორმირებულ არჩევანზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის ახალი პლატფორმის პრეზენტაციისას.
16 ივლისი 2026, 11:33
თავდაცვა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.
16 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
უკრაინაში მიხაილ ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან მიხაილ ფედოროვის გადაყენების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია ივან ფრანკოს სახელობის თეატრთან მდებარე სკვერში იმართება. მომიტინგეები სკანდირებენ „ფედოროვს“ და ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით: „რისთვის?“, „არ შეეხო იმას, რაც მუშაობს“ და „ვოვა, რას აკეთებ?“. აქციები მიხაილ ფედოროვის მხარდასაჭერად სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, ნიკოლაევში, ხარკოვში, დნიპროში, პოლტავასა და ტერნოპოლშიც იმართება.
16 ივლისი 2026, 11:24
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ
ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე.
16 ივლისი 2026, 11:22
მსოფლიო
The Telegraph: ტრანსგენდერი ნეონაცისტი გერმანიის ქალთა ციხეში გადაიყვანეს - გერმანიის ციხის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს ეყრდნობოდა
„მარლა-სვენია ლიბიხი, რომელიც მამრობითი სქესის დაიბადა და სვენი ერქვა, სანამ საკუთარ თავს ქალად დაარეგისტრირებდა, ოთხშაბათს ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქსონიის ქალაქ ქემნიცის ციხეში გადაიყვანეს. გერმანელი ულტრამემარჯვენე პროვოკატორი, რომელიც აქციებზე ნაცისტური სტილის ფორმაშია გადაღებული, გასული წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მან თავი აარიდა სხვა ქალთა საპატიმროში გამოცხადებას, სადაც 2023 წელს ცილისწამებისა და სიძულვილის გაღვივების გამო მისჯილი წელიწადნახევრიანი პატიმრობა უნდა მოეხადა“, - წერს გამოცემა.
16 ივლისი 2026, 11:19
მსოფლიო
The Financial Times: საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება
გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ათენი ცდილობს დაიცვას ბერძნული გადაზიდვების კომპანია Dynagas, რომელიც მაგნატ ჯორჯ პროკოპიუს ეკუთვნის. საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში კოლეგებს პირდაპირ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სანქციები კომპანიას „გაანადგურებდა“.
16 ივლისი 2026, 11:18
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა აამოქმედა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა ამოქმედდა. ახალი ფუნქციონალი საფინანსო სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ერთიან სივრცეში მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა კომერციული ბანკის, ასევე პროვაიდერების მომსახურებების ტარიფების შესახებ, შეადარონ მათი პირობები და მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
16 ივლისი 2026, 11:13
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
უძილაური 6 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის დააკავა. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იყო.
16 ივლისი 2026, 11:09
მსოფლიო
გერმანიის პროკურატურამ სატირიკოსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ რაც ის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე გამოვიდა
გერმანიის ქალაქ დესაუ-როსლაუს პროკურატურამ ცნობილი სატირიკოსის, უვე შტაიმლეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მიზეზი ყოფილ და მოქმედ კანცლერებზე, ანგელა მერკელსა და ფრიდრიხ მერცზე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე მისი განცხადებები გახდა.
16 ივლისი 2026, 11:04
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ცენტრის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს
ამ წუთებში „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ცენტრი იხსნება. შეკრებილ სტუმრებს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.
16 ივლისი 2026, 11:04
მსოფლიო
FT: მიხაილ ფედოროვი დაბრკოლებას უქმნიდა მათ ინტერესებს, ვისაც უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტიდან სარგებლის მიღება სურდა
„თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, მაღალჩინოსნებისა და პარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხაილ ფედოროვი დაბრკოლებას უქმნიდა მათ ინტერესებს, ვისაც თავდაცვის ბიუჯეტიდან სარგებლის მიღება სურდა. ფედოროვი ბლოკავდა ფავორიტ კომპანიებთან მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებას, რამაც მას უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მტრები გაუჩინა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მას უთანხმოება ჰქონდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთანაც“, - ნათქვამია სტატიაში.
16 ივლისი 2026, 10:58
ჯანდაცვა
ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


